გუშინ ვიყავი ეკლესიაში,
სიხარულ ვპოვე მორწმუნე ერის,
გავსებულიყო ტაძარი დიდი ,
ტევა არ იყო ხალხისა შიგნით,
მეც გავიკვალე გზა სანთლებისკენ,
ვპოვე ადგილი კუთხეში რიდით,
და ვანთებ სანთელს, ვჩურჩულებ ჩუმად
გვიმრავლე რწმენა, გვიმრავლე ერი,
პირჯვარს გადვიწერ, თავს დავხრი ისევ,
სანთელს გავუმხელ ჩემს გულის ტკივილს,
მერე გავხედე დანთებულ სანთლებს,
ერთი მათგანი აღარა ტირის,
ვიღაცის ლოცვა, ვიღაცის დარდი,
ვიღაცის თხოვნა ვიღაცის ფიქრი,
რით დავეხმარო მოყვასის ლოცვას?
ჩემი სანთლიდან გავეცი ცეცხლი,
კვლავ გავაცოცხლე ლოცვა იმისი,
მცირედით მაინც დავუდექ გვერდით,
ისევ გავყევი ფიქრებით ზეცას,
გულიც აყვება სანთლების ციმციმს,
მერე მოვიდა ვიღაც გოგონა,
ხელში ეჭირა კალათა რკინის,
დაჰყვა დანთებულ სანთლების კრეფას,
ოთხი რომ მოხსნა უბერა სული,
ვერ მოერია სანთლის ერთობას,
დამთარსა ამან იფიქრა გულში,
ისევ უბერავს სულსა ძლიერად
კვლავ ვერ ჩააქრო ოცნება სხვისი,
მესამე ცდაზე ისევ დაბერა
დაიმორჩილა სანთელის ალი,
მერე ჩაყარა სოკოებივით
როგორც ბნელ ტყეში პატარა ალი
რა გინდა გოგო სანთლისგან მარი,
ეს ხომ ოცნება ვიღაცის არის,
და მომეძალა ფიქრები ავი,
სანთელის ფასი ნეტა რა არის?
ნუთუ ბიზნესი ამაშიც არის?
ნუ განსჯი ცოდვა ეყოფა თავის,
ამ რეალობას ვერ ვშველი ამით,
ვიცი ვერ შეცვლი ჩემს რწმენას აწი,
მაგრამ ურწმუნოს მიეცი შანსი
გამოტრიალდეს წავიდეს სახლში,
თითქოს მერე რა? რა მოხდა ამით,
ერთი ურწმუნოც წავიდეს სახლში,
კიდევ ერთ ვაზსაც გაუხმეს ძირი,
ზღვა დაიცალა წვეთ წვეთად იცი?
>>>>>>>
ОтветитьУдалить