понедельник, 18 июня 2012 г.

ტიტანებმა უკვდავება გვაჩუქეს.


რატომ ტირის გული ასე ყოველ დღე,
ალბათ მიტომ! ვერ გიჩვენეთ მადლი,

გამოფინეთ დროშა დავითიანის,
იქნებ სისხლი აგიდუღდეთ ძარღვში

იქნებ გულმა ბაგაბუგი დაგიწყოთ,
ამ ყიჟინის დაფდაფების ხმაში,

შემოკარით ყველა ზარი სამების,
რომ გაგცაროთ ჟრუანტელმა ტანში,

რომ მოგადგეთ თვალზე ცრემლი კეთილი,
სიამაყის ფრთა შეისხით  აწი

გამოფრინდით შეეგებეთ გიორგის,
თეთრი რაშით მოგვადგება აწი,

აქვე არის ილიაც და აკაკიც,
ნუ გგონიათ ძინავთ მუდმივ ძილით!

აგერ შოთა მთაწმიდაზე შემდგარა
გადმოჰყურებს მამა დავითს თბილისს

აგერ ვაჟაც ისევ ისე დამდგარა
 არ ისვენებს ეფერება ტირიფს

გალაქტიონს ქარი წვერებს უწეწავს,
ტატოც აქ დგას მოწყვეტილი ტანით,

ეთიმ-გურჯი ცხვრით მუხლებზე დამდგარა,
ევედრება მამას, დედა თბილისს

მოდი ნიკალ შენებურად ჩაგვხატე,
სალოცავად დავუტოვოთ თბილისს

რომელია ამ ერთობის მომრევი?
შახ აბასითემურ ლენგი? ვლასი?

ტიტანებმა უკვდავება გვაჩუქეს,
მათი ხმალი მიწამ ჭამა ჟანგით

მათთან ბრძოლამ ჩვენ გმირები გვაჩუქა,
თვითონ ნახეს  სირცხვილი და მარცხი,

ჩვენმა რწმენამ წმინდანები დაბადა,
მათმა რწმენამ უფლის რისხვის ხარკი

ადვილია ლექსის წერა  უბრალოდ
თუ კი გიყვარს სამშობლო და ხალხი.


(და დაიწყოს ლექსის წერა უნიჭომ,
თუკი უყვარს ქვეყანა და ხალხი)

Комментариев нет:

Отправить комментарий