დღევანდელ დღეს მომხდარს - ამბავი ქვია,
გუშინდელს- ფაქტი,
უფრო ძველს - ისტორია,
ძალან ძველს - ლეგენდა,
ასე იქცა თბილისის დაარსების ამბავი ფაქტად, ფაქტი ისტორიად , ისტორია ლეგენდად, და რაც დრო გადის უფრო შეთხზულად, ვიღაცის მიერ გამოგონებულად ანდა ლამაზ ზღაპრად ნათქვამად მიგვაჩნია.
მეცნიერებსაც კარგად ვიცნობ, რისი მატერიალური, ხელმოსაკიდი( ხელით შესახები) ფაქტი არ არის, ის ადვილად ექცევა შეთხზულის ლეგენდობის კატეგორიაში.
თუ არა და მოგთხოვენ ისარს და ხოხბის ძვლებს.
სიტყვა გამიგრძელდა ,სინამდვილეში სულ სხვა ამბავი, უკაცრავად ჩემი შეთხზული ლეგენდა გიამბოთ დედამიწაზე.
ძალიან ადრე მხოლოდ ერთი ცოცხალი არსება იყო სამყაროში რომელსაც ჩვენ დღეს დედამიწას ვეძახით.
ერთხელაც მობეზრდა დედამიწას მარტო ყოფნა და გააჩინა თავის უბეში ცოცხალი არსებები. ნახა რომ სიცოცხლე ლამაზია. დაიწყო ტყბობა დედამიწამ მისი მშვენიერებით და უმატა თავის შემოქმედებას, მაგრამ ხუთი დროის მერე მოვიდა ავი ქვა და აგავა ყოველი ქმნილება მისი, აქცია დედამიწა ცარიელ ქვად. დაღონდა დედამიწა, ახლიდან მოიკრიბა ძალადა ეხლა შექმნა არსებანი უზარმაზარნი რომელთა ზომით ზევით ცას ფარავდნენ და დაბლა მიწას, თითქოსდა მათი მომრევი არ უნდა ყოფილიყო სამყაროში, მაგრამ გავიდა კიდე ხუთი დრო და კვლავ მოვიდა ავი ქვა და დასცა დედამიწას . კვლავ აღიგავა მიწისა ზედა სიცოცხლე და ვერაფერი იღონეს უძლეველმა ურჩხულებმა , რადგან აზრი და ფიქრი არ იყო მათში. ისევ იქცა დედამიწა ქვად. ისევ მოიკრიბა ძალა დედამიწამ და შექმნა არსება საშუალო ზომით და მოაზროვნე, რათა გაეგო ავი და კარგი, გაეგო ცის და მიწის, ყველაფერის მნიშვნელობა. საბოლოოდ გადაერჩინა თავიც, დედამიწაც და სიცოცხლეც, მაგრამ ეს არსება აღმოჩნდა ხარბი და გაუმაძღარი, თვითონვე ყველაფრის გამანადგურებელი: ხის, ზღვის,წყლის, ცხოველების, თევზების, ფრინველების,
თავიანთი თავისაც კი. თვითონ ეს გონიერი არსება აქცევს დედამიწას ქვად. დედამიწა ითმენს. შეასრულებს კი ეს არსება იმ მისიას რისთვისაც შეიქმნა. დაიცავს კი ადამიანი "დედამიწის კიბოდ" წოდებული, ავი ქვისგან სიცოცხლეს დედამიწაზე?
სიცოცხლეს რომელიც ისედაც ანადგურებს თვითონ.
ანდა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას მაინც შესძლევს?
ითმენს დედამიწა,შიშობს დედამიწა, ელოდება დედამიწა.
დრო კი იწურება.....
Комментариев нет:
Отправить комментарий