вторник, 24 ноября 2015 г.

გოგონა არა

გოგონა არა 

მინდოდა რაღაც უცნაური დამეწერა. ჩემთვის უჩვეულო
და გამახსენდა ერთი ახალგაზრდას მოყოლილი ამბავი.
როგორც შევძლებ ისე მოგახსენებთ.
არ ვიცი რა ქვია წერის ამ სტილს...

      გოგონა - არა


უცნაურია,
ბარში შევედი, თანაც მარტო
რბილად მოვჯექი.
სიგარეტს ვიღებ და ვუკიდებ..
რეკლამას ვამჩნევ  ჯექ დანიელი
რა მოგართვათ? (მოვარდა)
ყავა..                                                                                                                                       
მგონი მარტო ვარ... მიმოვიხდე
.. მგონი არა.
წინ მაგდასთან, შავ დივანზე, შავად ჩაცმული
შავი გოგო სიგარეტს აკმევს.
მომჩერებია, თვალი წყლიანი, რატომღაც ცივი
და ყინულიანი.
ვიბნევი.. მზერა გადამაქვს ვითომ საათზე
წიკწიკებს წამი ... გულიც წიწიკებს
დიდი ისარი პატარას ფარავს და ორივენი
თორმეტზე დგანან.
ჩემი ისარი რადგან ერთია ვიტყვი რომ ის დგას.
კიდე შევხედე...
ისევ მიყურებს ... ეხლა ღიმილით
თითქოს მკითხულობს
იცის ისარის... იცის წიკწიკის...
ადგა., მოდის... მომიახლოვდა..
-წამო - თქვა და არც კი გაჩერდა.
წამი დამჭირდა , ზუსტად წამები,
წამოვიწიე და  მეც გავყევი.
საკუჭნაოა ეს თუ ოთახი...
ბნელა და არა
ვიბნევი წამით უნდა ვთქვა რაღაც....
რაც  მომაფიქრდა:
რა გქვია?
არა... ტუჩზე თითს მადებს
მიმახვდრა აქ ზედმეტია საუბარი
" მიცან-გიცანის"
საქმე არ იცდის.
ეს იყო არა, რომელიც კი- ნიშნავდა და არა არას.
ეხება თასმას, ზონარს გადაცდა
შავი ატლასის პერანგიდან მზემ გაანათა
თვალთ დამიბნელდა,
მხოლოდ სუნამოს სუნს ვგრნობ,
მძაფრი ყვავილის
მეცნობა სადღაც...
არ მომწონს.. მაგრამ უფრო აღმაგზნებს...
.....
-კიდევ შევხვდებით?
ისევე არა....    სიცოცხლესავით ერთი იყოს.                                                                     
მოვა და წავა....  იყო და არა...
მარტო ეს მითხრა და წავიდა.
თვე გავიდა და კიდე ათი
ვერ ვივიწყებ....
ნუთუ მესიზმრა...
გაზეთს ვკითხულობ:
გუშინ...
მოტოციკლეტი...
მოდელი....
გარდაიცვალა
სურათიც არის....
... არა,არა....
ის  გოგო არის... 
სახელით "არა"
და გამაჟრჟოლა, გამეყინა სისხლი და შევკრთი
გამახსენდა მისი სუნამო და მისი ფერი..
მისი სურნელი მძაფრი რომელიც მხოლოდ
პანაშვიდის ყვავილებს ასდით.
ეხლა კი ვფიქრობ
მე ვიგრძენი სიკვდილის სუნი თუ
"არა" გრძნობდა და წინაწარ იპკურა თვისით?
სიცოცხლესავით წამში გაჩნდა, წამში წავიდა
დღეს აღარ ვიცი, იყო "არა" თუ არა იყო რა....

კახაბერ ჭიჭინაძე

06.06.2013

среда, 18 ноября 2015 г.

ნოემბერია! რაღა დარჩა...

ნოემბერია! რაღა დარჩა... ეს წელიც მიილია.
ცოტა ხმაური,მეტი სიმშვიდე, ყალბი იდილია.
წყენა , ტკივილი, დარდი, სიხარული, რომი, სიცილია..
ცხოვრება ჩვენი დღე.., წუთი.., წამის ორომტრიალია.
 მე, შენ და ისინი, სამყაროს სისინი, ისევ რია-რია...
თვალი ხარბი, ჭკუა დაბინდული გული ვერაგია.
 ხალიჩა მორთული ბილიკი სისხლის
გზად რად დაგიგიათ?!. ,
 როცა სხვას ტანჯავთ,ხომ თქვენც იტანჯებთ
 - ვერა გაიგია.
ვითომ არაფერი და ერთი წელიც კიდევ მიილია.
 ისევ ტკივილი! ისევ კივილი! ისევ სიცილია!
/კახაბერ ჭიჭინაძე/

15.11.2015

суббота, 22 августа 2015 г.

შარლ-ა-ტანი


გუშინ იყრიდით ყინულს,(***)
დღეს თავს იწონებთ შარლით,(^)
ამ ფარისევლურ ტიტულს,
ხალხს კამფეტივით აჩრით

მერე კითხულობთ რატომ,(?)
მერე იძახით ვუის,
დროში გაყინულ გოგრას,
აწონებთ ბნელს და უვიცს.

დამანჭავთ სახეს დარდით, :(
გადმოყრით ცრემლებს კურცხალს, :*(
ეს ვინ დაგვიდო კვანტი,
აზრს ამორალურს ზღუდავს.

დემოკრატიის ფლაგმანთ, (€$£)
არ გესმით ინჩი-ბინჩი
ღმერთი დაგმეთ და ახლა
ებმებით ლაბირინთში (#)

ჩარლი შეცვალეთ შარლით
სულს ამჯობინეთ ტანი,
წესი , ზნეობა გძულთ და
დღეს მოგწონთ "შარლატანი"

/კახაბერ ჭიჭინაძე/
12.01.2015

და ავად ებული

არც სიხარული...
არც სიყვარული...
არც  გახარება..
არც გაზაფხული.

ღიმილ ნარევი
ვნების მორევი
ფლიდი გორები,
წამის მონები

აზრი მალული,
"ფარა" ფარული
ფუფუნ ნატრული
ფუნა ნახული

სული ეული
ტვინი სნეული
ბედნიერება - არა რგებული
ურთიერთობა...?
ანგარებული!
და(ავად)ებული.

6.06.2014.

მიყვარხარ ფერია

ძალიან მიყვარხარ შენ ჩემო ფერია.
მაცდური გრძნობები თავზე დამერია,
მიდიან თვეები წლები და დღენია,
უშენოდ სიცოცხლე..
ძალიან ძნელია.

შხამი და წამალი როდი ამრევია,
თუმცა შენს გამო თავბრუ დამხვევია
კაცები ფუტკრებად თავზე გახვევია
ამურის ისარი გულზე მახევია


ფიქრი,  სიტყვები, აზრი ამერია,
სხეულში ეს სული სულ გადამერია,
ცხოვრების თავგზა ამერ-დამერია.
მიყვარხარ, 
მიყვარხარ,
მიყვარხარ 
ფერია.
/კ.ჭ/

ფ/ბ უცნობ მეგობარს

ხან ქალი ხარ სურათებში, 
ხანაც კიდე გოგონა,
თმა გიბზინავს, მაგ თეთს მხრებზე
მზის სხივები მეგონა,
სურნელი გაქვს საამური,
როგორც ყვავილთა კონა
ღმერთის მიერ დახატულო, 
ამ თაობის ჯოკონდა.

გამოვთვალე, გავარკვიე, 
სუნამო გაქვს "TRUSSARDI,"
არ გამოვა ჩემგან სატრფო
და არც კიდე "გუსარი",
არც ტარიელს ვემსგავსები
წყლისა პირას ვიტირო,
წერილსა გწერ არ მპასუხობ
გინდა დედა მიტირო?

დევებთან ხარ ჩავარდნილი,
შენ ამურის ასულო,
ისარი მაქვს მოხვედრილი
შენგან დემურიშვილო,
შემოდგომას გეახლები,
ვიცი ბზაც და ქერია,
შენი გლახო შემოგევლოს, 
შენი ნაცარქექია!


/კ.ჭ/

ღმერთი ზრუნავს შენზე


დილით ღმერთზე ილოცე,
ნაშუადღევს ერზე.
გულში სითბო იღვრება
ამომავალ მზეზე.

წინაპარზე იფიქრე,
მათ ადათ და წესზე.
აფრენილა მომინო,
შორით ცისა ფერზე.

კვლავ მშობელი დალოცე,
ფეხი ედგათ წელზე
მორიდებით აკოცე,
მათ დაკოჟრილ ხელზე.

საღამოთი გადაღლილს,
ცოლი გკოცნის ყელზე,
პატარები მორბიან,
გეხვევიან წელზე.

ძილში ვინც კი  ლოცულობს
ასულსა და ძეზე!
თავს  შენსას თუ ივიწყებ...
ღმერთი ზრუნავს შენზე!


/კახაბერ ჭიჭინაძე/
7.10.2014

четверг, 14 мая 2015 г.

ქართლოს წესიერაძე.(მესამე ნაწილი) სუფრასთან საუბრები

სუფრასთან საუბრები

- შარშან ქართლოს ევროპაში ვიყავი, კავკასიოლოგთა საერთეშირისო კონფერეციაზე და იქ  ქართველოლოგიის მცირე ჯგუფს შევხვდით....
იცი რა მოსაზრება გამოთქვეს?
- რაო?
- რაო და, არ არის გამორიცხული ქართული ენა ყველა ენების დედა აღმოჩნდესო!
ეგრევე შენ გამახსენდი, მახსოვს ადრე დაინტერესებული იყავი ამ თემით.... 
- ეგრეც არის მოსე. აი შენ რამდენი ენა იცი?
- შვიდი კარგად, ხუთი კი "კამაცკამაც" რომ იტყვიან ისე.
-აი, მე კი ერთი ენა მშობლიური  ქართულიც კი ვერ შევისწავლე, ეხლაც ვსწავლობ და მაინც "კამაც-კამაც" დონეზე ვარ. 
რაც ენები იცი, რომელიმეს თუ გააჩნია წინსართად, ფუძედ დედა?
-არა?!
- ეგ, პირველი მინიშნებაა მაგის და აი რატომ:
არაფერს არ არქმევდნენ ჩვენი წინაპრები ტყუილად და ზერელედ და არც არაფერი ეშლებოდათ. ჩვენთან გვარი, შთამომავლობა, მამით გადადის და თუ ამ ლოგიკით წავალთ ჩვენი წინაპრები ქართულ ენას მამაენას დაარქმევდნენ. და თუ ეგრეა ებრაელებს ენას უნდა ერქვას დედა ენა, რადგანაც ქალით გადადის შთამომავლობა. თუმცა დედა და მამას ორივეს მშობელს ვუწოდებთ ჩვენ, მაგრამ შობით დედა შობს მხოლოდ, მიმიხვდი აზრს? ანუ დედა ენას უნდა ეშვა სხვა ენებიც როგორც მამრობითი სქესის ასევე მდედრობითი სქესის, ხოლო თვითონ დედა ენა უნდა იყოს უსქესო , ხომ ლოგიკურია? 
- ეგ, ჰიპოთეზაა, მოსაზრება, ვარაუდი, ინტერპრეტაცია, უფრო მეცნიერული არგუმენტი თუ გაქვს რამე?
- კი ბატონო, მეცნიერების გზას მივყვეთ. ადამიანი აფრიკიდან მოვიდა კავკასიაშიო და მერე განაწილდა ყველგანო. რა აფრიკიდან მეტი სხვა ბილიკი ვერ იპოვა პირველყოფილმა ადამიანმა? წასულიყო ნაწილი აფრიკიდან ევროპისკენ, ნაწილი კავკასიისკენ ,ნაწილი აზიისკენ, დაუშალა ვინმემ? თუ აქ კავკასიაში გაუნათლდა გონება და დაადგა მერე ოთხივე გზას? და თუ აქედან წავიდნენ ეგრეთწოდებული "პერევალოჩნი პუნქტიდან" რაღაც საერთო ენა, ურთიერთ გაგებისთვის ხომ უნდა ქონოდათ, დღევანდელი  დამახინჯებული ქართული არა მარა რაღაც მისი  ძირი ენა ხომ უნდა ქონოდათ?
- ჰო ალბათ
-თუ ჰომოსაპიენსის მიგრაციის რუკას დააკვირდები  ერთი ისარი მოდის აფრიკიდან კავკასიაში, ხოლო აქედან გადის სამი, არ გამიკვირდება თუ იმ პირველი ისრის მიმართულებაც შეიცვლება, კავკასიიდან აფრიკისკენ. ამ ერთ ისარს მხოლოდამხოლოდ აფრიკაში აღმოჩენილი უფრო ადრინდელი ადამიანის ნაშთები ამაგრებს, სხვა ვერაფერი! და შეიძლება ჩემს ჰოპითეზაზე უფრო სუსტი აღმოჩნდეს. ეს დროის ამბავია მხოლოდ.
- ესეიგი, შენ ვარაუდობ ქართლოსს, რომ ადამიანის- ჰომოსაპიენსის მიგრაცია საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა?
- არა, მე ვარაუდობ რომ, საქართველო არის ის ტერიტორია სადაც პირველად მოხვდნენ სამოთხიდან გამოძევებული ადამი და ევა.
- ოჰოოო, შენ კარგად გაგიბერია...
- ეს არავისთვის მითქვამს,  შენ ხარ პირველი...
იცი? სამოთხიდან გამოძევებულები უკან რომ არ შესულიყვნენ, რა წინაღობა დაუდო ღმერთმა? ცეცხლოვანი ბორჯღალი, რომელიც ერთი საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს მეორე პირიქით. ჩვენი ქართველების სიმბოლოც ბორჯღალია, ოღონდ ვერ გაურკვევიათ როგორ დახატონ , რომელია სწორი. ერთი პერიოდი დიდი კამათი მიდიოდა ამ თემაზე.
ესეც მეორე მინიშნება. 
ინდუსებს და გერმანელების სვასტიკაც რაღაც მაგას ნიშნავს, სხვათაშორის  მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა, კავკასიის მთებში, სამთო დანაყოფი საექპედიციო რაზმი „ედელვაისი“  გადმოსხეს, რაგაც გასასვლელს ჩასასვლელს ეძებდნენ, ზოგი ამბობენ გრაალს ეძებდნენო, ზოგი დროში კვანტურ გასასვლელს, ზოგი ჯოჯოხეთურ იარაღსო, მაგის ჩიტები არ იყვნენ რომ ნაღდი მიზანი ვინმემ იცოდეს....
- ხომ იპოვეს მერე ჯოჯოხეთი?, ჩემი ონელი ბაბუაც მაგათთან ბრძოლას შეეწირა.
აბა გგონია სამოთხის კარებს ეძებდნენ?
- არა მოსე, მე რავიცი, რას ეძებდნენ... სამოთხის კარებს მიართმევდნენ, რომც ეპოვათ ვინ შეუშვებდა შიგ... ისე ტიბეტის ბერებს ეცოდინებათ რას ეძებდნენ, მაგათმა ბევრი იციან კავკასიის შესახებ, მაგრამ სიტყვასაც არ დაძრავენ სანამ დრო ჟამი, რიცხვი არ შესრულდება.....
როგორც ამერიკის, აფრიკის, ევრაზიის, ანტარქტიკის კონტინენტები ებმება ერთმანეთს, ისე ებმება ეს ჩემი ჰოპოთეზების წყობა ერთმანეთს.
და თუ აქედან იწყო ადამის მოდგმამ გამრავლება ესეიგი აქედან უნდა იყოს მიგრაციაც ჰომოსაპიენსის ყველა მიმართულებით, ხოლო ენაც დასაწყისში ერთი უნდა ყოფილიყო და მერე გამოეწვია ცვლილება, ხოლო იმ ძველ წინაპარს პირველ სასაუბრო ენისთვის დედა ენა უნდა ეწოდებინათ, ჩვენთვის ზეპირსიტყვიერი მეხსიერების შესანარჩუნებლად და ასევე ჩვენთვის დროში გადმოსაცემდ.
შენც ხომ გრძნობ მოსე, რომ საქართველო განსაკუთრებული ადგილია?
- კი, მიყვარს აქაურობა, აქ დავიბადე, ჩემი წინაპრები ოცდაექვსი საუკუნე აქ ცხოვრობდნენ, მიტომ მომიწევს გულიდა სული აქეთ...
- იქნებ იმიტომ მოგწონს რომ გრძნობ,სამოთხის კართან რომ უფრო ახლოს ხარ?
- ხელებს ვწევ, მართლაც გამორჩეული ადგილია, მსოფლიო მომივლია და ასეთი არსად მინახავს. თუმცა არც ქართველებისნაირი სულელები მინახავს სადმე...
- ოხ, ჩემი მერხის მეგობარი არ იყო და ასე არ მიყვარდე, დაგჩეჩქვამდი კარგად მაგ სიტყვებისთვის...
- რა ტყუილს ვიძახი? ერთი დიდი ნაწილი ფეხებზე მკიდია ხალხი ხართ, მეორე მცირედნი კი შენნაირი ფანატიკოსი პატრიოტები.
ხუთასი წლის შემდეგ შენნაირი ფანატიკოსები დაიწყებენ მტკიცებას: ხვანჭკარა, ლობიანი ,ხაჭაპური, ქართული იყოო, ხოლო მეორე ფეხებზე მკიდია ქართველები დაიწყებენ ქირქილს და ბოდვად ჩაგითვლიან, რადგანაც გათხრების შედეგად ყოფილი ევროპს ტერიტორიაზე აღმოჩნდება ბოთლი სახელით "ხვანჯარა" თუ "სვანჭარა" და ეგ იქნება უტყუარი არტეფაქტი, მისი ჭეშმარიტი უნგრული,ესპანური თუ სომხური წარმომავლობისა.
ასე ანიავებთ თქვენივე წინაპრების მონაპოვარს: ოქროს მოპოვების ტექნოლოგია დაკარგეთ, ფოლადის, აგერ ხორბლის საუკეთისო ჯიშიც გამოგეცლებათ ხელიდან, და სხვა სახელით და შეფუთვით მიიღებთ მერე "ამადა ამ ქვეყნის საუკეთესო ხორბალი".
- რა ვქნათ მოსე, ისე დაგვაკომპლექსეს ქართველები საკუთარ ქვეყანაზეც კი გვეშინია რომ თქვათ ჩვენიაო. 
ეს რაც შენ გითხარი, ეგ ქართველებს რომ ვუთხრა, პირველი თვითონ ქართველები ჩამქოლავენ. უცხოელებმა თქვეს რომ "ფესტოს დისკი" ქართველური წარმომავლობის კერძოდ პელაზგური, დამწერლობაა (ქართველურ ენათა დედა),
თორემ ეგ რომ ქართველებს გვეთქვა?-მტრისას. 
- ყველა უფრთხილდება თავიანთი წინაპრების მონაპოვარს და ამ ქართველებს რა გჭირთ?
სხვებს თუ არ აქვთ სხვისას ითვისებენ, თქვენ გაქვთ და ვერც უფრთხილდებთ.
ეხლა რაზეც მოვედი იმას გეტყვი:
ერთ წელზე მეტია ერთ პარტიასთან ვთანამშრომლობ. შარშან ერთი უცხო  დამფინანსებელი მოვუძებნე და საქმე მოუგვარე, ამიტომ  მათზე საკმაო წონაც და გავლენაც მაქვს. იცი ალათ  მალე არჩევნები ახლოვდება.ამიტომ ამ რაიონში კანდიდატი  ჭირდებათ, მეც შენ გამახსენდი, უბანი გიცნობს, შენი წესიერების ამბავიც იციან, 
მოკლედ დავარწმუნე, პარტიას შენისთანა სახე ჭირდება.
- მე რა მევალება?
- სწორედაც რომ არაფერი, დაჯდები პარლამენტში თბილად, დეპუტატის მანდატით ჯიბეში, რასაც გეტყვის პარტია იმას დაუჭერ მხარს, რასაც არა და არა.
- კარგია მოსე რომ გიფიქრია ჩემზე,მადლობა ძმაო,  მაგრამ არამგონია ეგ საქმე  გამოვიდეს.
- რატომ არ უნდა გამოვიდეს? ყველაფერი გვაქვს: ფინანსები, სტრატეგია, პიარ კამპანია, რეიტინგი....
- არ გამოგადგებით მე მაგ საქმეში....
- ქართლოს, რაფერ დათა თუთაშხიასავით მელაპარაკები, გამაგებინე წესიერად...
- ის უცხოელი მილიონებს რომ დებს ამ საქმეში, ეს პარტია და ქართლოსი პარლამენტში მოხვდნენო, არამგონია საქართველოს სიყვარულით აკეთებდეს ამას.  არც ის მგონია ჩემო მოსე თუნდაც 100პროცენტიან მარჟას დაკმაყოფილდეს.
მის დაკრულზე უნდა იცეკვოს პარტიამ და ყველა მისმა წევრმაც. აბა მითხარი ასეთი პარტია შეძლებს ერს და ქვეყანას ემსახუროს ღირსეულად?
ვაი და დამავალა პარტიამ ისეთ საქმეს დავუჭირო მხარი, რომელიც სინდსს, ნამუსს, კაცობას,მრწამს ეწინააღმდეგება, მაშინ მითხარი როგორ მოიქცეს კაცი?
გაურიგდეს ნამუსს? უღალატოს პარტიას?....
ანდა მოსე, პირდაპრ გეტყვი წყენის გარეშე ძმობას გაფიცებ, მომიყვანე ხვალზეგ ვიღაც შენი ნაცნობი, სამსახურში თანამდებობაზე მოაწყვეო და მეორე კანდიდატიც იყოს ნიჭიერი მარა უპატრონო, ნაცნობობის და პროტექცის გარეშე, მე როგორ მოვიქცე?  მივიღო დემოკრატიული სამართლიანი გადაწყვერილება? 
არ გაჩნდება ჩვენს ძმობაში ბზარი? არ მიწოდებ დაუნახავს უმადურს და ხეპრეს?
- ააა? მიგიხვდი, შენ გინდა თქვა რომ დემოკრატია, სამართლიანობა არ ჯდება ქართულ მენტალიტეტში?
- არა მოსე, ჯდება თუ წესს არ გაცდა არცერთი.დემოკრატიამ, სამართლიანობამ, ქართველობამ, ხელ ჩაკიდებულმან უნდა იარონ ერთად. აი მიხვდი რატომაც არ გამოგადგები? არც შენ არც პარტიას. შენს ძმობას ვუფრთხილდები.
- ეჰ ,ქართლოსს, ყველა პარტია ეგრეა ძმაო, მარტო წესიერებისთვის ხალხი ხმას არავის აძლევს, თუ არ დაპირდი, არ მოატყუე, იმედი არ მიეცი. ციდან წმინდა ანგელოზიც რომ ჩამოვიდეს და ხმა არ ამოიღოს, მაინც ყბედს და მატყუარას აირჩევს ხალხი. ხალხი ანგარებას აძლევს ხმას, ანგარებით ირჩევს და ანგარებასაც ღებულობს ბოლოს, ამიტომაც არის რომ ყოველთვის ცდებიან და მცდარ არჩევანს აკეთებენ. მერე წუხან არჩევანმა არ გაგვიმართლაო.
- არის რაღაც სიმართლე მოსე მაგაში, მაგრამ მე როგორც  აქამდე მჯეროდა და მწამდა ისე ვაპირებ ბოლომდე ცხოვრებას.
- ნუ იჩქარებ, დაფიქრდი კარგად, ხომ იცი ასეთ შემოთავაზებაზე ყველა სიამოვნებით დაგვახმდება.
იმ უცხოელებს  ნურც ისე უყურებ? გვეხმარებიან , უნდათ რომ სამართლიანობის, თანასწორობის, დემოკრატიის პრინციპები დანერგონ.
ებრძვიან რასიზმს, რელიგიურ ექტრემიზმს, ქსენოფობიებს....
და მაგაში ფულსაც იხდიან, უნდათ რომ მსოფლიო უკეთესი გახდეს...
- კი ბევრ რამეში დაგვიდგნენ გვერდით, მაგრამ ზოგი მაგათი ნასწავლი  იცი რას გავს?
-რას?
კუ რომ მართვეს ფრენას ასწავლის იმას. 
აი მაგალითად: ამერიკაში - იყო რასიზმი, ხდებოდა ზანგების, ფერადკანიანთა დისკრიმინაცია, ჩაგვრა.
ჩვენთან რასიზმის ნიშნები არც არასოდეს ყოფილა, პირიქით, მრავალ ეთნიკური ქვეყანა ვიყავით ყოველთვის.
ევროპაში -  რელიგიური დევნა, სისხლს ღვრა, თავისუფალი აზრის და სიტყვის გამო ცეცხლზე დაწვა.
ჩვენთან ერთ კვადრატულ კილომეტრზე ოთხი სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგა თანაარსებობს დღემდე  და არავითარი რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ან დევნა ყოფილა. უფრო მეტიც ერთერთი ქვეყანა ვართ იმ მცირე ქვეყნებს შორის სადაც ებრაელებს არ დევნიდნენ.
რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობის უფლებებს, როდის ყოფილა რომ ვინმეს განსხვავებული ორიენტაციის გამო შეელახა მისი უფლებები, კუთვნილი დახმარება არ მიეცათ, სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ,  ან  არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ?
  მათი მოთხოვნა, საზოგადოებაში პრივილეგიურ მდგომარეობაში აღმოჩენის სურვილს უფრო გავს ვიდრე თანასწორობისთვის ბრძოლას. აბა რით ავხსნა მათი მხრიდან ღია კარების მტვრევა?
- ქართლოს ,მაგათი საერთაშორისო დღე იყო და მათი დამფინანსებელი ორანიზაციებისთვის ხომ უნდა ეჩვენებინათ გახარჯული თანხები?
თანაც ის კუ, შენ რომ თქვი მართვეს ფრენას რომ ასწავლის, ამასთანავე თან ხომ კვებავს? ხო და, რომ გაიზრდება მართვე, გახდება არწივი და გაფრინდება კუც კმაყოფილი იქნება შედეგით.
- მერე მოსე ძმაო კუ ალბათ ვირთან წავა და იმას დაუწყებს  ფრენის სწავლას, მაგრამ ვირი რომ ვერ გაფრინდება?
- ვერ გაფრინდება და ნურც გაფრინდება,მაგაზე დაგიდგა დარდი. მაგრად გაუტყდება კუს, შენ რაღა  განაღვლებს ქართლოსს?
-რა მანაღვლებს?....
  იცი რა გამახსენდა? ,სკოლის პერიოდში 23 ნომერ ავტობუსში, ვიღაც  სათვალებიანმა, ინტელიგენტურად ჩაცმულმა პირმა, ხელისფათური რომ დაგიწყო მოსე... თავიდან, რომ გეგონა შემთხვევით მოუხდა ხელიო.....
- სად გაგახსენდა, ხო მახსოვს....
- მაშინ რა ვიცოდით ამას "სექსუალური უმცირესობა" რომ ერქვა, შენი უფლება არ შელახა მაშინ?, გაითვალისწინა არასრულწლოვანი რომ იყავი?
- რას იზამ, ეხლა ეგაა დემოკრატია.
- დემოკრატია ჩარჩოს რომ გადავა დემოკრატია კი არა მარაზმია.
ეგრე ნეკროფილებმა რა დააშავეს ჩვენი მიცვალებულები დაუთმოთ?
ერთი ნეკროფილი დაუკავებიათ, მიცვალებილთან აქტის დროს.
სასამართლომ გაამართლა - თურმე აღმოჩნდა როგორც ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს ნეკროფილს უკითხავს მიცვალებულისთვის,  ხოლო მიცვალებულისგან დუმილი მას თანხმობის ნიშნად აღუქვამს, ხომ გაგიგია "დუმილი თანხმობის ნიშანიაო". აი ეს არის დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალი.
- კიდევ კარგი ქართლოს, მიცვალებულს არ მიუსაჯეს უარის თქმა ისწავლეო.
- რავიცი მოსე, იქნებ მიუსაჯეს კიდევაც.
- აბა ქართლოს შენი აზრით დემოკრატია არ ვარგა, რადგან ხარვეზებს შეიცავს?
- როგორ გეკადრება მოსე, როგორ არ ვარგა,მაგრამ ადრეც ხომ გითხარი, დემოკრატიამ წესთან ერთად ხელჩაკიდებულმა უნდა იაროს, როგორც გასცდება წესს აირევა ყველაფერი.
ჩვენი პატარაობის დროს ერთი ამბავი  დადიოდა: ქალაქში ხმა დაირხა "ალია მომკვდარა, ალია მომკვდარაო" ხოლო ვინ იყო და რითი მომკვდარა არავინ იცოდა. ეს ამბავი გავს დღევანდელ ყბადაღებულ დემოკრატიას, ყველა გაიძახის დემოკრატია, დემოკრატიაო,....
და დარწმუნებული ვარ პოლიტიკოსების 90 პროცენტიც ბაიბურში არ არის, მაგათ გონიათ სხვის ეროვნული ინტერესებს თუ დააყენებ საკუთარი ეროვნული ინტერესების ხარჯზე ეგ არის დემოკრატია. თუმცა რაღა ჩვენები შვეიცარიის მაგალითი სახეზე არ არის?
- ახლახანს შვეიცარიაში  ჩატარებულ რეფერენდუმს გულისხმობ ალბათ, ქვეყანაში ახალი მინარეთების მშენებლობის აკრძალვას რომ დაუჭირა მხარი?
- ხო, კაი დროს, უკვე საკმაოდ ბევრი აშენდა.  დემოკრატიის მამებმა რა უპასუხეს ისიც გეცოდინება. აგერ მაქვს გაზეთიდან ამოჭრილი და გაჩვენებ, კარგად მომისმინე 
ციტატას წაგიკითხავ- 
„აშკარად დისკრიმინაციული“ და საზოგადოებაში ღრმა დაყოფის გამომწვევი - ასეთი შეფასება მისცა გაერომ შვეიცარიელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, აიკრძალოს ახალი მინარეთების მშენებლობა. ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ნეივი პილაიმ, რომლის ოფისი, სხვათა შორის, ჟენევაში მდებარეობს, რეფერენდუმს და მის შედეგს „უცხოელებით ხალხის დაშინების“ შედეგი უწოდა. 
რეფერენდუმის შედეგს მწვავე კრიტიკით შეხვდნენ მუსულმანური ქვეყნები, შვეიცარიის ევროპელი მეზობლები და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები."
აზრზე ხარ, როგორ შეწუხდნენ რომ ეგ საკითხი რეფერენდუმიზე დააყენეს. ესეიგი შვეიცარიელ ხალხს საკუთარ ქვეყანაში არჩევანის უფლებაც არა აქვს გადაწყვიტოს რა არ აშენდეს. აი ეს არის დემოკრატია.  ხო, ბოლომდე უნდა დაიძაბოს სიტუაცია რომ მერე დაერივნონ ერთმანეთს, „ურემი რომ გადარტიალდება გზას მერე დაინახავენ“  იმის უფლებაც არ გაქვს თურმე რომ მინარეთის მშენებლობა აკრძალონ საკუთარ ქვეყანაში. მიკვირს მუსილმანური ქვეყნები რაღას შეხვდნენ კრიტიკით? თვითონ რომ  არ აგაშენებინებენ სხვა სჯულის  შენობას?
არა! რა თქმა უნდა ეს თქვენხართ დემოკრეტინები, ხოლო ჩვენ მუსულმანებს არ გვაქვს დემოკრატიაზე პრეტენზია და ამიტომ ბოდიში.
ყველა ევროპელი პატივს ცემს, რომ მუსულმანურ ქვეყანაში ალკოჰოლური ლუდი არ უნდა დალიო ქუჩაში,თუ დაგავიწყდა გაგახსენებენ. ის კი არ გიშველის ,ჩემთან ჩემს ქვეყანაში არ არის აკრძალულიო რომ უთხრა. გეტყვიან მიბრძანდი და შენს ქვეყანაში დალიეო.
ასე რამ დაასაჭურისად ევროპელები რომ საკუთარი აზრის გამოთქმის ეშინიათ?
- ეგ რაა ქართლოს, ღაზის სექტორში მცხოვრებმა სასულიერო პირმა, შეიხ სობჰი ნასარმა, სააგენტო „როიტერს“  იცი რა უთხრა?
-  ეგეც ვიცი, აგერ მაქვს:
„შვეიცარიის ხალხი თავისივე იდეალების წინააღმდეგ გამოდის. მათ რელიგიის თავისუფლების სწამთ და ყველას აძლევენ უფლებას, თავიანთი რელიგიური ტრადიციებისა და სწავლების თანახმად იცხოვრონ. რელიგიური ადგილების აგება და მინარეთების მეშვეობით ამ ადგილების ხილვადობის უზრუნველყოფა კი ისლამის ნაწილია, ანუ მინარეთების გამოჩენა ისლამის რელიგიური სიმბოლოების გამოხატულებაა. ამ სიმბოლოების გამოჩენის აკრძალვა ამ რელიგიის უარყოფას ნიშნავს - ეს კი რელიგიის თავისუფლების მათ ფასეულობას ეწინააღმდეგება.“
ეს განცხადება მოსე მიამიტი კაცის მიმართ დაცინვას უფრო გავს.
სამი ქართული ანდაზა გამახსენდა " ისეთმა ძროხამ დამწიხლოს,ვინც ჩემზე მეტს იწველებაო" ანუ უფრო დემოკრატმა დამადანაშაულოს არადემოკრატიულობაშიო.
"ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოსო" -ანუ ყველამ თავის დემოკრატიას მიხედოსო.
ხოლო მესამე ქართული ანდაზა "სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო"
ამას, ამ წესს გვასწავლიდა ჩვენი მამა პაპა. დემოკრატიის გაგებით უნდა მიხვიდე სხვასთან საკუთარი ადათ წესები მოახვიო თავს და გამწარებით იყვირო უმცირესობა ვარ და მჩაგრავენო...

მე თანასწორობის მომხრე ვარ: თუ შენი ქვეყანა არ მაძლევს უფლებას ჩემი სარწუნოების სახლი ვაშენო არც მე გაძლევ რომ შენი ააშენო ჩემთან.
თუ შენთან შენს კულტურას და ადათებს უნდა ვცე პატივი,კეთილი ინებე და შენც ასევე მოიქეცი. 
თუ შენ გაქვს ჩემს ქვეყანაში შენი დროშა აფრიალო, მეც მომეცი საშუალება მეც ვაფრიალო ჩემი დროშა შენთან.
თუ მე არ მაძლევ მაგის უფლებას, მაშინ შენი დროშაც დაახვიე და უკან გაიკეთე, აი ეს არის სამართლიანი და დემოკრატიული პასუხი და  არა საჭურისის და უცოდინარის. 
მიიღო უცხოელი, შეიფარო, მისცე მოქალაქეობა, სახლში თუნდაც ეშმაკს ემსახუროს, მაგრამ რომ გამოდის და გარეთ გახვევს თავს საკუთარს წესს და ადათს, მერე არადემოკრატიულობაში გადანაშაულებს - ეს დემოკრეტინობა არ არის? ადგილობრივმა რომ უთხრას რაღას მოეთრეოდი შენს ქვეყანაში გიშლიდა ვინმე აღმსარებლობას? ალბათ ჩაქოლავთ ასეთი არა დემოკრეტინული გამოთქმისთვის. 
ეჰ ჩემო მოსე, დღითიდღე მატულობს ნეო ფაშისტური მოძრაობის მიმდევრები და არა იმიტომ რომ სხვა ერის შვილები სძულთ, არამედ იმიტომ რომ დემოკრატიამ მიიღო მახინჯი ფორმა და დღეს საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ინდივიდუალობას ვერ იცავ უფრო მეტიც დისკრიმინაციულადაც გრძნობ თავს.
მერე დაგროვდება, დაგროვდება და  მივლენ იმ მდგომარეობამდე რომ მოხდება გარდაუვალი დაპირისპირება რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე. მერე იკითხავთ საიდან გაჩნდა სიძულვილი, ფობია, ფაშიზმი?
- მართალი ხარ მგონი ქართლოს და დაწყებულია კიდეც,ამაწინათ  ზაფხულში  ერთმა  სასტიკმა დანაშაულმა შესძრა მსოფლიო . ნორვეგიაში, ოსლოში მომხდარი აფეთქება  და კუნძულ უტოიაზე საზაფხულო ბანაკში მოზარდები  დახოცა ვიმე 32 წლის ანდერს ბრეივიკმა. 
- კი მახსოვს მოსე, საწყალი ქართველი გოგონაც შეეწირა მაგ საშინელებას. ეკრანიდან როდესაც მკვლელის ფოტო ვნახე პირველი შეხედვით მსახიობი  თუ ცნობილი ჟურნალის მოდელი მეგონა, ასეთი სისასტიკის მკვლელი რომ იყო ჩემს ფსიქიკაში ვერ ჩაჯდა.
უკვე გამოუტანეს კიდეც განაჩენი, მაგრამ ნეტავი დასვა ვინმემ კითხვა რატომ ჩაიდინა ეს?
მხოლოდ ამბობენ „ქმედების მოტივი ანტიმუსლიმური“.
დარწმუნებული ვარ "DEMO CRAZY"-ს ნაყოფია ეს. რომელიც ამბობს მოდი უცხოელო გამჟიმე. 
რაც ადრე ცეცხლით და მახვილით ვერ შეძლო ბევრმა, დღეს თავიანთი ნებით უთმობენ. სხვანიც სარგებლობენ დემოკრატიის კეთილ უგუნურობით. აი ამიტომაც წარმოიშვა პროტესტი, ტერორი, სიძულვილი, ფაშიზმი.
- ხო, ქართლოს, ნელ ნელა ძლიერდება ფაშისტური მოძრაობები მსოფლიოში,ეგ შენი ნათქვამი ვიღაც ვიღაცეებმა შეიძლება არასწორად გაიგონ და ფაშიზმის დაცვაში,გამართლებაში, დაგადანაშაულონ. არიან ასეთი ხალხი რასაც უნდა იმას ამოკრეფენ და როგორც უნდა  ისე  გაიგებენ.
-  მოსე, ის რომ მე, დანიელის-დანიელობის მომხრე ვარ, გერმანელის-გერმანელობის, ესპანელის-ესპანელობის, რუსის-რუსობის, ქართველის-ქართველობის - და თუ ეს ნიშნავს ფაშიზმს, მაშინ მე ფაშისტი ვარ.
-კაი დრო გასულა ამ საუბრებში, ერთიც დაასხი და წავალ მე, შენკიდე კარგად დაფიქრდი... ჩემს შემოთავაზებაზე.
- აბა, უფალი შეგვეწიოს!
- დიდება მის სახელს!
                                                                ***********
                                                          31. 12.1012 წელი
დღეს ახალი წელი თენდება და ადრევე გაგიშვებთ სახლებში, ოთხსაათამდე შევხედოთ ვინმე თუ მოვიდა- თქვა ემზარი უფროსმა.
3ში ჩვეულებრივად გამოვდივართ სამუშაოზე, რაიონში ვიყავი , პახმელია მახმელია არ გავიგო.
- ნეტა კარგი კამფეტები რომ არის, 22 -30 ლარი რომ ღირს კილო ცალობაში თუ ყიდიან ლოვა?
- ქართლოს, მე რავიცი აბა, სვარჩიკი ვარ, მეფუნთუშე კი არა ტო.
- სიგარეტს რომ ყიდულობ , ცალობით , მეგონა ეგეც გეცოდინებოდა.
- შენც ირისი იყიდე იაფია.
- რა ირისი, სიცილით იგუდება ემზარი.
- ეე, მეთქვენი არ ვიცი, მე ცავედი, უნდა დავიბანო, მა ახალწელს ჟანგიანი შევხვდე?
ამ ერთი წლის ჟანგს რა გამაცლის, ერთი ლიტრი საპონი უნდა რა.
- ერთი ლიტრი თუ კილო?- არ ანებებს თავს ემზარი.
- ვა, შენ მე რა გოიმი ხომ არ გგონივარ, აქ რომ ვმუშაობ? რა დროს " ტვიორდი მილაა"
ამჟელას იერევნიდან სულ ფრანგული "ჟიტკი მილა" ჩამოაქვს.
-  აკი, გერმანიიდან და ესპანეთიდან გვიგზავნიანო? 
- ემზარ ჯან, ეგ გასაყიდად , ჩასაბარებლად, ხომ იცი იქ რა "დვიჟენიებია", იაფად თრეულობს, ეს ფრანგული არიგინალია რაა- არ ეცემა ზურგზე ლოვა.
ეეე, ეკაიფეთ ბებათქვენებს, მე წავედი რააა....
კარგი ,დავიშალეთ.. დავიშალეთ...სიცილისგან ცრემლებს იწმენდა ემზარი.
.......ეჰ, მიდის ქართლოსი ფეხით, სახლისკენ, რვა ცალი ფერად ფერადი კამფეტებით დატვირთული, ოთხი ანანოსთვის,  ოთხი ლაზარესთვის, ცოლისთვის ვერაფერი, მხოლოდ ჩიჩილაკით ხელში მხარზე გადაკიდებული, და ფიქრობს თავისთვის:
უფალო, გააძლიერე საქართველო, არა ძალითა არამედ შენებ რწმენითა და სიყვარულით, რამეთუ რწმენა და სიყვარული არს ძალა უძლევი ,აუხილნე თვალნი- რათა შეიცნონ ჭეშმერიტება, რათა დააფასონ მოყვასნი ღირსებითა თვისითა და არა ქონებისა მისითა,მიეც თავდაბლობა რამე თუ ამპარტავნობამ შვა შური და დაპირისპირება,მიეცი  ურთიერთ პატივისცემა და სიყვარული..
მადლობა უფალო, რომ მომავლინე ამა ქვეყანას, თანაც მომავლინე იქ რომელიც არს პირველ წილხვედრი  კურთხეული ღვთისმშობლისა.  მადლობა რომ გამომიჩინე სარჩო საბადებელი. მადლობა, რომ მიდგახარ გვერდში და  მაძლევ ძალას,  ადამიანთა მიერ მოყინულ  მიწაზე რომ არ დავეცე, მადლობა რომ მინათებ გზას უკუნში,მადლობა შენ, რომ ჩემს ცოდვებსაც კი დაბუდებულ ჩემში შენ ებრძვი დაუღალავად, მე კი უსუსური ვერაფრერს ვხდები , რომ ჩემსავე თავს ვუშველო, მადლობა ,რომ მე ცოდვილი, უღირსი შენი ხსენების არ მიმატოვე......
                  ნეტა რას უმზადებს ახალი 2013 წელი ქართლოსს.