пятница, 19 апреля 2013 г.

აღსდგომისპირული.


აღსდგომისპირული.
 (სიმღერა ო-ს გარეშე)

იადონო, ცისა სწორო!
 ია დონია(ო).
გაიღვიძე, გენაცვალე!
 მზე ამოსულა(ო).
ავი მთვარე წასულია
შეშინებულა(ო),
ვარსკვლავებიც დაუჩრდილავს,
მისსა ნათელსა(ო).
ღვთისმშობლისთვის  მინდობილი
ეს შენი მიწა(ო),
ცისარტყელა ცაზე არი
შვიდი ფერია(ო),
სამ ხმაშივე გიგალობებთ,
ნოტიც შვიდია(ო)
აამღერე ერი შენი
დო, "სი დო ნია"-(ო)
გაუფინეთ ფეხქვეშ ია
ფერთა ფერია(ო)
აღსდექი და შეეგებე
ძე  მოსულია(ო).

16.აპრილი.2013წ

Комментариев нет:

Отправить комментарий