კიდევ უფრო გავარდნილა სახელი ბერი იონასი, მეფის ასეთი ნდობის მერე, უკვე ეკლესიაც დიდი სიხარულით იწვევდა, ის ეკლესია
რომელიც ადრე დევნიდა და განკითხავდა დღეს თხოვდნენ შემწეობას, მეფესთან შუამავლობას, დახმარებას.
ერთხელ ჯავახეთის ერთი ეკლესიიდან მიიღო წერილი იონამ,როდესაც მეფესთან იყო სასახლეში.
წერილში ეწერა რომ, მრევლი დაკარგა ეკლესიამ ჩუენმან , რადგან უამრავი მცდარი მოძღვრების მქადაგებლენნი დადიან კარდაკარ და თავიანთ რელიგიას ასწავლიან , ზოგს ეხმარებიან, მერე მათ ვინც მოუსმენს სხვის დახმარებას სთხოვენ, ქრისტეს არა როგორც ძე ღვთისას არამედ როგორც ძე კაცისას მოიხსენებენ, დადიან ასე კარდაკარ ყველასთანო,ბოლოს დიდ ფულად დახმარებას ითხოვდა, რომ მრევლი დავიბრუნოთო.
ბერს იონას ხალხისგან გაგონილი ქონდა ამ ეკლესიის ამბავი, ვერცხლის გარეშე არაფერს არ აკეთებდნენ, უკვე ისე გაკადნიერებული იყვნენ რომ ერთ ღატაკ კაცს სამი ცხვარი შეუწირია და მათ უპასუხიათ ამ სამ ცხვარის მაგიერ ამის საფასური ვერცხლი შემოგეწირაო.
მშვენივრად იცოდა იონამ, რომ ეშმაკები მარტო უპატრინო ეკლესიას ეპატრონებიან.
და დაეკარგათ მრევლი არა იმიტომ რომ ვერცხლი იყო საჭირო, არამედ იმიტომ რომ არ უვლიდა ცხვრებს როგორც საჭირო იყო.
და მიწერა წერილი ლექსად:
ერთდროსა ჩვენცა დავდიოდით ასე კარდაკარ,
და სიტყუას ღვთისას ვთესდით ირგვლივ თავგამეტებით,
დღეს კი რას ვხედავ, ჩამომჯდარხართ თბილად ნარნარად
მხოლოდ მოსავალს ითვლით სამჯერ გადამეტებით,
საკმეველს ჰყიდი,სანთელსა ჰყიდი , ხატსაც კი ჰყიდი,
გადააქციე სახლი ღვთისა ისევ დახლებად,
ვხედავ არა გაქვს,არც ღმერთისა, არც კაცის რიდი
მერე იპარავ -დანთებულ სანთელს -ჰყიდი ახლებად.
როგორც ზარმაცი გლეხი, ისე წამოწოლილხარ,
მხოლოდ მოსავალს ელი ხისგან, ერთხელ დათესილს,
ხეს როცა უჭირს, ვერა მოვა რა, შენთან სათხოვრად
უნდა მიხვიდე მოეფერო აპკურო კირი.
და რო დაბერავს ქარი ისევ დასავლეთიდან,
მოიტანს მარცვალს, ჩვენთვის უცხო ქვია სახელი
არც კი განაღვლებს სარეველა მოედო ბაღნარს
და ამ თესლიდან მოსავალსა ნეტა რას ელი?
მერე კი იტყვი, გაიმეორებ ცოდვას ადამის,
სხვას დააბრალებ უფლის ბაღის გავერანებას,
მარცვალს,მოტანილს,ქარის ქროლვას გადააბრალებ,
უფალი გკითხავს შენ მებაღევ ჩრდილში გეძინა?
ეს წერილი დაუწერია და გაუტნევია უკან.
Комментариев нет:
Отправить комментарий