სამუშაო.
ავლაბრიდან ფეხით წამოსული ქართლოსი, დილის ცხრა საათზე უკვე ეგრეთწოდებულ "გამოფენა"-ზე იყო, სადაც ხის მასალას და რკინეულობას ყიდიან.
- მუშა ხომ არ გჭირდებათ?ჰკითხა ქართლოსმა ფიცარზე ჩამომჯდარ საშუალო წლოვანების მამაკაცს.
-არა, მე თვითონ ვარ მუშა.
- ვინმე ხომ არ იცი რომ ჭირდებოდეს? - ჩაეძია ქართლოსი.
- კაცმა, ელექტრო ხერხზე მომუშავეს გახედა და დაუყვირა:
ზახარიჩ! ზახარიჩ! არ გესმის კაცო? ზახარიჩ!
-ზახარიჩმა ბოძზე მიმაგრებულ წითელ და შავ ღილაკიდან, შავს მიაწვა, ელ ხერხიც გამოირთო და ჩვენსკენ გამოემართა.
ზახარიჩი მოახლოვდა თუ არა ისე დადგა, თითქოს მუშტრისან მისაღებ შეკვეთის მისაღებად მოემზადაო.
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა.
ზახარიჩი 60-70 წლის იქნებოდა, თუმცა ეტყობოდა ფიზიკური შრომისგან კარგ ფორმაში იყო. თეთრი ულაშები ტუჩებთან ოდნავ გაყვითლებოდა, ეტყობოდა მწეველი იყო, თვალებზე დიდი სათველე ეკეთა, უფრო სწორად დიდი სქელი ლინზები აძლევდნენ დიდი სათვალის ელფერს, სათვალის სიმძიმის გამო უკან სქელივე რეზინით ქონდა თავზე დამაგრებული.
სუჩუმე შუა ხნის კაცმა დაარღვია:
ზახარიჩ(თავით ჩემზე მიანიშნა)სამუშაოს ეძებს და ხომ არ იცი ვინმე?
- შენ ეძებ?
-ხო, მე.
ზახარიჩმა, რეზინიანი სათვალეები ჯერ შუბლზე აიტანა, მერე ულვაშზე ხელი ჩამოისვა და ხელი ისე მომართა თითქოს აღაცას იხსენებსო.
-ხო..., ჩემი სახლიკაცის მეზობელი ემზარია ეძებდა მგონი დამხმარეს, აქვე მუშაობს რკინეულობის განყოფილებაში, მეთერთმეტე ნომერი იკითხე, თუ არავინ აუყვანია ან შეპირებული არ არის ვინმეზე არ ვიცი.
მიდი და უთხარი ზახარიჩმა გამომაგზავნა თქო.
- მადლობა, დიდი ბოდიში შეწუხებისთვის.
- რა შეწუხებაა კაცო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
- გაიხარეთ.
*****
რკინეულობაში ძველ დუბლიონკაში გამოწყობილი კაცი დავინახე, თავზე ნაქსოვი ქუდით, ხელში ტყავის იმიტაციან ბლოკნოტში რაღაცას წერდა თუ ინიშნავდა.
-მეთერთმეტე ნომერია? ემზარი სად შეიძლება ვნახო?
- მე გახლავართ...( ისე გაკვირვებით, შიშნარევი ხმით თქვა, საგადასახადო ინს. ვეგონე მგონი)
- გამარჯობათ, მე ზახარიჩმა მომასწავლა თქვენთან, დამხმარე ჭირდებოდაო...
- ხოო...(გაუხარდა) , რკინასთან გიმუშავია?
-არა, მაგრამ ზარმაცი არ ვარ....რა მევალება?
- კლიენტის მანქანაზე დატვირთვა, ჩამოცლა, ხანდახან "სვარშიკ" ლოვასაც უნდა წააშველო ხელი. დღეში ათი ლარი გექნება. ხანდახან „ლევიც“ არის, თუ გეცლება და გვერდზე მეზობელს მიეშველები პატივს გცემენ. არის დღეები ოცდახუთ ლარზეც ახვალ, მაგრამ მაგრა გაწყდები.
- აბა დავიწყოთ?
- დავიწყოთ რა, თუ მზად ხარ!
- რა მომზადება მინდა ხელიც წამოღებული მაქვს და ფეხიც.
ემზარის გაეღიმა
- კარგი, ხელთათმანებს მე მოგცემ, სამუშაო ბუშლატიც მოგივა ზომაში მგონი. სამუშაო შარვალი და ფეხსაცმელი შენ უნდა მოიტანო და აქ გამოიცვლი
.... ხო, მართლა ცხრაზე აქ უნდა იყო საღამოს შვიდზე კი ვამთავრებთ.
ფულს გინდა ყოველ დღე მოგცემ გინდა ყოველ კვირა.
-ყოველი დღის ბოლოს იყოს თუ შეიძლება.
-კარგი.
**************
შვიდს აკლდა ხუთი წუთი რომ , ემზარიმ თქვა: აბა დავიშალეთ უკვე.
მე ათ ლარიანი გამომიწოდა და ბლოკნოტი დახურა.
ფეხით გეზი ვაგზლს ბაზრობისკებ ავიღე,გაგებული მქონდა საღამოს ყველაფერი იაფი არისო.
მთელი დღის ნაშრომით ბევრი რამე ვიყიდე:
შაქარი-1კგ(სინამდვილეში 900გრ) - 1.70ლარი.
თონის პური , 3ც 3.00 ლარი,
კართოფილი 3კგ. 2.00 ლარი.
მაკარონი 3 ლარის
ბებოს დარჩენილი 0,30 თეთრი მოწყალების.
სახელმწიფო სამსახურში ჯამაგირი1300 ლარი და 1700 ლარიც მქონია, მაგრამ ამ 10 ლარიანის აღებით მიღებული სიხარული პირველად განვიცადე. 10 ლარი რა მცირეა 1700 ლართან შედარებით, მაგრამ რამხელაზე დიდი სიხარულის მოტანა შეძლებია.
„დიდ გვაბში არ ეტეოდა, პატარაში სულ არ იყოო“- ადამიანისთვის როგორ შეუძლებელი წარმოსადგენია ეს, თუმცა ადამიანები იმიტომ ვართ და არა ღმერთები, რომ ყველაფერი არ გვესმის. დიდი არ მახარებდა ისე ,როგორც მცირემ გამახარა.
საღამოს ათ საათზე მივედი სახლში და ჩემი ოჯახის შეშინებული სახეები სიხარულმა შეცვალა.
მეორე დღე
ჩემი ლაზარეს წყალობით უკვე მთელმა უბანმა იცოდა ჩემი მუშაობის დაწყების ამბავი.
მესამე დღე.
თითქმის ყველა ნაცნობმა მომილოცა.
სახლიდან სამუშაოზე და უკან, ფეხით დავდიოდი. ჯანმრთელობისთვის კარგიაო, ვამბობდი,თუმცა ამით სამ ლარს ვზოავდი.
ალბათ სამი ლარი რა არისო იტყვის საქმეში ჩაუხედავი კაცი, მარა ჩემთვის სამ პურს უდრიდა, ოჯახისთვის საარსებო სამ პურს.
მეხუთე დღე.
კლასელმა ზურამ დამირეკა, ძლივს ვიცანი რადგანაც სკოლის დამთავრების შემდეგ არ გამეგონა მისი ხმა. ჩემი მუშაობის დაწყების ამბავი მასაც გაეგო და 250 ლარი მთხოვა, მეუღლე ცუდად მყავსო. სამწუხაროდ ვერაფრით დავეხმარე,
დარწმუნებული ვარ, იფიქრა აქვს და არ მომცაო. დამშვიდებობაზე შევატყვე.
მოსე (მეშვიდე დღე)
შრომა გაწეული, ათ ლარიანი სურსათსანოვაგით ხელ დამშვენებული მივედი სახლში, როდესაც ჩემი მერხის მეგობარი მოსე დამხვდა სტუმრად მოსული, ჩემი ერთი თვის ნაშრომი არ ეყოფოდა იმდენი რამე მოეტანა: სამი შუშხუნა ღვინო, არაყი მედოფი, ქათამი მზა შემწვარი, ყველი, სოსისი, ძეხვი მიქოიანის, შინხოფერის დოქტორსკი, ტორტი და შოკოლადის კანფეტები.
კანფეტების მარაგი უკვე ათვისებულ, განაწილებული იყო ლაზარეს და ანანოს მიერ
ორივენი კარგა მოზრდილი შოკოლადის ულაშებით დამხვდნენ, მაგრამ მათვის ვის ეცალა...
- მოშე, შე დაკარგულო, როგორ ხარ?, როდის ჩამოხვედი იზრაელიდან?
-ეჰ ,მართალი გითხრა ქართლოს ,თითქმის სამი წელია, აქეთ ვარ.
- ხომ მშვიდობაა შენსკენ?
- კი , ხუთი წლის წინ გოგო გავათხოვე, სამი წლის წინ ბიჭიც დაოჯახდა,მერე ჩავაბარე ბიზნესი, მე კი აქეთ გამომიწია გულმა.
- ბაბუაც იქნები უკვე.
- არა, ჯერ ახალგაზრდები არიან და არ ჩქარობენ ,უნდათ ცხოვრებით დატკბნენ.
- მაინც აქეთ რამ გადაგაწყვეტინა წამოსვლა?, ვიცი კარგად აიწყვე ცხოვრება, წყნარად არისო ბიჭებმა.
- ოო,სწორედაც სიწყნარე მომბეზრდა ქართლოს.
იქ ცხოვრება ტბას გავს: წყნარია, ერთფეროვანი, არაფერი საინტერესო.
აქ ცხოვრება მდინარესავითაა, ჩქეფს და საინტერესოცაა. მეც აქ დაბადებული გაზრდილი თევზი ვარ და მიტომ ვერ გავძელი იქ.
- მერე იცი?, რომ მდინარეში ცხოვრება ძნელია?, სულ მზად უნდა იყო, თორემ მისი ძლიერი ტალღები სულ ქვებზე გარტყმევინებს თავს.
ხა...ხა..ხა...
- ვიცი დაგენაცვლე, თუ გამიჭირდა ,მეც მივენდობი მდინარეს, მოვიმკვდარუნებ თავს და გავყვები, ბოლოს ჩემს ტბაში ჩამიყვანს თავისით.
- ხო..ხო..? რა "ხიტრები ხართ"? რა ჭკვიანები?
კაცი წყალს მიქონდა და გზა იქითკენ ქონდაო - მაგას გავს ეგ.
- ხო, უცებ გამშიფრე ქართლოს, მესამე თვალი გაქვს, ყველაფერში ასპროცენტიანი იყავი ყოველთვის, მე რაც ვიცი.
- კაი... ,არ გინდა, მოდი მიუჯდეთ სუფრას, ტყუილად არ მოხვიდოდი შენ, საქმე გექნება რამე.
- რატო კაცო ?
... თუმცა კი, მაგაშიც მართალი ხარ, გზადაგზა აგიხსნი ჩემი მოსვლის მიზანს.

Комментариев нет:
Отправить комментарий