четверг, 27 декабря 2012 г.

მინიატურები!

******
მოძღვარო! იქნებ შენ მაინც მიხვდე,
შენ მაინც ჩასწვდე ამ სულის კივილს,
შენ მაინც გახსნა ეს დარაბები
და ჩაიხედო ვინ არის შიგნით,
ანგელოზია  ის თუ  დემონი?
შენი ნათქვამი დაფარავს ტკივილს.
მითხარი, რატომ არ არის ქვეყნად
მშვიდობა, ძმობა, სიკეთე, მისით!
               

*****
რთულია ღირსეულად ზიდო ჯვარი!
ძნელია მოუარო ბეღელს!
სადაც სარჩოა იქ არის მღრნელიც,
სადაც მღრნელია იქ არის გველიც.
ვიცი ძნელია გაიგო აზრი,
ვიცი ვერ ხედავ ნიშანს, ქარაგმას,
ნუთუ ბნელია გონება შენი?
ნუთუ ვერ ხვდები სიტყვის ამ თამაშს?


          ***** თავში ავი -ნიავია!

ნუ გაიმეტებ ჩემთვის სიტყვას ავს,
ჩემს გულს ტკივილი არა აკლია,
ქარი წახვეტავს სიტყვებს უაზროს,
ჭეშმარიტება უფლის მადლია.
სიო გარს უვლის ყვავილთა თავებს,
ჩაკოცნა ყველას ირგვლივ წადია,
და თუ მხოლოდ შენ ერთს გინიავებს,
არა სიოსი ნიავთ ბრალია.

*******
ლექსის წერა ადვილია, სიბრძნით არის უფრო ძნელი,
აზრი სიტყვას ჩააქსოვო  და დაიცვა ყველა წესი,
ურთულესი ამოცანის,  კითხვა დასვა, მოკლედ მთელი,
პასუხიც კი ჩააქსოვო, მკითხველს მისცე თავსატეხი.


********
რადგანაც  ღმერთმა- შექმნა კაცი,  სახედ თავისად,
და საქმე მისი პირმეტყველებს, მისსა მაგივრად,
ამიტომ კაცსაც საუბარი შვენის ნაკლებად,
მისამებრ საქმემ ისაუბროს ღირსთა მაგისად.

********



воскресенье, 23 декабря 2012 г.

გაუმარჯოს ღირსებას!

ფიფქი ბრწყინავს ვერცხლისფრად
ამ უკუნეთ ღამეში,
აგერ  მგზავრი მიდის და
 ისიც კოცნის სახეში.
თოვლს უხდება ბუხარი
როცა ცეცხლი  გიზგიზებს,
გვერდით უდგას ქოთანი
და ლობიოც თუხთუხებს.
სუფრაზეა წითელი,
ლალისფერად ნაჟური,
დოქით ღვინო ქართული
 ფიალებში ჩასხმული.
ელოდება მოთმენით
სადღეგრძელოს, დალოცვას,
უფლის სადიდებელს და
საშობაო გალობას.
გაუმარჯოს მშობლებს და
გაუმარჯოს ქვეყანას,
გაუმარჯოს ამ ენას,
გაუმარჯოს მარჯვენას.
გაუმარჯოს სიყვარულს,
რომ ჩაგითრევს მორევში,
მეგობრებთან სიხარულს
დავიკვეხნით ტოლებში.
გავიხსენებთ წასულებს,
ვიტყვით მათზე კაცობას,
შევავედრებთ მათ სულებს,
და   ვთხოვთ უფალს შენდობას.
მერე ერთურთს დავლოცავთ,
მერე ვიტყვით საქებარს,
გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელს
გაუმარჯოს ღირსებას!








суббота, 22 декабря 2012 г.

ეს ვინ გვყოლია! ( მამა გაბრიელი 20/12/2012წ)

ვერხვები რიგში დგანან მდუმარედ ,
 აუწევიათ ზევით ტოტები,
მხატვარი ერთი ცრემლმორეული
მიჰყვება აღმართს ჩუმი გოდებით. 
ირგვლივ არავინ, არ არის შემწე,
არც დარდი მისი ვინმეს ჰქონია,
გარგასახულზე
იტყვიან მხოლოდ:
"ეს რა გვყოლია - ეს ვინ გვყოლია!"

ერთი პოეტიც და ანგელოზიც,
თურმე ისიც აქ, აქვე გვყოლია,
მუხთალი ტყვია, მისთვის ნასროლი,
შემართებული
ჩვენ ხელთ გვქონია.
მერე მივალთ და დავუნთებთ სანთელს... 
ნამუსი,
თავი ქუდში გვგონია,
მერე კი ვიტყვით: ჰა, ქართველებო!
"ეს რა გვყოლია, ეს ვინ გვყოლია!"

მიტომ გაფრთხილდით, ეძიეთ კარგად,
ის თქვენთან არის! და იარება,
გამოარჩიეთ ალმასი ქვებში
რომ არ  გამოგრჩეთ ეს ზიარება.
უბრალო, ჩუმი, - გახდება გმირი,
კაცი დარდი კი ალმას ბროლია,
ღმერთო აცხონე, ყოფილა ღირსი!
"ეს რა გვყოლია, ეს ვინ გვყოლია!"

ექვთიმე არის ის, თუ ილია?!
ნიკალაა თუ, ის სათნო ბერი?!
აქვე დგანან და აქვე არიან,
არ უნდა ძებნა წვალება ბევრი.

სწორი ბილიკით, ჭეშმარიტებით
მიუყვებიან ასე ცხოვრებას,
შენც დაინახე და შეუერთდი,
შენც შეუდექი სულის ცხონებას

ასე ხელიხელ, ასე გულიგულ,
ასე ლოცვით და ასე მარჯვენით,
ვერ დაგვამარცხებს ვერცერთი ურდო
და სულ ვიქნებით მუდამ ქართველნი.



среда, 5 декабря 2012 г.

ჭიანჭველა მოძღვარს.

სხვის ცოდვებით
ისეც დამძიმებულს,
მე არ მინდა ჩემი ცოდვაც აგკიდო.
ჭინჭველა ვარ!
 ალვის ხესთან ბრძოლით,
ჩემი ტვირთი მევე უნდა ვეზიდო.

ვხედავ!
ბევრი მოსულია ცოდვებით.
დგანან ჩუმად,
მორიდებით აქ კიდო.

შეეშველე!
 შენი მძავრი მხრებით,
რომ მთის წვერზე
 უვნებელად აზიდონ.

მე თითების კვნეტით,
მაჯებს ვიკვნეტ,
ჯიუტი ვარ!
ჯიშიც მომდგამს ამიტომ,
მე ჩემს ძმამდე მიმავალი გზები,
მარტოობით,
ლოცვით  უნდა გავლიო.
რომც ვერ ნახოს ჩემმა სულმა
 სიმშვიდე,
რომც არ ვიყო მიტევების
 ღირსი,
შენ ისეთი მადლი გამოასხივე,
მოვერევი ალვის ხესაც
 ვიცი.

понедельник, 3 декабря 2012 г.

ადამიანის ხასიათის ტიპები. (აღებ მიცემობის მსგავსებით)


ჩემი დაკვირვებით გამოვყავი ადამიანის ხასიათის ოთხი ტიპი:

1.ვაჭარი.
2.ბიზნესმენი.
3. მეცენატი.
4.შემოქმედი.

ყოველივე მათგანს აქვ რაღაც საერთო და ამავდროულად  სრულიად განსხვავებულები არიან.
ვაჭარი:
ეს ისეთი ხასიათის ტიპია, რომელის ყიდის და ყიდულობს ყველაფერს რაშიც შეიძლება სარგებლის ნახვა, არ უყვარს სავაჭრო ფართის კეთილ მოწყობა, არ ყუვარს გაფართოება, არ სურს არავითარი სიახლის დანერგვა,  მისთვის უცხოა მყიდველის ინტერესი, პროდუქციის ხარისხი, თვით მორალიც კი, რადგანაც ასეთი ტიპებს განეკუთნება ნარკო მოვეჭრეებიც და იარაღით მოვაჭრენიც.
ცხოვრების წესი:
უმეტესობა ასეთი ტიპისა მომხვეჭელობის მანიითაა შეპყრობილნი, შესაძლებლობისდა მიუხედავად, რაღაც ეტაპამდე მომჭირნედ ცხოვრობენ, ხოლო შემდეგ ერთიანად იცვლებიან. იცვლიან საცხოვრებელს , მეგობრების წრეს და ყველაფერს რაც ძველ ცხოვრებას ახსენებთ.
თუმცა უმეტესი მათგანი ვერ ახერხებს მსგავს ცვლილებას და მთელ სიცოცხლეს ხელმოკლედ ასრულებს, ხოლო მათი ქონება ან მიწაში რჩება, ან სხვენში, ან კიდევ სხვა სამალავში.

ბიზნესმენი:
ეს ისთი ტიპია რომელიც ირჩევს მომსახურების გარკვეულ სეგმენტს. ვაჭრობს იმით რაც მოწონს, სისტემატიურად ცდილობს გაზარდოს პროდუქციის რაოდებობაც და ხარისხიც, ეტაპობრივად ზრუნავს ობიექტის კეთილ მოწყობაზე, რეკლამირებაზე,იზიარებს კლიენტის აზრს.საქველმოქმედო ფონდებისთვისაც  გასცემს მოწყალებას ოღონდ თავისი ფირმის სახელის წარმოსაჩენად.

ცხოვრების წესი:
შესაძლებლობის მიხედვით ეტაპობრივად იუმჯობესებს საცხოვრებელ გარემოს, თუმცა ხადახან უჩნდება სურვილი შეიძინოს თავისი შესაძლებლობაზე მეტი ღირებულების რაიმე ნივთი, თუცა უმეტესად ოქროს შუალედს იცავს.

მეცენატი:
აინტერესებს ფინანსების ყველა სფერო,ორონდ ყოველიველივე ეს მაღალ ხარისხ უნდა აკმაყოფილებდეს: ქათმის ფერმა იქნება თუ მოწინავე ტექნოლოგიების ქარხანა, თუ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს შეუძლია გული აიცრუოს და ნახევარ ფასად გაყიდოს. ფართოდ გაცემს დახმერებებს, უმეტესად მსხველ პროექტებს აფინანსებს.
ცხოვრების წესი:
ყველაფერი საუკეთესო!  ყველაფერი სასარგებლო! უყვარს იშვიათი ნივთები, შეუძლია იყიდოს ყოვლად გამოუსადეგარი ნივთი,(რომელიც არც ხელოვნების ნიმუშია), მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ერთადერთია მსოფლიოში. ზრუნავს საზოგადოებაში თავისი კეთილი სახელის დამკვიდრებას და მათგან პატივისცემის მოპოვებას.

შემოქმედი:
შემოქმედებითად უდგება თავის საქმიანობას, აკეთებს რაც მოწონს და როგორც მოწონს, შემოსავალზე მეტად თავისი  შექმნილი აინტერესებს,თუმცა ესმის რომ შემოსავალიც საჭიროა ახალი იდეების გასახორციელებლად. ნათლავს სახელებით თავის პროდუქციას, სურს საუკეთესო ხარისხი მიაწოდოს მომხმარებელს,  ხშირად საბაზრო წესი არ აძლევს  საშუალებას უფრო თამამად, შემოქმედებითად  მიუდგეს თავის საქმეს, ასეთი ტიპები იყვნენ მსხვილი კომპანიების დამაარსებლებიც: სამსუნგის, ეპპლის, ფორდის....
ცხოვრების წესი:
პირველ რიგში უნდა ითქვას ასეთი ტიპის ადამიანები თავიდანვე იბადებიან  ასეთებად.  ისინი ნულიდან იწყებენ და მწვერვალებსაც აღწევენ - გააჩნია მოქმედების არეალს. საბოლოოდ დიდი ქარხნის დამაარსებელად იქცევიან  თუ პატარა სახელოსნოსი ერთნაირი მიდგომა აქვთ საქმისადმი. სახლში შეიძლება უძვირესი მანქანა ყავდეს მაგრამ სამუშაო ადგილამდე ველოსიპედით ან საზოგადო ტრანსპორტით მივიდეს, უბრალო კაფეში ყავა მიირთვას და  არაფრით გამორჩეული იყოს.

/კ.ჭიჭინაძე/