суббота, 30 июня 2012 г.

Ⴋამას


მენატრები ისევ ისე ყოველთვის,
შენზე ფიქრით, შენზე ლექსებს დავწერ,
ცხოვრებაში გვერდით მყავხარ ყოველთვის,
 სასწაულებს ჩემთვის კვლავაც გაწერ

ეხლაც აგერ გადმომხედე  ისევ მე,
მუნჯსა მომეც სიკეთე და მადლი,
მე ხომ ლოცვაც წესიერად არ ვიცი,
თუმც გაიგე გულის ლოცვის დარდი

მინდა ჩემს ხალხს დავანახო შენი მზე,
მაგრამ თვალის მხედველობა აცდენთ,
დავიყვირებ ხმა ყურამდის არ წვდებათ,
ამ ცხოვრების ხმაურს მინდა აცდნენ.

მხოლოდ ბრმა თუ დაინახავს შენს ყოფნას,
მხოლოდ ყრუ თუ გაიგონებს ყურში,
გულით ვხედავ ისევ შენსას აქ ყოფნას,
ყველაფერში როგორ გიდევს მადლი?!

ვერ ხედავენ შენს სასწაულს ამჯერად,
გონება აქვთ გაფანტული  თავში,
ზოგჯერ მიკვირს ამდენს კიდევ რომ გვითმენ,
დავამძიმეთ ცოდვით ედემ ბაღი,

თუმცა ვიცი უსასრულოს მეუფევ,
უსაზღვროა სიყვარული შენი,
მოდი  ამ ხალხს ისევ ისე  შეუნდე,
დაანახე პატიების მადლი.

მოდი ისევ ანუგეშე მართალი,
ობოლს მიეც ნუგეში და სარჩო,
ატირებულს შეუმშრალე თვალთ ცრემლი,
დაწუნებულს ღირსეული ჩარჩო.

пятница, 29 июня 2012 г.

პავლოვიჩის სასამართლო


დღეს დიდი დღეა! ამ რესტორანში ავღნიშნავთ  პავლოვიჩის: საუკეთესო კოლეგის, ერთგული მეუღლის, მზრუნველი ნათესავების, მფარველი მეგობრების, ბრწყინვალე ადამიანის ჩვენს უნივერსიტეტში რექტორად დანიშვნას.
............
ქეიფი დასასრულს უახლოვდებოდა, სუფრა უკვე აშლილიყო...
მარინე გენაცვალე დაუბრუნდი სუფრას - გაისმა რესტორნის ეზოში პავლოვიჩის ხმა
ეხლავე პავლოვიჩ ,აქ ვიღაც მოხუცია, კიბეზე ზის და წყალი მოვუტანე მგონი ცუდადაა.
შეეშვი, ალბათ გამოტყვრა, ვიღაც ბომჟია, მიხედავენ.წამო წამო.
 შენ კი ერთი თვეა რაც ასისტენდ ლაბორანტად მუშაობ და რამდეჯერ გითხრა ვახტანგი დამიძახე,შენთვის უბრალოდ ვახტანგი ვარ და არა ბატონი ვახტანგი.

მუსიკა, ცეკვა, დასარტყამი ინსტრუმენტის ბრაგუნი, ...სირენასასწრაფო.

-სად ვარ მოვკვდი?
-სხეულს გრძნობ?
-კი.
-ესე იგი არა.
-შენ ვინ ხარ?
-შენი მეგზური.
-სად მივდივართ?
-დღეს შენი მოსმენაა, აი იმ შენობაში, წვერი რომ არ უჩანს ბოლო სართულზე.

*******
კარგი და კეთილი სახელი გაქვს ქვევით მიწაზე - გაისმა ხმა
მოწყალებას გასცემდი,
მეგობრებს ეხმარებოდი,
ნათესაობაშიც პირველი იყავი,მატერიალურადაც გვერდზე ედექი.

რა პრეტენზია გაქვთ ? რატომ გინდათ რომ წაიყვანოთ- მიმართა ხმამ იქვე მდგომ შავი ატლასსის კაპიშონიან მატერიას, მატერიას რადგანაც არც სახე და არც სხეული იყო მასში.
იმიტომ რომ ჩვენია, რასაც აკეთებდა თავის გულისთვის და არა სხვისი სიყვარულის გამო.
მოწყალებას გასცემდა როცა გვერდით შეყვარებული ან ვინმე ჰყავდა დამნახავი.
მეგობრებს ეხმარებიდა, რომ თავისი სტატუსი და მდგომარეობა გაემაგრებინა,შიშით და რიდით მოპყრობოდნენ.
ნათესავებსაც გვერდზე ედგა თავისი ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად, მათი სიყვარულის და პატივისცემის საყიდლად.
-აგერ მეგზურს კითხეთ სამჯერ დაეხმარა და სამჯერვე როგორ მოექცა.

-დამეხმარა? გაოცებით აღმოხდა კითხვა პავლოვიჩს და მეგზურს დააკვირდა.
მეგზური კაცის ტანიდან დადნა და პატარა ბიჭად ბურთით ხელში გადაიქცა.

მე შენს გაბზარულ შუშას ბურთი ვესროლე და გავტეხე, რადგანაც მეორე დღეს შენი პატარა შვილი მაგიდაზე ამძვრალი ხელის ტყაპუნს დაუწყებდა გაბზარულ შუშას, შუშა გატყდებოდა და უბედურება დატრიალდებოდა, შენ გამოვარდი მლანძღე ყურის ამიწიე და ბურთიც დამიხიე.

მეორეჯერ - თქვა მგზავრმა და ნაცემ  სტუდენტად   გარდაისახა ,როდესაც ახალი ვოლგა იყიდე, ინსტიტუტის ეზოში დააყენე ახალგაზრდა ბიჭებმა საბურავის მოპარვა დადაწყვიტეს უკანაც მოხსნილი ქონდათ რომ მივადექი, კარგად მცემეს და დამაგდეს ის საბურავიც მე მივაყენე უკან.
- ვიცი რაც გაიფიქრე და გიპასუხებ: ადამიანის სხეულით  ადამიანის ძალის პაატრონები ვართ, მიწაზე.
ხოდა როცა შენს ლექციაზე დაგვიანებული დავბრუნდი   დასვრილი , ნაცემი, შენ ყვირილი, ლანძღვა დამაყარე და გამაგდე აუდიტორიიდან, იმის მაგივრად გეთქვა შვილო რა გაგჭირვებიაო.

-გასაგებია! კარგი თუ აქვს რამე უანგაროდ გაკეთებული? - გაისმა ხმა

კი აქვს - უპასუხა მეგზურმა

ერთხელ სურსათის მაღაზიაში, პავლოვიჩის წინ მოხიცი ქალი პურს ყიდულობდა, ბევრი ეძება ფული მოხუცმა, ბოლოს თქვა დაღონებულმა ალბათ დავკარგე სადმეო.
პავლოვიჩმა უთხრა დეიდა თუ შეურაწყოფად არ მიიღებ მე გადავიხდი თქვენს მაგივრადო.
გაიხარე შვილო, უფალი იყოს შენი შემწე- დალოცა მოხუცმა.
დღემდე ის მოხუცი იხსენებს ამ შემთხვევას და ლოცულობს  "გაახარე მისი ოჯახიო"

-ეგეც იმიტომ გააკეთა, გამზრდელი ბებია გაახსენდა და მისი სიყვარულით ჩაიდინა - თქვა შავმა

ბებია გაახსენდა თუ ბაბუდა ,სიყვარულით გააკეთა, უანგაროდ, ამ სიყვარულში ანგარებას ვერ ვხედავ, ამიტომ მადლის სასწორზე დაიდება- თქვა ხმამ

მერე მგზავრს მიმართა - რას იყტვი?

მე ვფიქრობ, უნდა მიეცეს შანსი განაგრძოს ცხოვრება მიწაზე.

კეთილი გააცილეთ, დააბრუნე უკან. - თქვა ხმამ.

უკანა გზაზე პავლოვიჩმა ჰკითხა მეგზურს, დიდი ფინნსური დახმარებეი გამიწევია და ერთმა პურის ფულმა როგორ გადაწონა სიმძიმით?

სიკეთესაც თავის წონა აქვს. დიდი ანგარებიანი სიკეთე, დიდ გაბერილ ბუშტს გავს, დიდია მაგრამ მჩატე, ხოლო მცირე მაგრამ სიყვარულით  უანგარო სიკეთე - ოქროს გავს პატარაა და მძიმე, საბოლოოდ სასწორის სიკეთის პინზე ბუშტზე მეტად მცირე მაგრამ  მძიმე უფრო ფასობს.
მესამეჯერ როდის იყავი ჩემს გვერდით? როდესაც დაგამცირე? - მირიდებით თავდაღუნულმა პავლოვიჩმა კითხა მგზავრს.

რესტორნის წინ რომ ვეგდე "ბომჟი" კიბეზე, მარინემ წყალი დამალევინა და სასწრაფო გამოვაძახებინე წინასწარ შენთვის თორემ ვერ მოგისწრებდნენ ერთი საათი დაიგვიაბდნენ, ვერავინ შეამჩნია ,იმწუთასვე აქ იყო სასწრაფო ,გულმა შეტევა რომ მოგცა.

აბა კარგად.

პულსი..?  გული..? 
განმუხტვა....
პი..პი...პი..  გადარჩა მგონი გამოძვრა....
თვალები გაახილა პავლოვიჩმა, მიწიერი შუქი არ ესიამოვნა,
" ბომჟი " დაილუღლუღა და ჩაეძინა.
ექთანებმა ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს.

вторник, 26 июня 2012 г.

მიყვარს წარსული, არა გასული და მომავალი.


მიყვარს ბახუსი,არა ლოთობა,
მიყვარს დღეობა, არა ღრეობა,
მიყვარს კისკისი არა ხითხითი,
მიყვარს რაჭული არა ფრანგული,
მიყვარს ალერსი არა ავერსი,
მიყვარს სიმართლე არა სიმხდალე,
მიყვარს სიმაღლე არა სიმდაბლე,
მიყვარს მამაცნი არა ჯაბანნი,
მიყვარს ქაქუცა არა ლაქუცა,
მიყვარს ერთგული არა ორგული,
მიყვარს ქართული არა სპარსული,
მიყვარს ასული არა გასული,
მიყვარს წარსული, არა გასული და მომავალი.




რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია. (სხვანაირი ინტერპრეტაცია)


ეს არი ჩვენი ცხოვრება ნათელს თანასდევს ბნელია,
მზე ჩადის მთვარე ამოდის, დღე შეიცვლება ბნელითა,
სიხარულს დარდი მოჰყვება, შექებას შეცვლის წნელითა,
ასე ტრიალებს ყოველი,მონაცვლეობის წესითა.

მხოლოდ ერთია სინათლე რასაც არ ახლავს ბნელია,
შელეწავს თავის ნათელით, კარსა ჯოჯოხეთ ბნელისა,
ვერ ეკარების სიბნელე, ვერცა რამეთუ ბნელია
შენა ხარ იგი სინათლე რასაც არ ახლავს ბნელია.

შენით სულდგმულობს ყოველი, ქვაც  უსულოთა შენია,
შენს ნებას ჰყვება ციურიც, მცირედის ნებაც შენია,
თავსა იმტვრევენ სწავლულნი, ჰგონიათ თავი ბრძენია,
უნდათ უშენოდ  გაიგონ თავი გამოჰყავთ შტერია.


როცა დასცინი ნა-ხატს!


მე შენ დაგსაჯე მიტომ,
კაცი გაგხადე ლოთი,
ფეხზე გეკიდა სხვისი,
მხიარულება შფოთი,
დაგტოვე ასე მარტო
 მარტოღა დარდის ბოთლით,

მე შენ დაგსაჯე მიტომ,
და ხეიბარად იქეც,
რომ არ ფასობდა შენში,
გარჯა მოყვასის კიდე
აწი ირიბად ივლი
რომ დაინახო სხვისი.

მე შენ დაგსაჯე მიტომ ,
და გახდი ეხლა შტერი,
რომ გშურდა მუდამ სხვისი,
ფული, ქონება, ჭერი,
იარე ეხლა მალვით,
ვერვინ გიშველის წამლით.

ბირჟაზე დგანან სამნი,
უდარდელები ანცნი,
შეხედე მოდის ლოთი
მოდი მომეცი ბოთლი,

აბა ლუდი მაქვს ცივი!
გინდა? ახტუნე კვიცი
ჩაუსვი ეხლა ტვისტი,
ჩუსტი გასძვრება ვიცი!

შეხედეე მოდის კოჭლი,
ბარბაცებს როგორც ლოთი,
მიდი გასცინე ერთი,
ვიმხიარულოთ მეტი,


ეხლა ვითრიოთ შტერი,
ვამღეროთ ისევ მუჩო,
მერე თქვას ლექსი გრძელი
მორჩა? პანღური მთელი

შტერი,კოჭლი და ლოთიც
ეს მე დავსაჯე ცოდვით,
მათშიც ხელია ჩემი
ესენიც ძმაა შენნი,

მათი დაცინვით ბრიყვო
დასცინი მაგათ ვითომ?
როცა დასცინი ნახატს
დასცინი იცი მხატვარს?


ასე რომ იცით ქილვას,
მალე დაუსვამთ კითხვას,
გინდათ გაიგოთ მეტი
და გამოსცადოთ ბედი?


ჩემზე  რამეში მეტი
რომელი არის ნეტა?
თქვენ როცა ბჭობდით ქვევით,
მე ვხარხარობდი ზევით

მერე რომ მოხვალ ჩემთან
სანთელს დაიჭერ ხელში
და დასვამ კითხვას რატომ?!
არ გიპასუხებ ზატო.
პასუხი არის შენში,
მოძებნე კარგად სხვენში.