воскресенье, 20 октября 2013 г.

აკრო(ბატები)

დაბადებიდან სიკვდილამდე
ცხოვრების გზაზე
თოკი გაუბამთ ვიწრო სუსტი
 უფსკრულის თავზე,
აკრობატები ვითომ ვცდილობთ
ბოლოში გასვლას
მაგრამ მცირედი თუ გადურჩება
უფსკრულის ხახას

წონასწორობა.
ზომიერი - არც მეტ ნაკლები.
არც მარჯვნივ მისცე
და ნურც მარცხნივ მიეტანები.
მაღლა ნუ ახვალ იქ მზე დაგწვავს
ვერ დაბრუნდები.
არ ჩაიხედო ქვევით ხევში
გადავარდები.

არ გაგეხარდეს ზედმეტად და
ნურც დაღონდები,
არც წინ იჩქარო და ადგილზეც
ნუ გაჩერდები
არ დაიძაბო და ასევე
ნუ მოდუნდები
არც სხვას ემონო,
არც ხელზე სხვისა დადო
ხუნდები.

წონა სწორობა, საშუალო, ზომიერება
რწმენა, იმედი, ღირსება და გონიერება,
უფალში არის სათნოების ოქროს ერთება
ბაწარზე გავლის ჭეშმარიტი ბედნიერება.