вторник, 22 мая 2012 г.

უფალო


უფალო შენდა იმედად ვართ დარჩენილნი მცირედნი,
მოგვმადლე გონით-გონება  რწმენა კი აუარები.

ზოგსა სწავლება მით უნდათ რომ ქონდეთ კუჭი გამზღარი,
ფუჭია იგი წვალება, თუ არ სდევს გონი გამჯდარი,
თუ გულში არ დევს მოყვასის, სამშობლოს სიყვარულია,
რად გინდა იგი სიცოცხლე მხოლოდ რომ მოარულია.

ჰეი ქართველნო გონს მოდით, ჯერი დამდგარა თქვენია,
მრავალმა სცადა დაებყრო მსოფლიო ხმლით და ცეცხლითა
თქვენ სიყვარული არჩიეთ, გზა მოკლე მხოლოდ სწორია*,
კარნი შეუვალთ ესემის მარტო მართალთა ხელითა.

ჰეი მცირედნო თქვენს ხელთ არს სამოთხის გასაღებია,
ვინც რომ მოვიდეს მიიღოს ყველაფრის სამი ჯერია.



მეფემა მეფე წაგვართვა, თავს გაუჩინა ავია,
გაწირა თავისი მოდგმა, გამოუტანა ვალია,
გაქრა სამეფოც, მეფეც და მისი ნაქები გვარია
დღემდე ეძებენ ვერ პოვეს ანასტასიას კვალია.

ისევ დაგვიპყრო ურჯულომ, ისევე სამჯერ წერია,
ისევე როგორც მრავალჯერ ,ჩვენ ვმართეთ დამპყრობელია,
არსებობისა მანძილზე, უმეტესი ხომ ჩვენია,
არ დაგვიფასეს სიკეთე,მივეც მსოფლიო სწორია,
გავედით უმალ დაინგრა,ნანობენ , ума дурни-ა.

მერე მოვიდნენ ცეცხლითა,ისევ რაღა ცის წართმევნი,
ცეცხლი მიიღეს ისეთი, კვამლი არს აუარები,
ვითონ ჰგონიათ წაგვართვეს, ქვა ნახეს თავში საცემი,
დათესილს მალე მოიმკის შემოდგომისა მნახველი.


-მერე კარის წინ დაგვიდეს მოჭრილი ღორის თავია,
ღორის სიმბოლო ვინ არის,ეს იცის მთელმა LAND-იამ,
ტანი სადაა უთავო? თუ ხვდება ნეტა რასია?
სწორია! თავი დაკარგეთ, დაგრჩათ მარტოღა ტანია.
თავის გარეშე დარჩენილს, მალე ეწყება ლპობაო,
სიცივე შველის ცოტათი,გარედან არ ჩანს დნობაო,
შიგნიდან ისე აყროლდა სუნი გადაწვდა ველსაო,
მკვდარს ვერც აქიმი უშველის, ვერცა ბალზამის წყებაო.

ისევ უფლისა იმედად ვართ დარჩენილნი ქართველნი,
სამართალს ველით შენგანა, უამრავ ჭირთა მნახველნი,
შენ დაგვიფარე ავისგან, თუ ვართ სიმართლის მძებნელნი,
დიდება შენსა სახელსა- უკუნისამდე- ვართ შენნი.
11აგვისტო/2011წ.  სოფელი თლუღი.

Комментариев нет:

Отправить комментарий