ოჯახი.
.....ქართლოს ბაბუა გენაცვალოს, იმიტომაცაა წესიერი კაცი წესიერი, რომ არ ყვირის წესიერი ვარო.
მინას გავს წესიერი კაცი,სუფთას და გამჭირვალეს, როგორც დაიწყებს ლაყაფს წესიერი ვარო, იქ უჩნდება ბაბუ ბზარი, ხოლო გაბზარული მინის ამბავი ხომ იცი? დაიძრება ბზარი, გაიზრდება, გაიზრდება და ერთხელაც გატყდება. გატეხილი მინა კი ვის არგია, არც არავის უნდა. იღებენ და ყრიან ნაგავში.
- ბაბუ, როგორ გავიგო კაცი წესიერია თუ არა?.....
-გაიღვიძე ქართლოს!
რა იყო, ცუდი სიზმარი ნახე?
-აა? უფ.... ოცდაათი წლის მკვდარი ბაბუა რამ დამასიზმრა, რა ვიცი.
(ნახევარსარდაფის სარკმელი ოდნავ განათებული იყო.)
ნათო გათენებულა უკვე,... ბავშვები ჯერ არ გააღვიძო,.... შეშის ფეჩს დავანთებ,
უკვე ნოემბერია, აცივდება აწი,.. მერე წავალ, იქნებ სამსახური ან ცოტა ფიჩხი კიდევ ვიშოვო....
- მეც წამოვალ...მამა...მეც წამიყვანე....თვალების ფშვნეტით საწოლზე წამოჯდა ლაზარე.
- ლაზარე, ეხლავე დაწექი და ხმა არ გავიგო შენი , ანანო არ გამიღვიძო დედა.
ხის ფეჩს უკვე ტკაცუნი დაეწყო...
მოდი კაცო გაგიცივდა ჩაი.
აი, ვახოს გამოგზავნილი თაფლიც დარჩა ცოტა.
-არ მინდა, - თქვა ქართლოსმა და ნახევარ ლიტრიან ბანკას გახედა, რომელსაც თაფლი ოდნავ უმალავდა ძირს.
ამასობაში ანანოც გამობანდალდა, პიჟამოთი, უსიტყვოდ,ფეხშიშველი, გაწეწილი თმით და მამიკოს მუხლს მიუახლოვდა ასაბობღებლად, თანაც ცალი თვალით სახლში დადგმულ უცხო ნივთისკენ აპარებდა თვალს.
- მოდი მამიკოს, სიცოცხლე და სიყვარულო - თქვა ქართლოსმა და მუხლზე დაისვა.
ანანომ საჩვენებელი თითი აწია "ფუაა"თქვა და მორიდებით ხის ფეჩს გახედა არ გამიგოსო.
-ნათელა, ხედავ ახსოვს შარშან ხელი რომ დაადო ფეჩს და დაეწვა....
როგორ ვუბერავდით ერთად სულს, პატარა თითუნებს ორი კვირა მალამოს რომ ვუსვამდით გადახვევის წინ..
გახსოვს მამიკოს კუდრაჭავ? ჩემო პატარავ?
ერთად შეუბეროთ კიდევ სული? -ანანომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
ფუუუ,ფუუუ, ფუუუ...
მეტს ხომ აღარ დაადებ ხელს? - ანანომ ისევ უსიტყვოდ გააქნია თავი.
-კარგი წავედი აბა მე.
-ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მიაძახა და პირჯვარი გადაწერა ნათელამ მიმავალ მეუღლეს.
მეუღლეს მხრიდან,უსუტყვო თავის დაქნევა და კარის ჭრიალი გაისმა.
მეზობლები.
ქუჩაში მიმავალმა ქართლოსმა გაზეთების ჯიხურთან მდგარი მეზობლები: ლამარა და თინა შენიშნა.
- გამარჯობათ, დილა მშვიდობისა - მიესალმა ქართლოსი ორივეს, მეზობლებიდანაც ადეკვატური პასუხი იყო.
- გაგიმარჯოს, უპასუხა ლამარამ.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, მიუგო თინამ.
ქართლოსი თვალს არ იყო მიფარებული რომ, ლამარამ თინას ჩასჩურჩულა:
-ამ დილაუთენია მიბოდიალობს სადღაც , ოჯახში კი ცოლშვილი მშიერ მწყურვალი ეყინება.
- იქნება მუშაობა დაიწყო?
- მუშაობა არა?ვის რათ უნდა ასეთი უვარგისი, სად არ მუშაობდა რა თანამდებობები არ ქონდა, ვერსად ვერ ივარგა.
მისი ყოფილი თანამშლომლები ზოგი მანქანით დადის, ზოგმა სახლი აიშენა, თვითონ კი შიმშილით შვილებს ხოცავს.
-ალბათ პატიოსანი კაცია -დაიცვა ქართლოსი თინამ.
-ვის რაში ჭირდება მისი პატიოსნება, ან ვის გამოადგა? თავდაცვის სამინისტროში დიდი თანამდებობა ქონდა, ნათესავებიც მოიმდურა,მეგობრებიც, მეც დამჭირდა და ასე შემომითვალა ცოლის პირით: ვერავის შეღავათს ვერაფერში ვერ მივცემო, კანონმა ნათესავი და ნაცნობი არ იცისო, ყველა მოქალაქე ჩემთვის თანასწორიაო. არც ფულით აკეთებდა საქმეს და არც ნაცნობობა ჭრიდა.
იყიალოს ეხლა ასე ქუჩა-ქუჩა.
- ნათელა, კარგი ქალია, ღვთის მოშიში, პატიოსანი. -სიტყვა ძლივს ჩააკვეხა თინამ, ქართლოსის მხილებით გართულ ლამარას საუბარში.
-ხო, ეგ მეც მეცოდება, მარა მაგის ბრალიცაა, რა ეწანწალება ესე ეკლესია მონასტრებში, ერთი დამლაგებლის ადგილს მაინც იშოვიდა ქალის ამდენ ხანს.
თანაც ხომ გაგიგია კაცი თუ თავია ოჯახის- ქალი კისერიაო. სხვა მაგის მაგიერ კარგად შემოაჯდებოდა მაგ კაცს კისერზე და კარგადაც იცხოვრებდა.
ჩემს იზოლდას ენაცვალოს დედა, სამი-ოთხი თვე მაგასაც გაუჭირდა მარა მერე კი წამოაჯდა თავზე თავის ქმარს,ეხლა კი ესპანეთში აპირებენ საშობაოდ წასვლას.
შოპინგებზე დიდი ფასდაკლება ყოფილა.
-ეჰ, გამართლება უნდა ყველაფერს.
ვითომდა გამოსავალი იპოვა თინამ და იფიქრა ლამარაც დაასრულებსო მარა..
-რაღა გამართლება ქალო, ასეთ თანამდებობას რომ გააფუჭებ, გამართლების ბრალია? მარტო უნდა მჯდარიყო და ფულები ეთვალა, მარა შეატყვეს რა უვარგისი იყო. იქ, იფიქრეს ალბათ, ეს არც თვითონ ჭამს და არც ჩვენ გვაჭმევსო და მოისროლეს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში, რაღაც კადრების განყოფილების უფროსად.
იქაც დაუწყია ქართველობა , პატიმრების პურს როგორ შევჭამო, ამ გაჭირვებულებს და დაქცეულებს ფული როგორ გამოართვაო და ორ თვეში ნებაყოფლობით განთავისუფლების განცხადება დაუწერია.
შენ კიდე იძახი გამართლებაო.

Комментариев нет:
Отправить комментарий