четверг, 14 мая 2015 г.

ტყის ამბავი (იგავარაკი)

ამჯერად  ერთი ტყის ბინადართა  ისტორიას მოგითხრობთ.
  როგორც ყველა  ტყის ბინადართ მათაც ყავდათ თავიანთი მეფე ლომი. 
ერთხელ უსისხლობისგან დამშეულმა სვავებმა, ტყის ბინადარნი აიყოლიეს და უკმაყოფილონი მეფე ლომთან გამოცხადნენ. 
- აბა გისმენთო ვის რა პრობლემები გაწუხებთო ბრძანა ლომმა.
- მე მოგახსენებთო თქვა ერთა სვავმა:
სოფლის ხალხი გვაწუხებსო... 
კი...კი კვერი დაუკრეს ტყის ბინადარნმა.
ღამე გვაწუხებსო...... კი...კი კვლავ დაეთანხმენენ ,
წყარო ცივიაო, კი...კი.......
მზე ცხელიაო...... კი...კი...კი.....
- ჩაფიქრდა ლომი, აბა როგორ მოვიქცეთო?
-როგორ და ადამიანი ხომ ყველაზე გონიერიო?- იკთხა სვავმა
კი...კი.კიი....... უპასუხეს  კვლავ ბინადარმა.
- ავდგეთ და მათი  ჯიშის და მსგავსი, ჩვენი ტყის ბინადარი მაიმუნი დავნიშნოთ ამ ტყის გამგებლადო,
ხალხთანაც იპოვის საერთოს ენას, ღამესაც გაგვინათებს, წყაროსაც შეათბობს და მზესაც გააგრილებსო...
კი....კი....კი..... ერთხმად მოიწონეს ჭკვიანი აზრი ტყის ბინადარმა.
რა ექნა მეფე ლომს, თანხმდა მაიმუნის გაბატონებაზე.

მაიმუნმაც მიიღო ფიცი, რომ ყოველივეს პირნათლად შეასრულებდა, გაამართლებდა ტყის ბინადართა იმედებს. და 
მეორე დღიდავე შეუდგა  მართვას.
- კუ, ფოსტალიონად დანიშნა, ძლიერი ბაკანი აქვს და დიდ გზაზე ხიფათს აცდებაო.
- ჟირაფი, მიწის მთხრელად. დიდი კისერი აქვს და ღრმად ამოთხრის წყაროს კალაპოტი უნდა შეუცვალოთო.
- თხუნელა მრჩევლად დაიყენა, მიწისქვემოთ რა არის ისიც კი იცისო.
- დათვი ხის მჭრელად, ძლიერი არისო.
- ზღარბი მდინარის მცველად.
- ფოცხვერი კი ცეცხლის დამთებლად. 
დაპირებული სიტყვა უნდა შევასრულო, ღამე გავანათო, წყალი გათბოთ, მზე გავაგრილოო.

დაიწყო დათვმა ტყეში ხეების მობეჭვდა, რომელი ხე მოეჭრათ რომ ცეცხლი დაენთოთ,  რატომღაც ყველა მაინცდამაინც ის ხე აღმოჩნდა მოსაჭრელად სადაც ფუტკრებს ქონდათ თავისი სკა თაფლით სავსე. თან  ფოცხვერს ეუბნებოდა მალე დაანთე ცეცხლი თორემ დაღამდება და მაიმუნს ტყე განათებული უნდა ვაჩვენოთო. მოჭრილი ხიდან ჯერ დარეტიანებულმა ფუტკრებმა სხვადასხვა ხის ტოტებს მიაშურეს ეს რა მიწისძვრაა რა უბედურება გვჭირსო?  სანამ  გაერკვნენ საქმის ვითარებაში ერთხანს იბზუილეს.
ფოცხვერმაც წაუკიდა მოჭრილ ხეებს ცეცხლი.
ეხლა კი გამოერკვნენ ფუტკრები, ეს რას ჩადიხართო და დაესიენ დათვს და ფოცხვერს. დაკბინეს , მათაც ბევრი იქნიეს ხელფეხი, ბოლოს გადაახტა ფოცხვერი ცეცხლს და კუდზე ცეცხლს ალი მიწვდა, აგიზგიზდა კუდი ჭაობის ბამბუკის ჩირაღდანივით.ეს კი ვეღარ მოითმინა  გამწარებულმა ფოცხვერმა და გავარდა ტყისკენ სადაც წყარო ეგულებოდა. დათვი კიდე დიდხანს იბრძოდა, ამასობაში კუ მოსულიყო ამბის გასაგებად სამუშაოები როგორ მიმდინარეობსო.
დაინახა კუმ ეს მოცეკვავე დათვი და ენა გადმოუვარდა...
წადი მაშველებს დაუძახე ღალატიაო, ეს მოასწრო ეთქვა დათვმა და მასაც ზურგის ბალანზე აუვარდა ალი და  მანაც ტყეს მიაშუა საშველად.( ინსტიქტი მაინც რა არის, რომ გაქვს პატარაობიდან მასწავლი, საშიშროება როცა მოგელის ტყეს მიაშურეო). დაინახა კუმ როგორ შევარდა ცეცხლმოკიდებული დათვი ტყეში, თუმცა ტყეს უკვე კვამლი კაი შორ მანძილზე ასდიოდა უკვე.

სამი დღედა ღამე ებრძოდნენ სოფლის ადამიანები, ტყეში გაჩენილ ხანძარს, ნახევარი ტყის გადარჩენასაც ვერ შეძლებდნენ  დიდ წვიმას რომ არ  მოესწრო.
ბევრი ტყის ბინადარნის სიცოცხლე შეიწირა ცეცხლმა, მათ შორის ფოცხვერიც და დათვიც.

ასე აღმოჩნდა ხანმოკლე მაიმუნის მართველობა ტყეში.(მაიმუნის აზრით ყოველ შემთხვევაში)
..თუმცა მაიმუნი რისი მაიმუნია, რომ ზურგზე ასე იოლად დაცემოდა.
... და ყოველივე უბედურებას დღემდე დათვისა და ფოცხვერის არაკომპეტენტურობას აბრალებს. თვითონ კი  კვლავ ელოდება ტყის მომდევნო დემოკრატიული არჩევნების მოსვლას.

ამ ყოველივე უბედურებიდან მოგებულნი მარტო სვავები დარჩნენ, მთელი წელი ეყოთ ცხოველთა ლეში და ნახევრად დამწვარი შებოლილი მძორის  ულუფები.
თანაც გულში სიხარული და სხვის დასანახად  თვალზე ცრემლი მოსდგომოდათ. კეთილი სვავები მძორს ნაწილს სოფლის ღორებს უტოვებდნენ  და თანაც იმედოვნებდნენ იქნებ აწი სოფლადაც ჭირი გავრცელდეს და ზამთარიც იოლად გადავიტანოთო.

23.აპრილი. 2013წ.


Комментариев нет:

Отправить комментарий