пятница, 22 февраля 2013 г.

მამის დარიგება.




                          I
იყავი შვილო: ალალი, გამრჯე,
ყოველთვის შენთან ვიქნები მანდვე.
არ შემირცხვინო, მამული , ენა,
ღირსებას კარგო არ უნდა ძებნა.
მეგობრობაში იყავი მტკიცე,
ფიცი ტყუილად არავის მისცე.
მოვალეობის ზე მძიმე ჯვარი,
ჩუმადვე ზიდე, არა თქვა ავი.
მხოლოდ სიტყვაში იყავი ძუნწი,
ყველგან სიკეთე გაეცი უწინ.
წესიერების იყავი რიდე,
ირგვლივ უწესოს შენ განერიდე.
შენთან იქნება უფალი ღმერთი,
და დაიხსომე გახსოვდეს ერთი:
რომ მართალ კაცთან - არის უფალი,
მისით იქნები თავისუფალი.

                                   II
მერე შეხვდები შენს ლამაზ სატრფოს,
ლამაზ სიყვარულს რომელიც ნატრობს.
გაგიჩენს: ლუკას, ლაზარეს, მარის,
ქეთევანს, ცოტნეს - კურთხევაც არის,
მათ შენ ასწავლი მერე კაცობას,
ძმა-ძმის გატანას და მამაცობას.
წინაპრის საფლავს წაუქცევთ ღვინოს,
უფალს ავედრეთ, მათ სულს - შეუნდოს.
რომ არ ჩაინგრეს ჩვენს შორის ხიდი,
წარსულს და მოსულს არ ქონდეს  ხინჯი.
ქართველობაა ძალიან რთული,
მიდგომა უნდა გაფრთხილებული.


                                       III
მერე მეც წავალ უსასრულობის,
მეც დავადგები, გამოცდის ბილიკს,
თქვენი კარგობით გახარებული,
ხარი ხარობდეს ჯვარ დადებული,
უღელსა წევდეს დატვირთულს ლაღად
სადაც ღმერთია - არ არის დაღლა.


გაზაფხული მომენატრა!

                    


გაზაფხული მომენატრა,
სილამაზე უხვი ფერის.
ტყემლის კვირტის აფეთქებას,
ისევ ველი გულის ძგერით.

შენს ბაგისკენ მოქრის სიო,
კოცნას ბედავს ნაზი ფრენით,
აბა როგორ არ ვიეჭვო,
როცა უარს ვერც კი ეტყვი.

მე რომ სიოდ გადავიქცე?!
არ ვიქროდი ასე ველად.
მხოლოდ შენ!  შემოგევლები,
შენი სუნთქვის,ბაგის მცველად.

სუნთქვის სითბო.....
ბაგის თრთოლვა.......
გამოხედვა ირმისფერი!
მსურს რომ, გემო გავუსინჯო.
-მარწყვს ადრიან პოეტები.

გემო ალბათ მარწყვსაა,
რაც არ ვიცი...ვფიქრობ გულში.
ალბათ ყინვამ, შეგიცვალა,
კენკროვანი, ტროპიკულში.

მე შევადრი, გრეიფუტსა,
ბიბილო აქვს ტუჩის ფერი,
როგორც გუშინ დავეწაფე - 
როგორც გუშინ დავეძგერი
მის ნაირად დაღარულსა,
სულ ვადინე სიტკბო მისი
ბაგე ბაგით  ნაფერი და
ბაგით ბაგე დანაფერი.


пятница, 15 февраля 2013 г.



 ნული, უსასრულობა, ერთი!


ნული, უსასრულობა, ერთი,
აი სად არის ღმერთი.
ბანალურია ვითომ
ნული და ერთი თვითონ.
...თუმცა მატრიცა ჩვენი,
არის ნული და ერთი.
საუკუნეა ციფრის:
ვუსმენთ, ვუყურებთ,
მიქრის:
წამი, წუთები, წლები,
იცლება  დღითი-დღენი
წინ   კლაკნილია გველის
უსასრულობა გველის.

....შენ, ვერ გახდები ღმერთი
გაკლია მხოლოდ ერთი,
უსასრულობა სოფლის
და გააზრება ნოლის.

თუ დაიჭირე წამი
გაკლია თურმე სამი:
ნული, უსასრულობა, ერთი!
აი რა არის ღმერთი!

მარტივი ძალზე, რთული,
არსში გონით, გართული
ნული, უსასრულობა, ერთი!
ერთი, უსასრულობა, ნული.

ნუ შეედრები ერთი...
ყველას აქვს თავის წესი
ბანალურია ლექსი?
უაზრო, ჩემი ტექსტი.

მარტივი, ძალზე რთული,
არსში, გონით, გართული.