ყვითელი ფურცლები.
ფურცლებს გავუმხილე
ჩემს გულში ნადები,
შენამდე ვერ მოვლენ,
იმედიც არამაქვს.
თაროზე შემოვდებ და
განვერიდები,
მცველად დავუყენე
დრო ზამთრის ამარა.
ბერდება სხეული,
სული არ შეცვლილა,
ისევ ისეთია
უბრალო, ანკარა.
ხუნდება, ძველდება,
ყვითლდება ფურცლები.
სიტყვები, ფიქრები,
გრძნობები კი არა.
დრო გავა ...
ბავშვები ფურცლებს იპოვიან,
ჩავლენ მდინარეზე "ხომალდს" ააგებენ,
ნაპირს გაუყვება ჩემი სიმფონია,
ტალღებს "აზვირთებულ გრძნობებს"
გაანდობენ.
ლოდები
ცდილობენ, გვერდი შეუნგრიონ,
ჩაძირონ ფიქრი და წარსული, მორევში.
ნავი ამაყია, თუმცა უსუსური...
ბოლომდე იბრძვის,
რომ დაიცვას
გრძნობები.
ისევე მიცურავს ბედზე მინდობილი,
სადამდე გაუძლებს... ნება არის ცის!
სიტყვა მასში დევს და
გულში ის მადარდებს...
შენი მისამართი,
ნავმა რომ არიცის?
***
ნაპირთან გოგო
და ბიჭი ჩამომჯდარან.
ბიჭს სიტყვა არ ყოფნის
გრძნობების სათქმელად.
ჩემი ნავიც მაგ ნაპირს არ შეასკდა?!
გადიშალა და...
დიდ ლოდზე გადაწვა.
აიღო ბიჭუნამ მოსული წერილი,
უკითხავს გოგონას
ერთ ამბავს - ცხრა მთისას...
ვგრძნობ, როგორ აინთო
უმანკო ლოყები,
...ასე საიდან ჰგავს
ეგ გრძნობა მათისას..
(ბიჭი)
ალბათ ნიშანია
ჩვენი სიყვარულის!
აბა სხვანაირად ნავს რა მოიყვანდა?!
თანაც ჩატვირთული შიგნით სიყვარულით,
ნახე?.. ჩვენს ლოდებთან როგორ გადიშალა?...
(გოგო)
მოდი, გავაშროთ და
მუდამ შევინახოთ,
ეს იყოს თილისმა
ჩვენი სიყვარულის...
დროსაც თუ გაუძლო,
წყალსაც თუ გაუძლო,
ჩვენს გრძნობასაც შეკრავს
მყარი სიყვარულით.
...ეხლა კი დავწყნარდი,
სანდოს ხელში მოხვდი.
დასტურად იქეცი ახალ სიყვარულის!
შენ იცი დღეიდან, როგორ დაიფარავ
მიეც მათ სიკეთე ბევრი სიხარულით...
ამრავლე, აშენე, ჯიშით და ჯილაგით,
უბოძე მათ მოდგმას, მადლი და კურთხევა,
ქართული სული, ჯვარი და ოჯახი,
უფრთხილდით ვერ შეძლონ ამ ფუძის მონგრევა.
27.აპრილი.2013.
Комментариев нет:
Отправить комментарий