вторник, 22 мая 2012 г.

ამბავი ნავისა!


(ანუ როგორ გადავაქციოთ ფსევდო დისკრიმინაცია პრივილეგიად)
ვისაც ყური აქვს ისმინოს,
ვისაც თვალი აქვს დაინახოს,
ვისაც გონი აქვს მიხვდეს!

ესე ამბავი 21 -ე საუკუნის გარიჟრაზე მოხდა როდესაც 2000წლის აპოკალიფსის მოლოდინი მშვიდობით დამთავრდა,თუმცა ეს ამბავი დღესაც გრძელდება და თუ რატომ ახლავე მოგახსენებთ.
დემოკრატიის მამებმა 21 საუკუნის დასაწყისის აღსანიშნავად გადაწყვიტეს ამერიკულ ხომალდზე  მოეწყოთ შეხვედრა და განეხილათ საკითხი  „ მსოფლიო დემოკრატია და მისი საფუძვლები“,“გენდერული თანასწორობა“შეუწყნარებლობა და რელიგიური ექსტრემიზმი;, .სადაც იყვნენ 161 ქვეყნის წარმომადგენლები.
სამწუხაროდ ხომალდი გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაიძირა და სამაშველო ნავზე მოხვდნენ ზანგი, არაბი,ამერიკელი,ჰოლანდიელი,ებრაელი, ქართველი და გემის ბოცმანი.
იმის გამო რომ ნავი მხოლოდ 6 კაცს იტევდა და ერთი ზედმეტი იყო დაიწყეს ბჭობა თუ ვის უნდა დაეტოვებინა ნავი.
ზანგის გადაგდება ნავიდან თავიდანვე გამოირიცხა რადგანაც გემი ამერიკული იყო და ზანგის გადაგდება რასიზმის გამოხატვა იქნებოდა, ამასთანავე ზანგი საფრანგეთის მოქალაქე და წარმომადგენელი აღმოჩნდა. არჩევანი არაბზე მიდგა აქაც წინააღმდეგობა გარდაუვალი აღმოჩნდა რადგან ნავში ერთადერთი მუსულმანი იყო და მის გაწირვას მუსულმანური სამყარო დიდ დანაშაულად აღიქვამდა და ისიც ევროპის კერძოდ გერმანიის მოქალაქე აღმოჩნდა, ამერიკელი  რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი აგმოჩნდა, ჰოლანდიელი სექსუალური უმცირესობის, ებრაელიც მალევე გამორიცხეს არავის უნდოდა ანტისემიტიზმში  ან ფაშიზმში დაედანაშაულებინათ,ჯერი  გემის ბოცმანიზე  მიდგა, რომელმაც  გასცა თავისი საიდუმლო და აღიარა რომ ქალია რომელსაც ორი ათეული წლის წინ ქონდა გაკეთებული ოპერაცია რომ კაცი გამხდარიყო, ამოტომ მისი მდგომარეობა გასათვალისწინებალი იყო.
ეხ, მიხვდა ქართველი რომ მარტო ის იყო კაცი, ქართველი  მართლმადიდებელი  და სხვა“ საპატიო“ მიზეზი არ ქონდა რა , ამიტომ „ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა“ უფრო სწორად გადაგდებას გადახტომა,მიხვდა მარტო ღმერთის და  საკუთარი მკლავების იმედად იყო დარჩენილი,  ადგა და თავისი ნებით გადახტა ნავიდან და გაცურა კუნძულის ნაპირისკენ რომელიც სადღაც 3 კმ იყო.
როგორც შემდგომ აღმოჩნდა კუნძული ეკუთვნოდა ერთ-ერთ( არაქართველ) მილიარდელს, რომელიც ამავე პერიოდში, ორი კვირით, თავისი სამეგობრო წრესთან და თვრამეტ ლამაზმანთან ერთად უნდა დაესვენათ,სამწუხაროდ მეგობრები ერთი კვირაა არ ჩანდნენ. ასე რომ , როდესაც კუნძულის მეპატრონეს მოახსენეს გამორიყული ქართველის შესახებ ძალზედ გაიხარა და საპატიო მასპინძლობაც გაუწია.

   ხო მართლა ნავში მჯდომთა ბედი გაინტერესებთ?ეგ ნავი ეხლაც ზღვაშია და მაშველებს ელიან, რადგან ვერ გადაწყვიტეს ნიჩბები რომელმა მოუსვას რო მისი დისკრიმინაცია არ მოხდეს არც რელიგიურ , რასისტულ და არც სხვა რაიმე ორიენტაციის   გამო.




Комментариев нет:

Отправить комментарий