воскресенье, 27 мая 2012 г.

შვიდი სიყვარული.


   შვიდი სიყვარული.

ვინც მოყვარე არ შეიყვარა, ის სიძულვილმა მოკლა.

როგორც არსებობს ძირითადი შვიდი ფერი,შვიდი მუსუკალური ნოტი და შვიდი დღე კვირისა, ისევე არსებობს შვიდი ძირითადი სიყვარული. ადამიანი ორმაგი ბუნებისაა, მიმღებიც და გამცემიც, ვინც შვიდივე სიყვარულს შეიცნობს ანუ მიიღებს და გასცემს ის ბედნიერია, ამასთანავე საწინდარია გზის 3+4-სა. აუცილებელი თუმცა არასაკმარისი პირობა.
ვეცდები ადამიანის მიერ განცდილი სიყვარულის თანმიმდევრობას მივყვე.

1.    ორშაბათი - დო -დედის სიყვარული.                                                                          
     ეს არის პირველი სიყვარული, დასაწყისი სიყვარულის შეცნობისა.ორშაბათს მძიმე დღეთაც მოიხსენიებენ რადგანაც დასაწყისია ცხოვრების გზის. დოს ლათინური ასოთი C(სი)სიცოცხლის დასაწყისი აღნიშნავენ.

2.    სამშაბათი - რე - დედმამიშვილის სიყვარული.                                         
    ეს სიყვარული მოიცავს ხორციელი და სისხლით  ნათესავის სიყვარულსაც. ბევრ ენაში რე - გამეორებასაც ნიშნავს.

3.    ოთხშაბათი - მი - მეგობრის სიყვარული.    
   არის მოყვასის სიყვარული, შეიძლება სრულიად უცხოც იყოს, მაგრამ გიყვარდეს როგორც ძმა და მეგობარი. ლათინური ასოთი E(ერთობა) აღნიშნავენ.

4.    ხუთშაბათი - ფა - სამშობლოს სიყვარული
ალბათ განმარტება არც ჭირდება,თუმცა წინა სამი სიყვარულდან ერთერთიც თუ ვერ შეიცანი ეს სიყვარული არ მოვა. თანაც დამთხვევაა თუ განგება ჩვენი დროშაც ხუთი ჯვრისგან შედგება. მუსიკალური სიმბოლოა F (flag, five)

5. პარასკევი - სოლ - მეუღლის მეორე ნახევრის სიყვარული.
ქალის სიყვარული. გახსოვთ რობინზონის ლამაზმანსაც პარასკევა ერქვა, მაგიტომაც მივაკუთვნე ეს დღე ქალს.(ამ დღეს კიდევ დავუბრუნდებით)

6. შაბათი - ლა - შვილების სიყვარული.

7. კვირა - სი - უფლის სიყვარული.
მუსიკალური სიმბოლოა H (HIGHER) უმაღლესი.
კვირა მე7 დღე უფლის დღეა, თუმცა რიგითობა არ აკნინებს მასრადგან ის არ არის ბოლო დღე ,ის შემკვრელია ამ ჯაჭვისა და ყოველისა, მის გარეშე არ ხდება დაბადება - ორშაბათი, ბევრი ქვეყანა კვირის დღეების ათვლას სწორედაც კვირიდან იწყებს.
( მაგ: Sunday,Monday,....)

დააკვირდით შვიდი სიყვარული სამად და ოთხად იყოფა, სამი მათგანი მხოლობითია ანუ, უნიკალურია და ერთადერთი.
 ესენია :
ორშაბათი - დედა
ერთადერთია,
ხუთშაბათი - სამშობლო
ერთადერთია,
კვირა -უფალი,
ერთადერთია.

დანარჩენი მრავლობითიანათესავები, მოყვასები, შვილები.

ამ შვიდიდან მხოლოდ ერთს შეაქვს დისონანსი , რა თქმა უნდა პარასკევს,
ანუ ქალს.  (აქაც ქალი თავისი გამოუცნობი ბუნებით)ცვლილებას და მერყეობაც ხომ ამ დღეზეა ნათქვამი რამდენი პარასკევი გაქვსო.მეც  ვერ გადავშყვიტე რომელს მივაკუთვნო მრავლობითს თუ ერთადერთს?
თუმცა არც ისე და არც ასე სამოთხის პრინციპი არ ირღვევა.


ასე რომ ქართველნო, შესვით შვიდივე სიყვარულის სადღეგრძელო ერთ სასმისად და უსურვეთ ერთურთს რომ შვიდივე განგეცადოთ.
გფარავდეთ უფალი.

P.S. ჩემდა უნებურად წმინდა ილია მართლის სიტყვები გამახსენდა: "ენა, მამული, სარწმუნეობა", აქაც სამი საფიცარი და ანალოგი სამი ერთადერთი სიყვარულისა
დედა, სამშობლო, უფალი.
დედა- ენა,
სამშობლო - მამული,
უფალი- სარწმუნოება.



Комментариев нет:

Отправить комментарий