понедельник, 15 октября 2012 г.

თამარ მეფე!















თამარ მეფე

რატომ იყო დიადი და უძლეველი საქართველო.


-სალოცავად მისულნი ფიქრობდნენ, ნეტა ვინ არის ეს მშვენიერი! ნეტა ასეთი რა გასჭირვებია, რომ ასე ფეხშიშველი, დაჩოქილი,მოწიწებით დილიდან ლოცულობს.
ბოლოს ერთმანეთს უჩურჩულებდნენ.
-ეს თამარია! მეფე საქართველოსი.
მის უბრალოდ ჩაცმულობაშიც კი ჩანდა მისი ბრწყინვალება.
საქართველოზე ლოცულობს, ერზე ლოცულობს,ჩვენს შვილებზე ლოცულობს,
ჩვენზე ლოცულობსამბობდნენ დიაცნი.
და იყვნენ მშვიდად რადგანაც ჰყავდათ შემწემფარველი და მათზე   მლოცველი.

ხოლო მამაკაცნი, ამის გამგონე და შემხედვარერაც არ უნდა ბეჩავი, მშიშარა, და ლაჩარი  ყოფილიყო, ლომად ექცეოდათ გული. მეფის ლოცვით მიღებული მადლის ზიარების სურვილი,ყოველგვარ შიშს აშთობდა.
ისიც კარგად იცოდნენ რომ, ბრძოლაში დაჭრილებსაც თვით თამარი ედგა თავზე და ნაჭრილობებსაც თვითონ უხვევდა. მწყურვალს წყალს ალევინებდა, ხოლო გმირს ისე დასტიროდა როგორც საკუთარ ძმას და შვილს.

ხოლო ვაჭარნი, ხარბნი, გულგრილნი, მხოლოდ აღებ მიცემაზე მოფიქრალნი, თავისივე სიმდიდრის მონები.
 შემხედვარე მეფის თავმდაბლობისა, შემწეობისა, უბრალოებისა - თვითონაც  ქველმოქმედნი, გულმოწყალენი ხდებოდნენ.
გამოჯანმრთელებულები, გათავისუფლებულები ფულის მონბისაგანუფრო მეტად ხიბლავდათ ქველმოქმედება, თვით შემოსავალიც  უფრო ემატებოდათ თანაც დამატებით სულიერ სიმშვიდეს, კეთილგანწყობას იმსახურებდნენ, ისინიც ხდებოდნენ ლოცვის ზიარნი და მათზეც გადმოდიოდა მადლი.
 გუშინდელ ხარბს უკვე  თავაწეულს, მხრებში გაშლილს შეეძლო ევლო და ზურგს უკანაც მშვიდად იყო ყოველგვარი ავი სიტყვისგან თუ ქცევისგან.

და იყო ქვეყანა იგი ლაღი, მშვიდი და უძლეველი, რამეთუ ლომი იყო კეთილ -ვითარცა ცხვარი და ყოველი ცხვარი იყო მსგავსი ლომისა.

.........
წყალი მხოლოდ ზევიდან ქვევით მიედინება და არა ქვევიდან ზევით.
ასევეა წყალობა და მადლი, მხოლოდ ზემოდან წამოსული წყალი გაწმენდს ქვევით მყოფნთ და გააცლის ტალახს.

დღევანდელი გაუკუღმართებული ცხოვრება პირიქით ითხოვს, რომ ქვევიდან ზევით მივცეთ წყალობა და მადლი. მონდომებისდა მიუხედავად ქვემოდან ზემოთ მხოლოდ შხეფები აღწევს და რაც ზემდგომი უფრო შორსაა ერისგან, მით ნაკლებად  აღწევს წვეთები, იმდენად კლებირომ ზემოთმყოფს პირის დასაბანადაც არ ყოფნის და  უკან ჭუჭყი გვიბრუნდება. ამიტომ დავჭაობდით, გავტალახიანდით და მოყვასს ჭუჭყიანს რომ ვხედავთ, დახმარების მიზნით გასაწმენდად წყალს ვასხავთ,
მაგრამ ჩვენ თვითონ რომ არა გვაქვს წყალობა და სისუფთავე გვავიწყდება ეს. საბოლოოდ მოყვასის გაწმენდის მაგივრად მის მიმართაც ტალახის სროლა გამოგვდის! ...







  

ფიქრები, სად ვართ .......


ყოველ ღამე ვიძინებთ, ყოველ დღე ვიღვიძებთ, ძილშიც ალბათ სიცოცხლის ერთ ციკლს გავდივართ.

.......ალბათ სიზმარია ეს ყველაფერი, ერთი დიდი სიზმარი.
აგერ გუშინ არ ვიყავი პატარა ბიჭი? მხიარული, უდარდელი, დინჯი.
რა მალე გასულა სიზმარი. ესენი ვინ არიან? ჩემი შვილები? რა მალე გაზრდილან!
თითქოს ჩემთან არც უცხოვრიათ, სულ მინდოდა დამეჭირა მათი პატარაობა, გაუმაძღრად მეფერა, მაგრამ სიზმარია ეს და  ყველაფერი სწრაფად მიდის.
ვერც ვერავისთან მოფერებას და სიყვარულს ვასწრებ - აქაც გაუმაძღარი ვარ.
ბევრი შემაყვარა ირგვლივ ამ სიზმარმა, თუმცა ბევრი მიდის ნაადრევად.
ამ სიზმარში ამბობენ  იცვლებიანო, თანაც ყველა თავის დროზეო, ალბათ ზოგს პატარას გამოეღვიძა, ზოგს დიდს, ზოგს მოხუცს.
 ზოგი ვარდნამ, ზოგმა ტყვიამ.......
 ზოგს ომი ესიზმრება, ზოგი კი ათასნაირი საშინელებისაგან  შეშინებულებს ეღვიძებათ. ზოგი ვერ უძლებს თავის ცუდ სიზმარს და თავს იღვიძებს, ჩვენთან  თვითგაღვიძება ცოდვაა, ამ სიტყვას კიდევ ერთი სიტყვა ჰგავს ძალიან " ცოდოა" და ეს ადამიანებიც ცოდოა, რადგან თავიანთი სიზმარიდან გამოსავალი გაღვიძებაში ჰპოვეს.ბევრი სხვას სიზმარში აშინებს და ბოლოს თვითონაც ეშინია იმ სხვისი თავის სიზმარში.
უმეტესობას ერთი მიზეზით  გვეშინია გაღვიძების, იმიტომ რომ არვიცით, როდესაც  გავიღვიძებთ იქ ვინ ვიქნებით, იქ რა გველის, იქნებ საკანი, ტკივილი , დარდი, ამიტომ ვებღაუჭებით სიზმარს. რაც არ უნდა ცუდი იყოს ეს, გვიჭირს მისი დატოვება. არცოდნის შიში ყველაზე დიდი შიში ყოფილა აქ. იქნებ ეს ცუდი სიზმარი კარგ სიზმრად გვექცია?კეთილ თავგადასავლიან ლამაზ სიზმრად? რატომ უნა ვიყო ცუდი შენს სიზმარში მეან შენ ჩემს სიზმარში?სიზმარში ხომ ყველაფერია შესაძლებელი : ფრენაც, ცურვაც, სასწაულებიც.... ბევრს სიზმრის მართვაც შეუძლიათ, ბევრს ვერა.ნეტა იქ გაღვიძებისას როგორები ვართ? ასეთივეები თუ უკეთესები? იქნებ უარესებიც!......

....არა ეს სიზმარი არაა... ეს ჯოჯოხეთია.
ჩვენს სულებს ეს მატერია სხეულად წოდებული ჩამოაცვეს, დასჯილები ვართ ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებადმატერიის, სივრცის და დროის შუალედში ვიწნეხებით,აწი ვეღარ დავფრინავთ, დატყვევებულია ჩვენი სული.
ნელ-ნელა  მატერია ჩაცმული სულიც მივივიწყეთ, ჩვენს სხეულს დავუთმეთ მეტი პატივი და ყურადღება, დრო გვკლავს და სივრცეს გავცქერით, თითქოს ჩვენს წარსულს ვეძებთ, ჩვენს თავს ვეძებთ იქ უსასრულობაში. ჩვენში ორი მე-! სულის მე და სხეულის მე. სულის მე ნელ-ნელა მივივიწყეთ და სხეულის მეს ვუგდებთ მარტო ყურს და მისი მონანი ვართ, "მონანი-ება"- ეს სხეულის მონობისგან მატერიალურისგან გათავისუფლებას ხომ არ ნიშნავს?ანდა  თუ ჩვენივე სული ჩვენვე დავივიწყეთ,  რატომ უნდა ახსოვდეს იგი ზევით ვინმესთუმცა ახსოვთ, ჩვენც გაგვახსენეს,ჩვენი სულების სახსნელად, სხეული ჯვარცმული და სული ამაღლებული ვიხილეთ.
  ჯოჯოხეთია ეს, როგორი სულწასულები ვართ, როგორ გვიყვარს როცა ვიღაცა ვარდება, როგორ გვშურს როცა ვინმე გვჯობნის, ზემოთ ოდნავ აწეულის ხომ უნდა ვსტაცოთ ხელი და ჩამოვაგდოთ უკან ჭაობში ,მერე ფეხიც დავადგათ და ჩვენ ავიწიოთ , მაგრამ გვავიწყდება რომ ჩვენს უკან ჩვენნაირია და ეხლა ის გვტაცებს ხელს და ჩამოგვაგდებს უკან ჭაობში. ამ ჯოჯოხეთში ზოგნი უარესი ჯოჯოხეთით გვაშინებენ, განა შეიძლება შეიყვარო სხვა შიშით, ანდა კეთილი გახდე სხვა ჯოჯოხეთის შიშით? არა! არ მინდა ასეთი სიყვარული და ასეთი სიკეთე, რომელიც შიშისგან არის გამოწვეული, უკუნეთის შიშისგან,ეს თვალთმაქცობაა,ფარისევლობაა. ვერავის ვერ მოვატყუებთ ამით, მარტო საკუთარ თავს ვახვევთ მცდარ ილუზიას რომ კეთილები და კარგები ვართ,თვითონ სულს უნდა უხაროდეს სიკეთე და სიყვარული რომ ცხონდე.
უნდა შევიცვალოთ! ჩვენი სული ჩვენვე უნდა გავათავისუფლოთ  სხეულის მონობისაგან,ეს ძალიან ძნელია, ეს ძალიან მძიმე ბორკილია, მაგრამ არა შეუძლებელი რომ ვერ გავწყვიტოთ, უნდა გავიხსენოთ მხოლოდ, რომ  ეს  მხოლოდ ჩასაცმელია, რომელიც ცვდება, ძველდება, იხევა. ეს მხოლოდ ჭურჭელია, რომელიც ხშირად  ტყდება წყაროზეც, ისიც უმეტესად ცარიელი.
 ერთმანეთი კი არ უნდა მოვქაჩოთ ქვევით, არამედ უნდა მივეხმაროთ და ზევით ავწიოთ. მერე ვიგრძნობთ როგორ აიწევა და შეფართხალდება ჩვენივე სული.აი სად არის ხსნა და გამოსავალი.
 წელიწადში ერთხელ იხსნება ცა და ანგელოზი ჩამოუშვებს თავის ნათელ ფრთას და ღირსეულთ გაათავისუფლებს მძიმე სხეულისაგან.


-არაა.. ეს თამაშია.......დიდი თამაში..
ამ თამაშს ჭადრაკი ქვია... დიდი ბრძოლის დაფით.
აქ, ამ ველზე ბრძოლა მიდის, დაუნდობელი ბრძოლა,თეთრებსა და შავებს შორის.
ბრძოლის ბედიც გადაწყვეტილია  თავიდანვე „თეთრები იწყებენ და იგებენ“
თეთრები რომ იწყებენ ვიცით,ყოველთვის ასეა.....
zzzZZZ..
-მაგასაც გეტყვით ........
მერე რა , რომ შავებიც იგებენ... თუნდაც ხშირად . ბოლო ბრძოლას, ბოლო თამაშს თეთრები იგებენ. აი ეს არის უკვე გადაწყვეტილი.
ჩვენ კი ფიგურები ვართ, პაიკები, მხედრები, ვეზირები. ყველას ჩვენ-ჩვენი წესი და გზა გვაქვს, მაგრამ განა ვწყვეტთ რამეს ამ თამაშში? ზემოდან ნების გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ ვდგამთ, თანაც თამაშიდან გასულებს აღარავითარი ტიტული აღარ გაგვაჩნია, ყველანი თანასწორი ვართ, ერთად მოთავსებულნი.
 ერთი საინტერესო წესი აქვს ამ თამაშს, მხოლო პაიკს ყველაზე უბრალოს, მცირეს,დაბალს,თავ--დაბალს შეუძლია კიდეს მიაღწიოს და  სახე იცვალოს, გაბრწყინდეს, ასებიც ბევრია: ექვთიმე, ნიკალა, აბო, ილია,ტერენტი........


-არაა ეს ცხოვრებააა, რეალობააა....

....თუმცა რაც არ უნდა იყოს რა მნეშვნელობა აქვს?, მაგით არაფერი არ იცვლება.
 მართალი, სწორი და ჭეშმარიტი ერთია ყველგან, საკეთებელიც ერთია მხოლოდ!
სიკეთე! არა ნაძალადევი, არა გასამჯელოს მომლოდინე, - არამედ -ბრალო.