იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი
რა იქნებოდა,
იყო შაშვი მგალობელი ღმერთი ჩვენი მწყალობელი.
იყო ერთი მეფე*, ჰყავდა სამი ძე. გასაკვირი ისაა, რომ სამივე უფლისწული სახვადასხვა ქალწულიდან ჰყავდა.
პირველი ძე მიწის ქალწულმა - მაგდამ** აჩუქა ,
მეორე წყლის ქალწულმა - მთვარისამ***,
მესამე ჰაერს ქალწულმა - მზისამ****.
ქალწულ მადგას მიწიერი სილამაზე ქონდა, მისი მსგავსი სილამაზე დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდა. ქალწული მთვარისა უზადოდ ეშხიანი იყო და ხშირად მაგდას სილამაზესაც კი ჩრდილავდა. ქალწული მზისა, არც მაგდასავით ლამაზი იყო, არც მთვარისასავით ეშხიანი, მაგრამ მაგათგან განსხვავებით უზომოდ მშვენიერი იყო.
ხუთ წლამდე უფლისწულები ერთად იზრდებოდნენ.
ხუთი წლის თავზე მეფეს უნდა გადაეწყვიდა რომელ ძე რა ბედს წეოდა.
ერთი სასახლეში უნდა დარჩენილიყო აღსაზრდელად, მეორეს სასულიერო პირები წაიყვანდნენ, ხოლო მესამეს ხალხის წრეში ცხოვრება ელოდებოდა.
მეფემ სილამაზე არჩია ეშხს და მშვენიერებას და სასახლეში, ლამაზი მაგდას ძე დაიტოვა მომავალ მემკვიდრედ. მთვარისას ძე სასულიერო პირებმა წაიყვანეს, ხოლო მზისას ძე ერთ ღარიბ ბერ მებადურს მიაბარეს.
დრო გადიოდა.
ერთხელ ძეების დაბადებიდან თვრამეტი წლის თავზე, ქვეყანას უზარმაზარი ურჩხული შემოეჩვია. ხალხი აუტანელ გასაჭირში ჩავარდა. საშველი კი არსაიდან ჩანდა. ურჩხულთან შესაბრძოლებლად მეფე უკვე ხნიერი იყო. მაშინ უფლისწულმა მაგდას ძემ, რომელიც სასახლეში, გმირულ ზღაპრებზე იზრდებოდა, გადაწყვიტა ურჩხულს შებრძოლებოდა. აისხა იარაღი, მოახტა ცხენს და გმირულად მიეჭრა გველეშაპს, ურჩხულმა არც აცია არც აცხელა და თავის ცხენიანად გადასანსლა მაგდას ძე.
დაღონდა მეფე,გლოვა გამოაცხადა სასახლეში, მაგრამ უმალ მთვარის ძე გამოჩნდა, მე დავამარცხებ ურჩხულო, მე ვიცი, როგორ დავაბრუნო ჯოჯოხეთიდან მოსული თავისივე ადგილას,არც იარაღი მჭირდება და არც ცხენიო.
ადგა და მივიდა გველეშაპთან, ბევრი ელაპარაკა, ურჩხულმა უსმინა და ბოლოს რომ ვერაფერი გაიგო ისიც გადაყლაპა.
ისევ დაღონდა მეფე, ისევ გლოვა გამოაცხადა.
სად იყო და სად არა მზისა ძე გამოჩნდა, მე მოგაშორებთ ურჩხულსო.
მეფე კიდევ უფრო დადარდიანდა, სასახლეში გაზრდილმა უფლისწულმა ვერაფერი დააკლო, ვერც სასულიერო გარემოში აღზრდილმა და შენ ღარიბ ბერ მებადურთან, ხალხში გაჭირვებთ გაზრდილმა რით უნდა დაამარცხო გველეშაპიო.
არ დაიშალა მზისას ძემ. ადგა გააკეთა დიდი მყარი კასრი, ფეხები გაუკეთა, ხარის თავი დაუმაგრა, კასრზე ხარისვე ტყავი გადააკრა და ტყის პირას სადაც გველეშაპი ეგულებოდა დააყენა. თვითონ შიგ ჩაჯდა და გველეშაპის მოსვლას დაელოდა თან ხერხი, ხმალი, თოკზე გამობმული სასროლი ოთხკაპა, ჭაობის ბამბუკი და კვესაბედი მოიმარაგა.
საღამოს გველეშაპიც გამოჩნდა. დაინახა ტყისპირას მზისა ძის შენიღბული კასრი პირუტყვი ეგონა და თავფეხიანად გადასანსლა.
ძემ რომ იგრძნო ურჩხულის მუცელში ვარო, გამოტეხა კასრი. აანთო ჭაობის ბამბუკი, ხმალი და ხერხი ქამარში გაირჭო, მოიმარჯვა ოთკაპა და ურჩხულის უზარმაზარი გულისკენ ისროლა.
გამოედო ოთკაპა გულის ერთ არტერიას, მოქაჩა თოკი და აცოცდა გულზე, ამოიღო ხერხი და გულის მეორე არტერიას ჭრა დაუწყო.
იფეთქა სისხლმა ურჩხულის გულიდან მდინარესავით და დაენარცხა მიწას უზარმაზარი მონსტრი. კვლავ დაატრიალა ძემ ოთხაპა და ეხლა ურჩხულის ყელს მიდამოსკენ ისროლა, რომელიც ხორხის გამოედო. კვლავ აძვრა თოკზე იმარჯვა ხმალი და სადაც სუსტი ადგილი იყო გამოუსვა ურჩხულს და გამოვიდა გარეთ გამარჯვებული.
მოცვივდა გახარებული ხალხი, გაჭრეს მუცელზე ურჩხული და მაგდას და მთვარისას ძეებიც გადაარჩინეს. გადაეხვივნენ ერთმანეთს გადარჩენილი ძმები და მის შემდეგ აღარც დაშორებულან. მეფემაც უზომოდ გაიხარა.
ასე გადააარჩინა ხალხის ავ კარგობაში გაზრდილმა მზისას ძემ ქვეყანა.
შენიშვნები:

მეფე* - მმართველი ხალხი (სახალხო მმართველობა)
მაგდა**- (სილამაზე) წარმავალი
მიწიერი ღირებულება.
მთვარისა*** - მოჩვენებითი წყალობა,
ფარისევლობა, მიმოქცევითობა წყლისა.
მზისა**** - ღვთიშობელი, ძე
- უფალი, ერი. (იხ.ლექსი „ნუ უღალატებ!“)
ერი ეს არის სამშობლო,
სამშობლო არის ერთი.
ერთია როგორც უფალი,
წმინდაა როგორც ღმერთი.
სამშობლო არის ერთი.
ერთია როგორც უფალი,
წმინდაა როგორც ღმერთი.
ურჩხული*****- ეშმაკი , უწესობა,
გარყვნილება ცოდვა.
მეფემ არჩია მაგდას ზე - ხალხმა არჩია მიწიერი ღირებულება.
მზისა ძე დაწუნებული იქნა - ჯვარს გააკრეს, ხსნაც საბოლოოდ მისგან არის.
Комментариев нет:
Отправить комментарий