შენ ნაკითხი ხარ, მე არამცოდნე,
შენ ნასწავლი ხარ, მე უსწავლელი,
შენ ბრალიანი, მე კი უბრალო,
შენ წასული ხარ, მე მოსასვლელი.
მიტომ მაღლიდან შენ გვიცქერ ქვევით,
ხედავ ჭუჭყსა და მხოლოდ ბიწიერს,
მე ვიყურები ქვევიდან ზევით,
ვხედავ უფალს და საქმეს მის მიერს.
ჭეშმარიტების შეცნობის გზებსა
იძლევა მხოლოდ ზეცით ნათლობა,
შენ შენი ცოდნის ლაბირინთებიში,
უფრო დაშორდი განათ"ლელო"ბას
შენ შენთვის იღვწი და შრომობ მხოლოდ
მე კი სულ მტკივა სამშობლო ერი
ამიტომაც ხარ შენ კახა მხოლოდ
ამიტომაც ვარ მე კახაბერი.
Комментариев нет:
Отправить комментарий