среда, 19 сентября 2012 г.

ფასადები


       
შესავალი:

სახლს ამშვენებს ფასადები,
გოგოს ნაზი დალალები
ყელს კრიალა ალმასები
შესახედად ლამაზები.

ხალხი- მთავრობას:

დღეს რომ წესი არ გჭირდება
მიტომ ჰქენით საკვირველი
სიმაგრისთვის სახლს ჭირდება,
უფრო მეტად სარძიკველი.

ფასადები ვერ დამალავს
ამ ცხოვრების დუხჭირ ყოფას,
წვიმა ქარი ისევ მოვა,
და გვიტირებს ისევ ყოფას.


მთავრობა -ხალხს:
თქვენ რა გესმით ბრბო ხართ მარტო,ხალხს გეძახით არჩევნებში,
მართლა ხომ არ დაიჯერეთ, რომ მოგეცით მართვა ხელში
თავი ჩარგეთ, ხმა გაკმინდეთ არ გაივლოთ ავი გულში,
არჩევნებზე მოგაკითხავთ ვაუჩერსაც მოგცემთ ხელში


პრეზიდენტის დავალება:

სწრაფად უნდა ავაგოთ ქალაქი და ბარები
ქალაქს უდა ვუწოდოთ ლაზიკური კარები,
სწრაფად გამოიძახეთ ჰოლივუდის მხატვრები,
ემდეეფი წაართვით სადმე თუა ბაზრები,

ერთ წელიწადს დაგაცლით რომ ააგოთ ბაზები,
ზღვაზე ხიდი ააგეთ, ნავს აუშვით აფრები,
უნდა იყოს გუმბათიც, უნდა იყოს ანძები
აქეთ ხატეთ ედემი,იქით იყვნენ ბანძები.


კაცი - მთავრობას

მიხარია შენება,ტემპი არის მაგარი,
მომიტევეთ უმადურს რადგან ვერ ვარ გამგები
უნდა ქალაქს ვაცხოვროთ ჩინელი და ზანგები?
ჩვენ რუსისგან დაგვიცავს MDF-ის კარები?
MDF სახლი და   MDF-ის ტანკები?
ალბათ ბრძოლის ტაქტია, ჩვენ ვერ ჩავწვდით იდეას
რუსი უნდა ჩავხოცოთ სიცილისგან ამ დილას.

вторник, 18 сентября 2012 г.

ქართული ცეკვა.


               
ქართული ცეკვა ისე აღმაფრენს,
ვით უდაბნოში  წყალი ცის ნამზე.
როგორი მიხვრა, როგორი მოხვრა,
როგორ გადმოსცემს ქალის სინაზეს.
როგორ ასახავს მშვენიერებას,
იდუმალ ყვავილს ნიავი აშლის.
როგორ ხაზს უსვამს ღმერთის ქმნილებას:
მაცდურს ,ცეცხლოვანს, მხარ ხელს რომ გაშლის.
გადაგავიწყებს ცოდვის შვილობას,
 ეს მოძრაობა ცოდვებსაც წაშლის,
მოსხლეტილს ტანით, კეკლუცს და ნატიფს,
შვლის ნუკრის ნახტომს ჭალაზე გაშლილს.

აბა შეხედე ეხლა მამაკაცს:
ვაჟკაცს,ღირსეულს, ანგელოზთ ბადალთ,
ხელების გაშლით  ამ ქართა ველზე,
 ბერმუხასა ჰგავს  ცამდე ამავალს,
მერე დაუვლის თავის ჩიტუნას
 არც ეკარება არც უშვებს არსად,
ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას
 გადაიქცევა ორნი ერთ არსად.

სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი?
ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს!
ესეც შენ გერგო ქართველო ერო
,
 გადააქციე მსოფლიოს ხატად.
მე მუხას! ფოთოლს ამიშლის სიო,
ამ ცეკვის რიტმებს სიხარულს ვატან,
ჟრუანტელს მივლის, ზეცით მადლს ვიღებ
 და ამ ფესვებთ ისევ შენ გატან. 

пятница, 7 сентября 2012 г.

"დემო" ვერსია


"დემო" ალბათ გაგიგიათ საცდელია ვერსია.
გუშინ ბებო წავიდა და რომ აიღო პენსია
მოუტანა მიშას სახლში "play"- დემოვერსია.
მანაც აღარ დააყოვნა თამაშს მიცა სტარტია
ხასიათი მალე წახდა რომ გაიგო არსია
თურმე სრული არ ყოფილა მოუციათ ფარსია
ამ პროგრამის მომგონებლის......,ბებო ახლა შარშია.

თუმცა თამაშს ვინ დაეძებს, მგონი ჩვენც გვჭირს იგივე
არასრული შემოგვტენეს დემოს წესიც ვიცი მე
თანასწორი უნდა იყოს ვაშლი ცა და ლობიოც,
ზომა წონაც ერთი ჰქონდეს თარაზოც და გონიოც.


ქალიც კაცის თანასწორი უნდა იყოს ყოველთვის,
მას ავკიდოთ ტვირთიც მძიმე, საქმეც მივცეთ შარაგზის.
სახლის საქმე გააკეთოს დიაცისა  მამრმა და...
კაცი მასაც მოუნდების სვლა მამათა მავალთა.

აი ეს არს წესის მოშლა, აი ეს არს არევა,
მალე ისე შეიცვლებით არ აგცდებათ დარევა,
კაც ქალისა მორჩილებით არ გამოვა გარეთ "ვა",
მერე ნახეთ ოჯახების არევა და დანგრევა.

ზოგჯერ ბრძენიც ჩავარდნილა კრეტინობის მახეში,
თუ არ იცის ზომა წონა, მოხვედრია სახეში,
მატრაბაზად დემოკრატის დოზა არის საშიში,
სხვებისავით ჩვენც მოვხვდებით დემო კრეტინ მახეში.

ასო ცის!(3X40=120)


ანბანის ახლად აღმდგენელოჰპოვე ორმოცი.
კარებს გაააღებს დახურულსა ასო ორმო ცის,
რა სამჯერ ჯამში აღმატებით არის ასოცი,
და სიტყვა ცისაც იწერება ისიც ასო  ცით.
სამებაშია ენა ერთი აბა თუ  იცით,
თნო ველად არსში მამა ზეცის სრულად თავის ძით.

დაე აღსრულდეს! ამ ენით ამბობს უცხო ტომელი,
ამ ენით იყოს ჭეშმარიტება განსჯაც ყოველი
არც კი არ იცის ქართული ენით აღავლენს ლოცვას,
ბოლოს იძახის "ამენით"- ამინ ასრულებს ლოცვას.

ქართულს ავედრებს ზეცას ისევ გარინდებული
უცხო ტომელი "ამ ენის" აზრში ჩაუწვდომელი.

გიორგი,იური სალუქვაძეს !


გიორგი,იური სალუქვაძეს !

შენ ხარ თერგი, წყალ მდინარე
ღვარ ცოფივით მოვარდნილი,
უდაბნოსაც რომ მიგიშვან
სულ წალეკავ  ვარდნადქმნილი,
ფესვსა უნდა ზომით მორწყვა
რომ მოისხას ნაყოფ ქმნილი
ზოგსა არგებს ხშირი წვიმა
 სხვასა ოდნავ დანამილი

მე ვარ კაცი მშენებელი,
ზოდიაქოც ამის ქმნელი,
მის წყალ()ობას ისევ ველი
უნდა მოვრწყათ მისი ველი
და უფლისწულს დავახვედროთ,
ღირსეულად ქართა ველი.

21.08.2012

მზე ანათებს თაკარა!


მზე ანათებს თაკარა,
ვის აცხუნებს ვის არა,
წყაროს წყალი ანკარა
ვის  აგრილებს ვის არა,
ამ ცხოვრების კამარა,
ვის უხურებს ვის არა,
ამათ ბოთლი და ტარა.
იმათ სავსე ტომარა.
ზოგი ცისკენ ატარა,
ზოგსა მისცა პატარა.
შენი სიტყვის მათარა
ვის ამშვიდებს ვის არა,
მე კი ისევ მარტო ვარ,
ისევ წრმენის ამარა.
ერთი გოგო თამარა,
ვის უღიმის ვის არა
მერე მოვა იკა რა,
ცამაც გადაიკარა.


12.აგვისტო.2012 სოფელი თლუღი.