ეს არი ჩვენი ცხოვრება ნათელს თანასდევს ბნელია,
მზე ჩადის მთვარე ამოდის, დღე შეიცვლება ბნელითა,
სიხარულს დარდი მოჰყვება, შექებას შეცვლის წნელითა,
ასე ტრიალებს ყოველი,მონაცვლეობის წესითა.
მხოლოდ ერთია სინათლე რასაც არ ახლავს ბნელია,
შელეწავს თავის ნათელით, კარსა ჯოჯოხეთ ბნელისა,
ვერ ეკარების სიბნელე, ვერცა რამეთუ ბნელია
შენა ხარ იგი სინათლე რასაც არ ახლავს ბნელია.
შენით სულდგმულობს ყოველი, ქვაც უსულოთა შენია,
შენს ნებას ჰყვება ციურიც, მცირედის ნებაც შენია,
თავსა იმტვრევენ სწავლულნი, ჰგონიათ თავი ბრძენია,
უნდათ უშენოდ გაიგონ თავი გამოჰყავთ შტერია.
Комментариев нет:
Отправить комментарий