"პეტრემ სასუფეველში თხოვა უფალს, მისი ჯოჯოხეთში მოხვედრილი დედაც ეცხოვნებინა. უფალმაც ანგელოზი გააგზავნა ჯოჯოხეთში. ანგელოზს პეტრეს დედასთან ერთად მრავალი სხვა სულიც მოეჭიდა, და რამდენადაც დიდი იყო ამ სულების რაოდენობა უფრო მსუბუქად ამოდიოდა ანგელოზი, მაგრამ გზაში, პეტრეს დედამ ეგოისტურად დაიწყო სხვა სულების ხელის კვრა და ისევ ქვემოთ ჩაყრა, რაც უფრო მეტ სულს ყრიდა პეტრეს დედა მით უფრო მძიმდებოდა ანგელოზი, და ბოლოს როცა მხოლოდ პეტრეს დედა დარჩა ანგელოზი ისე დამძიმდა, რომ ისიც ჩააგდო.."
ბაბუა და შვილიშვილი
(მთის ყვავილების მონაყოლი)
შემეცნებითი - რელიგია და მეცნიერება.
მოქმედი პირნი:
ბაბუა(ლუკა)
კახაბერი(შვილიშვილი)
კავკასოინის დასავლეთ კალთაზე ამოსული მთის ყვავილები ბუნებრივ, ხელთუქმნელ, ხალიჩას ქმნიან და აღმოსავლეთიდან ამომავალ მზეს იმედის თვალით უყურებენ, რადგანაც ელოდებიან დღენიადაგ მისგან სითბოს და მოწყალებას. ზეციური სიმშვიდე და სურნელება ტრიალებს. ღრუბლებიც კი ანგელოზებივით დაფრინავენ და გარს უვლიან ყვავილთ.
ქვევით ქალაქია, ხმაურიანი. მისგან გმინვა, ჭრიალი, ხრიალი, შავი კვამლი, მაზუთი ,კუპრი, ზუზუნი ,გუგუნი ისმის. ამ სიმაღლიდან ისე ჩანს, თითქოს მიწიდან ამოსული რაღაც პატარა ჯოჯოები დადან, დაბობღავენ. ნეტა რა ეწოდება ამ ადგილს?...
- აი სწორედ ამ მთის კალთაზე ჩამომჯდარ ბაბუა და შვილიშვილის საუბარს შეესწრენ მთის ყვავილები.
- მოდი კახაბერ, ცოტახნით შევისვენოთ და ჩამოვჯდეთ ამ ქვაზე ბაბუ.
გახედე,ნახე რა სილამაზეა, განა ეს მშვენიერება არ არის ღმერთის არსებობის დასტური?
-კი ბაბუ, არის.....მაგრამ მეცნიერებს რატომ არ ჯერათ ბაბუ მისი არსებობის?
- იმიტომ რომ მაგენი ხელით თუ არ შეეხენ, არ დააგემოვნეს,არ გამოიკვლიეს, არ გასინჯეს,ისე არაფრის სწამთ.
..მაგათ ღმერთი ცაში ჩამოკიდებული ბერიაცი ეგონათ, რომ გახედეს სამყაროს და ვერ დაინახეს რწმენაც დაკარგეს.
-აბა სადაა ბაბუ ღმერთი?
- ღმერთი აქ არის და არ არის, აი აგერ ქვას ხომ ხედავ მასშია და მის მიღმიერშია.
ღმერთი მაღალაა ვამბობთ და რომ ნახო უნდა დამდაბლდეო, სიკვდილით უკვდავებაშია, ღმერთი ადამიანის აზროვნებს ურთიერთ წინააღმდეგობაშია ანუ პატარაში დიდად არის, დიდში პატარად.შეუძლებლის შესაძლებლობის შეთავსებულობის შეუთავსებლობაშია. ანუ ბაბუ ისეთი დიდი ქვის შექმნა შეუძლია რომელსაც ვერ აწევს ძალზედ ადვილად აწევით. ეს ადამანის აზროვნების ჩარჩოებს ცილდება.
მეცნიერებს კი ჯერ ისიც ვერ გაურკვევიათ ზევით და ქვევით რომელია.
- ბაბუ, მასწავლებელმა გვითხრა, ღმერთი ასეთი ძლევამოსილი თუ არისო, ადამიანის მიერ დანთებული სანთელი რაში ჭირდებაო?
- რაო?... მასწავლებელმა გითხრა?.. ასე უთხარი, დანთებული სანთელი ღმერთს კი არ ჭირდებათქო, არამედ თვითონ ადამიანის სულს ბნელეთის გასანათებლადო.
- მონასტერი რისთვისაა ბაბუ?
- მონასტერი კახაბერ...წარმოიდგინე ბაბუ დიდი ბეღელია, სადაც მარცვალს ანუ მართალ სიტყვას არიგებენ.... აბა შენ მითხარი სამი კაციდან რომელი გაახარებს თავს საქციელით უფალს: პირველი კაცი დღედაღამ მონასტერშია, ლოცულობს, წესებს ზუსტად იცავს არც მარცვალი მიაქვს ბეღელიდან, რადგანაც უმეტეს დროს იქ ატარებს. მეორე კაცი მიდის ხშირად, ისმენს მართალ სიტყვას, ბეღელიდანაც გამოაქვს მარცვალი მაგრამ არ თესავს, თავისთვის სახლში ინახავს. მესამე კაცი, იშვიათად დადის მონასტერში, ყველა ლოცვაც არ იცის , შეიძლება არც წესი მარამ გამოაქვს მონასტრიდან მარცვალი , სთესს, ოფლითა და სისხლით რწყავს,ეფერება, და მოსავალს ელის.მერე ხარობს, მოყვასებს ურიგებს, რომ მათაც დათესონ და გამრავლონ მარცვალი... ჰა , აბა მითხარი..
- მესამე ბაბუ.
- ყოჩაღ ბაბუ, თუ არ ამრავლე, თუ მარცვალი არ დათესე რომ ნაყოფი გამოიღოს და სხვა დააპურო, რათ გინდა ეგეთი მარცვალი მარტო შენი მუცლისთვის ან სულისთვის თუ იქნა. მონასტრის გარეთ როგორი ხარ იმით ფასობს კაცი, თორე მონასტერში ყველანი სათნოები და კარგები ჩანან.
- ბაბუ ჯოჯოხეთი არსებობს?
-კი ბაბუ, არსებობს.
-სამოთხეც?
- კი სამოთხეც.
- დედამიწა რაა აბა?
- დედამიწა ბაბუ, ჯოჯოხეთიდან გამოსული სულებს, თავიდან გამოცდის ოთახია. ადამიანს უნდა რომ დიდხანს იცოცხლოს, რადგანაც ეშინია გამოცდის.
წარმოიდგინე მოსწავლე, როცა არაა დარწმუნებული თავისი ცოდნის სისწორეში და უნდა რომ დიდხანს გაგრძელდეს გამოცდა, იქნებ ვინმემ ან უკარნახოს ან რამე გაახსენდეს, მაგრამ უსასრულოდ რომ გაგრძელდეს გამოცდა ეს ხომ ჯოჯოხეთის ტოლფასი იქნებოდა, ამიტომაც სიცოცხლეც და თვით სიკვდილიც შემოქმედს იდეალურადააქვს დაგაწყვეტილი.
უკვდავი რომ იყოს ადამიანი, ეხლა მონათმფლობელური წყობილება იქნებოდა, სისხლის ზღვრები და ვერასოდეს ვერავინ შეცვლიდა ხელისუფლებას. აი ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა. სიკვდილია ის კანონზომიერება და ნიშანი რომ მიხვდე საკუთრივ გამოყოფილ დროში როგორ მოიქცე.
აი ზოგი მერამდენედ მოვიდა ჯოჯოხეთიდან, მაგრამ თავისი ცხოვრებით ისევ უან ბრუნდება. ვიღაცამ შეძლო ღირსეულად ეცხოვრა და შეუერთდა მარადისობას მიღმიერში.
- გამოცდა როგორ ტარდება ბაბუ?
- აი უშანგი, მაგალითად წინა ცხოვრებაში დიდი შეძლებული კაცი იყო,
მაგრამ ძუნწი, მოწყალებას არ გაცემდა ფულის მონად იყო ქცეული. იყო ერთ ხანს ჯოჯოხეთში,
ეხლა ხელახლა მოსული ეგერ დედამიწაზე უკიდურეს გაჭირვებით იცდება, არაფერი არ გამოსდის, თვით ოქროსაც კი მის ხელში ტალახის ფასი აქვს. შეძლებს ღირსეულად იცხოვროს არ დაეცეს სულით შეუერთდება უფალს, ვერა და წავა შემდეგ წრეზე.
- ჩვენ მეზობელ დემური ბიძიას ერთადერთი შვილი რომ დაეღუპა ესეც გამოცდაა?
- კი, ბაბუ მესამე შემთხვევაა, წინა ორ გამოცდაზეც ასევე დაეღუპა შვილი, იმისმაგივრად ელოცა, ორივე შემთხვევაში ღმერთი დაგმო, წინა შემთხვევაზე ღმერთზე გამწყრალი კომპარტიაში შევიდა, მონასტრებს ანგრევდა და ხატებს წვავდა, ათეისტობდა. 1932წ შენობის ნანგრევებში მოყვა და ისევ ჯოჯოხეთში ამოყო თავი.
- კი მაგრამ ბაბუ თავიდან პირველად რა ჩაიდია ასეთი ცუდი?
- რა და მეზობელ სოფელში სახლს ძარცვავდა თურმე, თავზე შემთხვევით თავისივე სოფლელი შვიდი წლის გოგონა დადგომია, დეიდასთან ყოფილა სტუმრად ამავე სოფელში, უცვნია მძარცველს, და შიშის გამო არ გამთქვასო, იქვე მოუგუდია.
მის მერე არის დასჯილი შვილის სიკვდილის სასჯელით, ეს ტანჯვა უნდა განიცადოს. იმ გოგოს მოკვლით ყოველ ჯერზე თავს შვილებს კლავს.
-კი მაგრამ ბაბუ დეიდა ანიას შვილიც ხომ იყო ეს? ანია დეიდამ რაღა დააშავა,
ის ხომ კარგი ქალია სამშობიაროში მუშაობს ექიმად.
- ექიმად....ეხ ბაბუ პატარა ხარ შენ ჯერ, ყველაფერი ეხლა გინდა გაიგო, აცადე ბაბუ გაიზრდები და გაიგებ ყველაფერს. ერთი დაიხსომე განგება არაფერს ტყუილად არავის სჯის და ყველანი რასაც ვიმსახურებთ იმას ვღებულობთ და ისევე ვცხოვრობთ, ხოლო ჩვენვე სასჯელს როგორ გავუმკლავდებით იმაზეა დამოკიდებული ჩვენივე უკვდავება. სწორი ცხოვრებით უნდა გამოისყიდო ცოდვა და თუ შეგხვდება უბედურება, სხვა არ დაადანაშაულო, საკუთარ თავში ეძიე, იქნება მიხვდე, მიაგნო, გაიხსენო გამოიღვიძო და დაინახო კიდეც.
- დათო ბიძია? მას ყველაფერი აქვს,სამსახური ,მანქანა ფული, შვილები.
ისიც იცდება?
- კი ბაბუ, აქ ვინც დედამიწაზე ვართ ყველანი. დათო წინა ცხოვრებაში, კარგი ადამიანი ყოფილა,შრომობდა, გაჭირვებულებსაც ეხმარებოდა, გლეხის ბიჭიც კი გადაურჩენია მდინარეზე, მაგრამ ქაღალდის თამაში,თამაქო, ღვინის უზომო სმა და ქალები უყვარდა.
ეხლა ყველაფერი აქვს, შვილები ჯანმრთელები, თვითონ არ ეწევა არც სვამს, მაგრამ საღამოობით, მის ოჯახში, მეუღლის დაქალები მოდიან, ხუთივე დაქალი სიგარეტს უბოლებს და ხითხითებენ თუ სასმელიც აქვთ მასაც არ იკლებენ. გუშინ გაუნათლდა გონება თურმე და მიხვდა თვითონ ამ ყოველივეს.
.."თქვენ ეშმაკებო ვერ უნდა გაჯობოთო ტვინითო?"- ადგა ჩუმად და საძინებელში შევიდა კარი მიიკეტა და... კვამლს აღარ შეუწუხებია მარამ ჯოჯოხეთიდან კისკის ხითხითი ხმა არ წყდებოდა თურმე.
აი ესეც მისი სასჯელი ქალები, სიარეტი ,სმა. აბა გონიერება არ გამოეჩინა შემცდარიყო და დარეოდა ეშმაკებს, ნახავდა როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება.
ერთი განსხვაცებაა მარტო ამ ცხოვრების გამოცდას და იმ სკოლის გამოცდას შორის შენ რომ გიტარებენ.
-რა განსხვავება ბაბუ?
-რა და ადამიანის მიერ შექმნილ გამოცდაში, სხვისი დახმარების უფლება არ გაქვს, ღმერთის მიერ მოწყობილ, ჩვენი ცხოვრების გამოცდაში კი არხარ შეზღუდული, შენსას თუ ვერ ხსნი სხვისი ამოხსენი, გაუწოდე ხელი დახმარების,
შენ არათუ გეკარგება გაწეული სიკეთე,
არამედ მეტად ფასობს სხვისი დახმარება და გულისხმიერება,
აბა წმ.
პეტრეს დედასაც ხელის კვრის მაგივრად სხვებს რომ მიხმარებოდა საკუთარ სულსაც გადაირჩენდა და სხვისასაც.
ყველაფერი იწონება სამართლიანად.
-
ხელისუფლებაც,
თანამდემობაც გამოცდაა?
- ოო, ხელისუფლება ყველაზე ძნელი,
რთული გამოცდაა კახაბერ, კაცობრიობის ისტორიაში ძალიან მცირემ თუ შეძლო მისი ცდუნება დაეძლია და დარჩენილიყო უბრალოდ, უამპარტავნოდ, მატერიალური კეთილდღეობის მისაკუთრების გარეშე..
...სალოსი ბერობა უფრო ადვილია ,
ვიდრე თანამდებობის და ხელისუფლების მიმღები მერე არ ცდუნდეს,......კარგად დაიხსომე, რომ გაიზრდები კახაბერ და მსოფლიო სიმდიდრე შემოგთავაზონ, შენი ერი, ქვეყანა, უფალი არასდროს არ გაცვალო არაფერზე, რადგანაც ოქრო მხოლოდ ლითონია, ფული მხოლოდ თივა,
ალმასი მხოლოდ ქვა, ხოლო ერი,
ქვეყანა , უფალი კი ცხონება და უკვდავებაა.
-მადლი რაღაა ბაბუ?
- მარტივად რომ აგიხსნა ასე გეტყვი, მაქვს ათი მადლის ქვა, ამ ქალაქში ათი ღირსეული ცხოვრობს ყველას თითო-თითო ერგება, თუ ხუთი ცხოვრობს ორ ორი, ხოლო თუ ერთი მაშინ ათივე მადლის ქვა მისია.
- ბაბუ სამყარო როგორია? აი,სუუულსუუულ ბოლოში რომ გაიხედო რას დაინახავ?
- აი ეგეც რომ გითხრა, დამანებებ თავს? გეყოფა დღეს ამდენი ცოდნა.
- კი, კი, ბაბუ დაგანებებ..დაგანებებ..
- კარგი, მოდი ავდგეთ და ზურგს უკან ზურგით ამომიდექი სიმაგრისთვის. აბა ჩემი ჯოხით გავხედო სამყაროს...
ოოო, ვხედავ მგონი..
- რას ხედავ ბაბუ?.
- იდექი ნუ ინძრევი კადრს ვერ ვიჭერ....
შენ გხე~დავ... კა~ხა~ბერ იქ ,...შენ ბაბუ, ჩემს ზურგზე მოყრდნობილს.
იცი ეს რას ნიშნავს ბაბუ?..ესეიგი სამყაროც მრგვალია.... მრგვალი.