სიტყვას ძალა აქვს, ოი! რა ძალა,
ტყვილად ნუ ისვრი პირთა ბაგედან,
ისე იცხოვრე, რომ სიტყვას მართალს,
შენს სიტყვას ეჭვი არ ჰკრან არსიდან.
ნურც შეაგინებ ოდესმე ვინმეს,
არცა იქნები შეგინებული.
ნურც გაიმეტებ ნურვის ოდესმე,
არც შენ იქნები გამეტებული.
ნურც დაიფიცებ ნურვის ოდესმე,
შენს სიტყვას ფიცი არა ჭირდება,
სიტყვას მართალთან და ჭეშმარიტთან
ტყუილის მთქმელი ვერას გახდება.
ვიღაც იგინებს დედას უზადოდ,
ამით ამტკიცებს თავის სიმართლეს,
ზეცაში უშვებს დასტურს უაზროს,
და სიტყვა მისი ელის სისრულეს*.
სიტყვას ძალა აქვს, ოი რა ძალა,
კარგად დაფიქრდი რასაც იძახი,
რადგან გაშვებულს პირთა ბაგედან,
ვერ მოაბრუნებ უკან ვერა გზით.
*ნატვრის ფორმებია
გამოთქმა: ბედნიერი ვიყო, სრულყოფილი ვიყო, წარმატებული ვიყო,
კაი დედმამის შვილი ვიყო.... (ყოველივე ეს არის გახმოვანებული
განაცხადი, რომელიც ელის დასტურს)
უარყოფითი(პრ ......)ვიყო, ტრ..ვიყო, ....შვილი ვიყოც
იგივე განაცხადია და ხშირად ასრულებულ არს კიდევაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий