суббота, 11 октября 2014 г.

კაპადოკია

კაპადოკია, კაბადოკია.
განა ზღვაა ან განა "დოკია"
ქვის საოცარი აბადოკია.
ციური ჰანგის განანდობია.

არც მთა არის და არცა სწორია
შესადარებლად არატოლია
ნინოს ტერფების ანაწონია,
სივრცე დროისგან განაშორია

მომნუსხველი და საოცარია
იდუმალებით სალოცავია
განა უცხოა, განა შორია
კაბადოკია... კაპადოკია.