вторник, 22 мая 2012 г.

ჩემი ნაფიქრი, აზრი, გამონათქვამი.


ისე არაფერი მაოცებს,  როგორც  ნასწავლის  უცოდინრობა“
/კ.ჭიჭინაძე/

„ვაშლის ხეს არ ჭირდება იმის სწავლა, რომ ვაშლი მოისხას, ლეღვის ხეს კი, რამდენიც არ უნდა უკთხო და ასწავლო, ვაშლს ვერ მოისხამს.“
/კ.ჭიჭინაძე/

„კაცი რომელიც შოულობს და თან გასცემს, იმ ხეს გავს, რომელსაც ზრდასთან ერთად ფესვიც ეზრდება,  და რაც მეტს გასცემს,  ფესვიც უფრო და უფრო  უახლოვდება მაცოცხლებელ წყაროს, ხოლო კაცი რომელიც მარტო შოულობს და არაფერს გასცემს, გავს უფესვო ხეს ,რომელიც იზრდება სწრაფად და რაღაც ეტაპზე, თავისივე  სიმძიმე აქცევს.“
/კ.ჭიჭინაძე/

„ღირსება ისეთი ვალიუტაა, რომელიც ყველგან გადის, მტერთანაც კი.“
/კ.ჭიჭინაძე/

“ყველაფერი არაფერია - არაფერი ველაფერია,
თეთრი არაფერია - ყველაფერი თეთრია“
/კ.ჭიჭინაძე/

"სწორი გზა, ყველაზე მოკლე გზაა ჭეშმარიტებამდე მისასვლელი,
თუმცა, ამავდროულად, ყველაზე რთული გზაა,
ამ გზას ბარბაცით და მერყეობით ვერ გაივლი."
/კ.ჭიჭინაძე/

საქართველო იმხელაა, რამხელა რწმენაც გაქვს.
/კ.ჭიჭინაძე/

არაკაცი ცოდნით და გიჟი ქვით ერთიდაიგივეა, იმ განსხავებით, რომ პირველი გაცილებთ საშიშია.
/კ.ჭიჭინაძე/


დემოკრატია იარაღია და როგორც ყველა იარაღს, თავისი ინსტრუქცია, გამოყენების წესი აქვს. წეს გამცდარი დემოკრატია, თუ გავარდა, დიდ ქვეყანასაც კი ახდის თავს.
/კ.ჭიჭინაძე/


ჩემს სახლში ყველაზე მცოდნე წიგნების კარადაა, რადგანაც ყველაზე მეტ წიგნს იტევს, მაგრამ რათ გინდა, ცოდნა არაფერში არგია და ისევ ხედ რჩება.
 ასევეა ზოგი ადამიანიც, რამდენიც არ უნადა ისწავლოს, ისევ  ხედ რჩება.
/კ.ჭიჭინაძე/

ღმერთის არსებობის უტყუარი დამადასტურებელი ადამიანის გონიერებაა.
რომ არა გონი, სამყარო - უსახელო, მოიმოფანტული ქვების გროვა იქნებოდა.
/კ. ჭიჭინაძე/

რადგანაც  ღმერთმა- შექმნა კაცი,  სახედ თავისად,
და საქმე მისი პირმეტყველებს, მისსა მაგივრად,
ამიტომ კაცსა საუბარიც შვენის ნაკლებად,
მისამებრ საქმემ ისაუბროს ღირსთა მაგისად.

/კ.ჭიჭინაძე/

ბევრს მწერალს არამარტო წერა, არამედ სწორად კითხვაც არ შეუძლია.
/კ.ჭიჭინაძე/

 ღმერთმა დასაბამიდანვე მისცა ადამიანს ყოველივე:
ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო... 
ყოველი ავადმყოფობის დაძლევის საშუალება....
და თვით უკვდავებაც,
მაგრამ ადამიანს  ყოველივე ამის  მოძიება,მოპოვება და შემდგომ  გამოყენების ცოდნა ჭირდება.

/კ.ჭიჭინაძე/

ერთი უცხო პლანეტელი - კოლორიტია,
ათასი უცხო პლანეტელი - ასატანია,
ათიათასი უცხო პლანეტელი - ინტერვენციაა.
P.S. უცხოპლანეტელების გამოჩენამდე "უცხოპლანეტელი"  ერთადერთი ტერმინია, რომლის გამოყენების გამო ქსენოფობიაში არ დამადანაშაულებენ.
უცხო პლანეტელი ცალცალკე შეცდომით არ დამიწერია, ეს კიდევ ერთხელ ქართული სიტყვის გენიალურობის დამადასტურებელია და სხვა ღრმა აზრის მატარებელია.
/კ.ჭიჭინაძე/

დემოკრატია, ჯადოსნური ბუშტი კი არ არის, რომ უსასრულოდ გაიბეროს, ის რაღაც მომენტში აუცილებლად გასკდება.  შეიძლება გადამეტებულმა დემოკრატიამ ქვეყნის პატრიოტი, საკუთარი ერის თვითმყოფადობის დასაცავდ ფაშისტადაც აქციოს. 
/კ.ჭიჭინაძე/


ნასწავლს - შეუძლია ისაუბროს თავის თავზე, წარმატებაზე და ყველაფერს დაგპირდეთ.
წესიერს - არ შეუძლია თავის  თავზე საუბარი და  წარმოჩენა, არც წინასწარი დაპირებების მოცემა შეუძლია.

ამიტომაც, საზოგადოება ნასწავლსა და წესიერს შორის არჩევანს, ყოველთვის ნასწავლის სასარგებლოდ აკეთებს და უგულველყოფს მის პირად თვისებებს. ამიტომაც, ყოველთვის ცდება,  ნასწავლი არაკეთილსინდისიერი უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე გარე მტერი. 
 წესიერი, რაც არუნდა უცოდინარი იყოს, ის სულიერი  ბაზისური განათლება გააჩნია,  რის გამოცაა წესიერი.
    
/კ.ჭიჭინაძე/


ცოდნა ქვაა, განათლება წყალი.

P.S. ამიტომაც ცოდნას ფრთხილად  მოპყრობა უნდა, რადგანაც, თუ ზევით ავაგდეთ შეიძლება თავი გაგვიტეხოს, ხოლო განათლება საითაც გინდა იქით მიუშვი, არაფერს გავნებს.

/კ.ჭიჭინაძე/

ზოგ შემთხვევაში:
 ასე მონასტერში მისვლას - არ მისვლა ჯობია,
ასეთ პირჯვრის წერას - პირჯვრის გადაუწერობა,
ასეთ ლოცვას - სიჩუმე.
/კ.ჭიჭინაძე/

გზას,  რომელიც ჭეშმარიტებამდე მიდის "წესიერების გზა" ქვია,
სხვა ყველა ჩიხია.
ამიტომაც გზას აცდენილზე, გამოსწორების შემთხვევაში ამბობენ: წესიერების გზას დაადგაო.
 /კ.ჭიჭინაძე/


მათემატიკა - ღმერთისაა, რადგანაც უღალატოა და ჭეშმარიტებაა, ის ყველაფერშია და ყოველივეს მოიცავს, ამასთანავე იგი ღმერთის ენადაც შეიძლება ჩავთვალოთ, ამიტომ კაცობრიობას შეუძლია სრულიად ენდოს მას.
ფიზიკა - ეშმაკისაა, რადგანაც ქაღალდის თამაშს გავს, ამასთანავე ცვალებადია, მერყევია და არასანდო, მაშინ გღალატობს როდესაც ჭეშმარიტება გგონია ნაპოვნი და თავი გამარჯვებულად მოგაქვს.
  /. ჭიჭინაძე/

დრო ან არ არსებობს, ან თუ არსებობს თანაბარი,მუდმივ სისტემაში მიმდინარეა, არც მისი გაღუნვა შეუძლია გრავიაციას, არც შენელება,მასზე ზემოქმედება ყოვლად გამორიცხულია, რაღაცისთვის წამი შეიძალება წლის ან საუკუნის ტოლი იყოს, ხოლო რაც ჩვენთვის საუკუნეა, ვიღაცისთვის წამის ტოლი. საყინულეში მყოფი პროდუქტისთვის და მის გარეთ მყოფისთვის დრო თანაბრად მიდს, უბრალოდ საყინულეში ლპობის პროცესია შენელებული და არა დროროგორც ბევრ "მოაზროვნეს" ჰგონია. მაცივარი არ არის დროის შენელების აგრეგატი.
დიდი მეცნიერების მოზრებაც ამ მაცივარს გავს, როდესაც ამტკიცებენ, დიდი აფეთქების დროს მოხდა დროის წარმოქმნა, დრო რომ არ ყოფილიყო დამდგარი დიდი აფეთქებაც არ მოხდებოდა, დრო თუ არ იყო - არ უნდა მომხდარიყო აფეთქება საერთოდ. თვითონ სიტყვა გვეუბნება: მოვიდა დრო დიდი აფეთქების, რადგანაც მოვიდა დრო, ესეიგი მოდიოდა, თუნდაც უსასრულო უდროობიდან, მაგრამ რადგანაც უსასრულო უდროობიდან დადგა დრო, ესეიგი არც უსასრულო ყოფილა უდროობა, რადგან სასრული დაუდგა და დრომ გატეხა იგი. გამოდის რომ , იმ უსასრულო უდროობაშიც არის დრო.

/. ჭიჭინაძე/



პარტია! ტალახში შესულ კაცსა ჰგავს, რაც უფრო დიდია და ძლიერი მით მეტი ტალახი ეკვრის, ამიტომაც მით უფრო უჭირს წინსვლა. ხანდახან გაჩერებაა საჭირო,ტალახი გაშრება და ჩამოცვივდება.

/.ჭიჭინაძე/

.....სწორედაც, არც პოეტი ვარ არც მეცნიერი, რადგანაც ჯერ ვწერ და მერე ვგებულობ, თქვენ ჯერ გებულობთ, მერე წერთ.
/.ჭიჭინაძე/

რადგანაც ფაქტები,არგუმენტები არ მაქვს, ეს არ ნიშნავს რომ სიმართლეს არ ვწერ,
არგუმენტებს სიცრუის, ტყუილის გასამყარებლად უფრო ხშირად იყენებენ.
/. ჭიჭინაძე/

სადაც ქმედებაა არამარტო იქ არის დრო, არამედ   იქაც, სადაც არ არის ქმედება, მაგრამ ოდესღაც იქნება.
/.ჭიჭინაძე/


ყველაფერი ბერდება, ძველდება, იცვლებაქრებაგასდის ვადა - ციფრების გარდა.
/.ჭიჭინაძე/


ჭეშმარიტებას ყველგან ვეძებთ და ყველადფერში, არადა სათვალეს გავს, იმდენად ახლოსაა ცვირწინ, რომ ყველაფერს ვხედავთ მის გარდა.
მისი პოვნისთვის საჭიროა სამი რამ:
პირველი - თვალების დახუჭვა.
მეორე - მუხლებზე დადგომა.
მესამე - თავის დახრა.
თუ ღირსი ხარ მის ხმას გაიგებ.
/.ჭიჭინაძე/

"დაინახე არ ნიშნავს რომ შეიცანი, ხოლო თუ შეიცანი ეს კი ნიშნავს რომ დაინახე"

/.ჭიჭინაძე/


"მორწმუნე მეცნიერები უფლისკენ მიგვიძღვებან, ურწმუნო მეცნიერები კი  ეშმაკისკენ გვექაჩებიან"

/. ჭიჭინაძე/

"არა აზროვნებით, მეტადრე რწმენით განვსხავდებით ცხოველებისგან."
/.ჭიჭინაძე/

"ურწმუნო მოაზროვნე ადამიანი - მოაზროვნე ცხოველია"
/.ჭიჭინაძე/

"ეცადე ყველასთან დაასრულო ბრძოლა, საკუთარ თავთან კი არასოდეს"
/.ჭიჭინაძე/


"კაცმა ქალი ხელისგულზე უნდა ატარო და არა კისერით"
/.ჭიჭინაძე/

"დღევანდელი ადამიანი ავტომანქანას უფრო უფრთხილდება ვიდრე საკუთარ სულს"
/.ჭიჭინაძე/

"თავმდაბლობაა ის ღრეჭო, საიდანაც მადლი შედის ადამიანში"
/.ჭიჭინაძე/

"ფულზე მეტი ძალა სიტყვას აქვს, ტანკზე მეტი სიმართლეს"
/.ჭიჭინაძე/


"ღმერთი არის, წამის უსასრულობაში და უსასრულო წამიერებაში."
/.ჭიჭინაძე/

მისი ადგილმდებარეობის ფორმულაა:
X+Y=0
X-Y=0
Y=0/2 და ეს არის Z (ზე ტი)

იგრეკ კოორდინატია. ნულის ანუ არაფერის გაყოფას თუ შეძლებთ,  (შუაზე გახსნთ) მიიღებთ კოლოსალური ნათების ენერგიას, რომელსაც  ხორციელ ნაწილს (დაშლის უმცირეს ნაწელად) განაშორებს სულისაგან. ამიტომ მეცნიერებს ამ ცდის ჩატარებას არ ვურჩევ.
X და Y ლათინური ასოებია, ხოლო  Z - ში ქართული სიტყვის ცნობიერებაა ჩადებული. მასში მეობაა ამოღებული, თუ ჩავსვავთ ხორციელ მეს, მატერიალურ ახსნას მივიღებთ.
(ზე(მე)ტი) ვღებულობთ ზე- ახსნა არ ჭირდება და მეტი, რომელიც ნიშნავს რომ ზე-ზე მეტია.
/.ჭიჭინაძე/

"ადამიანი ხორცშესხმული სხივია"

/.ჭიჭინაძე/

"მსოფლიო ორადაა გაყოფილი, ერთ ნაწილს რუსეთი სძულს მეორე ნაწილს ეშინია და ძალიან ძულს,ერთადერთი გამონაკლისი საქართველოარომელსაც არ ძულს და არც ეშინია.
რუსეთის  " პარადოქსი" უგუნურობაა, ის ერთადერთ დამტირებელს და გადამრჩენს ებრძვის."

/.ჭიჭინაძე/


დრო გვბადებს,
დრო გვზრდის,
დრო გვკლავს.

/.ჭიჭინაძე/

..დღემდე, ხელისუფლების ყველაზე ერთგული ამომრჩეველნი, მხოლოდ მიცვალებულებნი იყვნენ.
  აწი ვნახოთ....
 (1ოქტომბერი. 2012.)

 /.ჭიჭინაძე/





დემოკრატია არ იცოდა  ჩვენმა წინაპარმა , თუმცა  სტუმართმოყვარეობაც იცოდაქალის პატივისცემაცთანასწორობაცთანადგომაც, სიყვარულიც და კაცმოყვარეობაც. ამიტომ მოგიწოდებთ დემოკრატიის მამებს, თუ ჭეშმარიტად გნებავთ  რომ  მსოფლიო უკეთესი  გახდეს, ასწავლეთ მსოფლიოს "ქართველობა" ( არა ვიწრო ეთნიკური გაგებთ) ეს უკანასკნელი არ შეიცავს დემოკრატიისგან განსხვავებით ხარვეზებს.
("მასონები მსოფლიო ბრძანებლები და უფალი ღმერთი" -კრიტიკა)
/.ჭიჭინაძე/

 "დემოკრატია თავის თავში თვითგანადგურების ელემენტს შეიცავს"

/.ჭიჭინაძე/


მე ვებრძვი რეჟიმს და არა ადამიანს,
მე მძულს უწესობა და არა ადამიანი.
სიძულვილი შობს სიძულვილს.
ადამიანის დამარცხებას გამარჯვება არ მოაქვს.
რეჟიმის  და უწესობის  დამარცხებას  მოაქვს გამარჯვება.

/. ჭიჭინაძე/

ეს ცხოვრება ამოცანაა!
ამოხსნი?, გადახვალ შემდეგ საფეხურზე.
ვერა? დაბრუნდები ორით უკან.

/. ჭიჭინაძე/

ყველაზე სუსტი არსება ადამიანი გონების  და ხელის წყალობით, ძალაზე და ბრჭყალებზე ძლიერი აღმოჩნდა.

/. ჭიჭინაძე/


"უფლის სასწაული ყოველ წამს ხდება სულ, ხოლო რაც უფრო მორწმუნე ხარ, მით უფრო ხშირად ხედავ მას.

/. ჭიჭინაძე/

"მტერი უნდა გიყვარდეს, რომ მტერში ავი მოკლა.
მტერში თუ ავი მოკალი, ის მეგობრად გექცევა.
ხოლო ავისთვის ყველაზე საშიში იარაღი სიყვარულია."
/. ჭიჭინაძე/

"დაიმონე მტერი სიყვარულით"

/. ჭიჭინაძე/

განათლებული რომ გახდე, ცოდნასთან ერთად სულიერებაც უნდა ზარდო.
დიდი განათლება დიდ სულიერებას მოითხოვს.
თუ ცოდნა გასცდა სულიერებას, მაშინ მხოლოდ მოლაქლაქე პოლიტიკოსობის შანსი გაქვს და არა კაცობის.

/.ჭიჭინაძე/

ღვინო, ფული, ძალაუფლებალაკმუსებია.
ღვინო - ადამიანში დაფარულ გრძნობებს აჩენს,
ფული- ადამიანში დაფარულ სახეს,
ძალაუფლება - ადამიანში დაფარულ სულს.

/.ჭიჭინაძე/






შტერების საკრებულო.

როგორც არსებობს ნასწავლი შტერი,
 ისევე არსებობს უსწავლელი ბრძენი.
განსხვავება მხოლოდ რაოდენობაშია.
პირველი უმეტესობააყველგან შეხვდებით,
ხოლო მეორე იშვიათობა.


ადამიანმა საკუთარი ბედი
ნასწავლ უმრავლესობას ანდო
(ზემოთქმულიდან დასკვნები გააკეთეთ).
ეხლა ლაბირინთში მოხვედრილი ხშირად გაიგებთ
კითხვას "გამოსავალი სადააო?"
ლოგიკურად გამოსავალი იქ უნდა იყოს  სადაც შესასვლელია.


P.S. . აბულაძის ფილმ "მონანიებაში" კახი კავსაძის გმირის სიტყვები გამახსენდა:
"....რა, შუაშია უმრავლესობა... ათას შტერს ერთი ჭკვიანი გადაწყვეტსო..."

 /.ჭიჭინაძე/

Комментариев нет:

Отправить комментарий