რაც რომ უფრო ნასწავლია მშიშარაა უფრო ერი,
ახსნა არც კი მოაყოლა მიმატოვა ფიქრით ბნელში
დამიტოვა გამოცანა, ვეძებ პასუხს კახაბერი.
რაც რომ უფრო ნასწავლია მით შორდება უფალს ერი,
ხდება უფრო კადნიერი, ხდება უფრო ბიწიერი,
შიშსაც სწორედ ესა ბადებს უღმერთობა ჟამიერი,
გონიც სადღაც გვერდზე გარბის, უაზრობა მისმიერი.
მხოლოდ ერთი ერი არის,რომელიც არს თვინიერი,
ნასწავლობით არ შორდება უფალს იგი გონიერი,
მაგ ერისთვის დღეს ვლოცულობთ, მიეც რწმენა სულიერი,
მშობელ დედად წოდებული,იმერ ამერ მშვენიერი.
თუ ამ ერმა მოგცა ნდობა, უნდა იყო ბედნიერი,
საგროვებლად მხოლოდ გსურდეს სიყვარული წესიერი,
გული გქონდეს მუდამ სავსე, ხელნი გქონდეს ცარიელი,
ჯვარის ზიდვა ძნელი არის, თავი უნდა გონიერი.
როგორც შვილი უგუნური ანიავებს მამის დოვლათს,
ისე ერის სიყვარული გამოსცალე ცოტა-ცოტა,
რაღათ გინდა ნასწავლობა, თუ დაკარგე მისი წყობა,
ენას ძვალი არა აქვსო ამბობს ერთი მარ-იოტა.
არა ზღუდავს ადამიანს ზეცა თავის არჩევანში,
რჩევას აძლევს თვალებს უხელს და ანახებს თეთრსა ბნელში,
მერმე კაცმან გადაწყვიტოს გზა უფლისა თუ ქვესკნელის,
ვინც არადანს შეუზღუდავს - კაცსა - იყოს მუდამ ბნელში.
ეს პირველი კანონია თავისუფალ არჩევანში,
მეორე კი სახდელია მიეც სულსა ათში ერთი,
მოყვასისა თანადგომა ისხამს ნაყოფს ასცამეტი
არა შვენის სახელმწიფოს ართვას კაცსა მასზე მეტი.
ეკლესიას უნდა შენგან !
კარგო, მხოლოდ არაფერი,
მისგან უნდა წამოიღო!
გულით, მადლის ყველაფერი,
თუ ისმინე არ გაიგე ფუჭი არის დგომა შენი
ისევ ისე წახვალ უკან როგორც მოხველ ცარიელი.
P.S.
უყვარხარ უფალს და უნდა რომ შემოტრიალდე,
სწორად გაიგო ამ ცხოვრების მიზანი არსი,
როდესაც მთხოვე ხომ ნახე რომ გადაგარჩინე,
იქნებ გეგონა მაშველის ან აქიმის ხელი?
თუ არ შემიცნობ, მაშინ ნახავ ამაოებას,
მაშინ გაგწირავ როდესაც საფრთხეს არც კი მოელი,
ირგვლივ მრავალნი იქნებიან მაშინ საშველად,
მაგრამ ვერავინ ირგვლივ მყოფნი ვერას გიშველის.

Комментариев нет:
Отправить комментарий