вторник, 22 мая 2012 г.

ვერ დავიძინებ დედა!


ვერ დავიძინებ, როდესაც სხივი,
 ჩემს ფანჯრის რაფას ეალერსება,
ვერ დავიძინებ, როდესაც სიო ,
ფარდებს არხევს და ეთამაშება,
ვერ დავიძინებ, როდესაც სითბოს
გულუხვად გასცემს წმინდა სამება,
ვერ დავიძინებ, როდესაც შენი,
მართალი სიტყვა, გულს ეამება.
ვერ დავიძინებ, როცა არს ჟამი
ასრულდეს ნატვარა, შენებ ნებისა
ვერ დავიძინებ, როცა დაიშვა
დრო, საქართველოს გაბრწყინებისა


რა დამაძინებს, როცა იუდა
ოცდაათ ვერცხლად ყიდის იესოს
რა დამაძინებს, როცა მომხვდური
დაიარება და დათარეშობს
რა დამაძინებს, როცა თვალთმაქცი
მართალი კაცის დაჩაგვრას ლამობს,
რა დამაძინებს როცა არწივი,
ოკორტნის გულღვიზლს ,
და ამით ხარობს.
რა დამაძინებს როცა სიმართლეს
კვლავინდებურად ესვრიან ტალახს,
რა დამაძინებს როცა ცბიერი
მახინჯი სულით დაცინის ალალს.

მე დავიძინებ, როდესაც მთვარე,
ჩემს ფანჯარასთან გაცურავს ნელა,
მე დავიძინებ, როდესაც სიო
ჩურჩულით, წყნარად მიმღერებს ნანას,
მე დავიძინებ, როდესაც წვიმა,
კვლავ გააგრილებს გადაღლილ ასფალტს
მე დავიძინებ, როცა სანთელი
ჩაიწვება და გაჰყვება ნატვრას,
მე დავიძინებ, ისევ ჩურჩულით
და გთხოვ იგივეს რასაც გთხოვ მარად.
რასაც გთხოვ მარად,რასაც გთხოვ მარად.

Комментариев нет:

Отправить комментарий