понедельник, 23 июля 2012 г.

"გაუგებ არი"


 "გაუგებ არი"

ისე ვიყავი გუშინ მგოსანი,
როგორც ამება ჩიტი ფრთოსანი,
ვინ რას გაუგებს ბუნებას კარგო,
ვის აძლევს ნიჭს და ვის ართმევს სარჩოს.
მხოლოდ ერთის უდრის პასუხი სწორი,
ყველა ტოლობის ზე განტოლების.
შეუცნობია გზები გონების,
მცირედის ცოდნით დიდის შეცნობის.
მარტივი - არის პასუხი რთულის,
ხოლო, მარტივის პასუხი - რთული.
დაწუნებული ენა ქართული
გასაღებია ყველა ხლართულის.
სიტყვამ ამრავლა რწმენა რჩეული,
და არა ფულმა გამორჩეული,
რწმენამ დაბადა თავშეწირული,
ფული ვერ შეკრავს თავთსა წრიულით

                ********
სულს თუ გაყიდი ხმასაც იყიდის
ხმას თუ გაყიდი სულსაც იყიდის
ვაი იმას ვინც ამათ გაჰყიდის
ვუი ამათ ვინც იმათს იყიდის!
                *********
რამდენიც მოგეც არა ინებე,
ისიც უარყავ თავიც მანებე,
ეხლა მოგინდა ვეღარ მიიღებ,
აღარა მოგცემ ვერას წაიღებ
მაშინ მე მოგცემ თქვა ასატანმა,
ჩემი აიღე ჩემი გაზარდე,
აკეთე ის   რაც ისურვოს ტანმა,
რქებით აწექი თქვა გასატანმა.

           *********

დიდ ტბაში არის თევზი მრავალი
პატარა ტბაში მცირედ სავალი
თუკი არ გინდა თევზი მრავალი,
და გინდა გემო გარდამავალი,
მაშინ ნუ სდარდობ თუ არ მრავლდება,
ბოლოს ერთამდე თუ დამგვალდება.

 /კახაბერ ჭიჭინაძე/

четверг, 12 июля 2012 г.

პრეზიდენტს!


ბურჯი ქვეყნის სიძლიერის
არის საქმე მართალი,
არც ხუჭუჭა შადრევნები,
არც კედლები ფასადის,
თუმცა ვხედავ გაწეული
შრომა არის მრავალგზის
ისიც ვიცი სიარულსა
ჩვილი სწავლობს დავარდნით.
მერე რა რომ შეცდომებიც
იყო თუნდაც მრავალი,
ვაჟკაცს შვენის აღიაროს
თავმდაბლობით მართალი.
მინდა მოგცე რჩევა ძმური
არ ვარ მტერი მტარვალი,
ტაქტი ბრძოლას არას ავნებს
 უკან გონით მავალი
არ მოყვება დასასრული ამა ქვეყნიერების,
მაგალითიც მრავალია, ღირსეული ქმედების,
ისტორიამ დაგვანახა გამარჯვება გონების
საფრანგეთის სიამაყის, ღირსეული დე გოლის.
ნუ გადაყრი შენს მიღწევებს, მტკვარსა ავსა მორევში,
გახსოვს? როგორ დავამარცხეთ მოქ კავშირის მონები
პოლიტიკურ ნაგვ-საყრელზე გდიან დღემდე გოდებით
სიცრუის და გაყალბების უღირსობის წოდებით.

ჯერ არ არის მთლად გვიანი ტაქტი უნდა შევცვალოთ,
მთელს მსოფლიოს დავანახოთ, ჩვენზე ვალაპარაკოთ,
ღირსეული არჩევნების იცის ერმა აწ ფასი,
რომც წავაგოთ ეგ იქნება გამარჯვების ტოლფასი.

არავის არ დაუჯერო მიჰყევ შენსა გულისთქმას
თორემ ისევ მებრძოლები გაგწირავენ ბოლო ჟამს
დასვრილ ხელებს შეგაწმენდენ პატარა კაცუნები,
ვერც ობამა დაგვიცავს და ვერც მერკელის ხელები.



/კახაბერ ჭიჭინაძე/

понедельник, 9 июля 2012 г.

კაცები!


კაცები არა კვდებიან
კაცებად იბადებიან,
არ ვიგულისხმე მამრი მე,
ქალიც ხომ დედა-კაცია,
ზოგი მდედრი კი მამრიზე
უფრო მეტადაც კაცია,
დროისგან გაუტეხელნი
მოუდრეკელნი ჟამისგან
სიტყვისა კბილით დამჭერნი,
ერთგულნი თავის წრმენისა.

თუ კაცი გვყავდა მეფედა
ქვეყნისთვის თავდადებული,
დემეტრე ერქვა სახელად
ნა საქმე კაცგან ქებული
არც დედოფალმა დაუთმო
იქმნა  წმინდანად ცხებული
აზრი ვერ შეაცვლევინეს,
შანთითა გაცხელებულით
ხორცი აგლიჯეს, ცოცხალსა
სულსა ვერ ავნეს შუბ ძგერით
ქეთევან სულით მამაცო,
მამრნი რას მოვლენ შენს გვერდით.

კაცები არა კვდებიან
კაცები მიიცვლებიან,
ვისაც ღმერთის გწამთ ნუ სტირით,
მხოლოდღა გარდიცვლებიან
მონატრებისა ცრემლები,
მარტო ამისთვის ცვივიან.

ხორციელ გინდათ იხილოთ?
არც ეგ არარის ძნელიო,
იმ დროში ისევ ცოცხლობენ,
ისევ ეცვლებათ წლებიო
თუ გყავს მანქანა გადადი
მოინახულე სხვებიცო
თუ არა ფიქრით გაფრინდი,
დროს ადვილად კვეთს აზრი,
თუ ჩემი ნახვაც მოგინდეთ,
მეც ჩემს წლებში ვარ მოდითო.
კაცები არა კვდებიან
კაცები გარდიცვლებიან!
უბრუნდებიან იმ ალაგს
საიდანც  გვევლინებიან!

/ კახაბერ ჭიჭნაძე /

пятница, 6 июля 2012 г.

ჩემი ნატვრა!


სულ რომ სხვაზე ლოცულობ,
სულ რომ ითხოვ საერთოს,
სულ ქვეყანას მავედრი,
სულ მავედრი საეროს

იქნებ შენთვის გენატრა
არ გაქვს გულში ოცნება?
გამიმხილე იდუმალ
რა გწადია კელაპტრად.




სანატრელი მართლაც მაქვს,
მაქვს ოცნება რჩეული,
მინდა ფარნავაზ მეფის
ფეხთან ვიყო წვეული,
რომ მეც გავხდე ანბანის
დაბადების ზიარი
სიხარული შევიცნო
დარდსა მუდამ ჩვეული,

ანდა ხოხობი ვიყო,
გულში ისრით დაჭრილი,
ვახტანგ მეფის ხელიდან
ლარ მოჭიმვით ნასროლი
თბილისისთვის პირველი
სიყვარულით დამწვარი
მისი დაარსებისთვის
გულის სრულად დამთმობი.

ანდა ვიყო დოდგორზე,
ბრძოლის ჩავწვდე ყიჟინას,
გამარჯვების სიხარულს
ვეზიარო მე დიდ ხანს,
ერთობით და ლაზათით,
დავამღეროთ ოროლო
მერე ვაზი ჩავყაროთ
და დავლოცოთ ცის ბოლო.


მინდა ვიყო ოცდაერთს
იუნკერთა ბანაკში,
თბილისის დასაცავად
კოჯორ-ტაბახმელაში
მათვის წითელი ტყვიის
ჩემი მკერდით დამჭერი
პირტიტველა ბიჭების
სახლში მშვიდად გამშვები.


სათხოვარი მართლაც მაქვს
მართლაც ბევრი მდომია,
გალაქტიონს სასთუმალს,
მეც რომ ვეჯდე ბოლო ჟამს

მის ფანჯარას დავადო
დიდი ოქროს კლიტენი,
ვარდისფერ გზას ვაშორო
ვუთხრა გენიოსების

დავუყვავო, ვეფერო,
ვათქმევინო ლექსები,
მერე შევსვათ ჩვენ ღვინო
საქართველოს დიდების,

მერე გული მოვულბო
ვიცი მისი ტკივილის
კვლავ დაწეროს ლექსები
სულის, დარდის კივილის.


ეჰ, ხომ ხედავ რამდენი
სათხოვარი მქონია
ისევ ერთს შეგავედრებ,
ერთზე ლოცვა მდომია.

/კახაბერ ჭიჭინაძე/

среда, 4 июля 2012 г.

წერილი, ფიზიკა,თუ არა მეტი (18)


რუსთველმან წერილ მამწერა
ვაზი ჩავყარე ურჩიო*,
ვერა დააკლო დუშმანმა,
თუმც ხმლით უკაფა წელიო,
მისი ქარვისა მტევანი**,
გადასწვდა შვილის შვილსაო,
დაწურვით საწნახელიდან
ჩაედინება ჭურსაო***,
მისი დალევით ყოველი
ეზიარება ბრძენსაო****,
თან დაგიტოვეთ წერილი
თუ ჩაწვდა თქვენსა ყურსაო,
ამოჰყავს გველი ხვრელიდან
სიტყვას მოუბარს ტკბილსაო,


იქნება რამე გამამრჩა,
არც ეგ მეწერა წიგნსაო,
ძუ რომ ხვადისა სწორია,
უნდა სწავლება ლომსაო?!
თუმცა მოსულან, ამასაც,
უცხონი გასწავლიანო!
როდისა იყო ბაბუას
შვილიშვილ უწერს წესსაო!

ამბავ მოვიდა ჩემამდი,
ეძებენ ნაწილს ღვთისასა
უნდათ ამითი ამოხსნან
შობა ყოვლისა ცისასა
თუმცა გარკვევით წერია,
წაკითხვა უნდა სწორადა
სიტყვიდან იშვა ყოველი
შემდგომ შეიკრა ფერადა,

წინასწარ გეტყვით პასუხსა
აღარ გაწვალებთ ბევრსაო
დაგასწრებთ ყველას შედეგში
აიდოსტ- გეტყვით ყველასო,
დღეს კარგად იცით სწავლულმან
სიტყუა იქცევა ბგერადო,
თქვენ მეცნიერთა ენაზე
ტალღად  იწოდის ესაო,

ბოლოს მცირედის გაყოფით
მიიღებთ ტალღას ღვთისასო
ურწმუნო მხრებსაც აიჩეჩს,
ვერას გაიგებს მისასო.

კახაბერ ჭიჭინაძე.

ვაზი ჩავყარე ურჩიო*- ვიგულისხმე ვეფხისტყაოსნის დაწერა.
ქარვისა მტევანი** - წიგნის მოყვითალო ფურცლები.

დაწურვით საწნახელიდან ჩაედინება ჭურსაო***- წაკითხვით ჩაედინება ყურში.

მისი დალევით ყოველი ეზიარება ბრძენსაო****- უნდა შეისმინო რომ ეზიარო სიბრძნეს(მარტო მოსმენა არ ყოფნის)