четверг, 27 декабря 2012 г.

მინიატურები!

******
მოძღვარო! იქნებ შენ მაინც მიხვდე,
შენ მაინც ჩასწვდე ამ სულის კივილს,
შენ მაინც გახსნა ეს დარაბები
და ჩაიხედო ვინ არის შიგნით,
ანგელოზია  ის თუ  დემონი?
შენი ნათქვამი დაფარავს ტკივილს.
მითხარი, რატომ არ არის ქვეყნად
მშვიდობა, ძმობა, სიკეთე, მისით!
               

*****
რთულია ღირსეულად ზიდო ჯვარი!
ძნელია მოუარო ბეღელს!
სადაც სარჩოა იქ არის მღრნელიც,
სადაც მღრნელია იქ არის გველიც.
ვიცი ძნელია გაიგო აზრი,
ვიცი ვერ ხედავ ნიშანს, ქარაგმას,
ნუთუ ბნელია გონება შენი?
ნუთუ ვერ ხვდები სიტყვის ამ თამაშს?


          ***** თავში ავი -ნიავია!

ნუ გაიმეტებ ჩემთვის სიტყვას ავს,
ჩემს გულს ტკივილი არა აკლია,
ქარი წახვეტავს სიტყვებს უაზროს,
ჭეშმარიტება უფლის მადლია.
სიო გარს უვლის ყვავილთა თავებს,
ჩაკოცნა ყველას ირგვლივ წადია,
და თუ მხოლოდ შენ ერთს გინიავებს,
არა სიოსი ნიავთ ბრალია.

*******
ლექსის წერა ადვილია, სიბრძნით არის უფრო ძნელი,
აზრი სიტყვას ჩააქსოვო  და დაიცვა ყველა წესი,
ურთულესი ამოცანის,  კითხვა დასვა, მოკლედ მთელი,
პასუხიც კი ჩააქსოვო, მკითხველს მისცე თავსატეხი.


********
რადგანაც  ღმერთმა- შექმნა კაცი,  სახედ თავისად,
და საქმე მისი პირმეტყველებს, მისსა მაგივრად,
ამიტომ კაცსაც საუბარი შვენის ნაკლებად,
მისამებრ საქმემ ისაუბროს ღირსთა მაგისად.

********



воскресенье, 23 декабря 2012 г.

გაუმარჯოს ღირსებას!

ფიფქი ბრწყინავს ვერცხლისფრად
ამ უკუნეთ ღამეში,
აგერ  მგზავრი მიდის და
 ისიც კოცნის სახეში.
თოვლს უხდება ბუხარი
როცა ცეცხლი  გიზგიზებს,
გვერდით უდგას ქოთანი
და ლობიოც თუხთუხებს.
სუფრაზეა წითელი,
ლალისფერად ნაჟური,
დოქით ღვინო ქართული
 ფიალებში ჩასხმული.
ელოდება მოთმენით
სადღეგრძელოს, დალოცვას,
უფლის სადიდებელს და
საშობაო გალობას.
გაუმარჯოს მშობლებს და
გაუმარჯოს ქვეყანას,
გაუმარჯოს ამ ენას,
გაუმარჯოს მარჯვენას.
გაუმარჯოს სიყვარულს,
რომ ჩაგითრევს მორევში,
მეგობრებთან სიხარულს
დავიკვეხნით ტოლებში.
გავიხსენებთ წასულებს,
ვიტყვით მათზე კაცობას,
შევავედრებთ მათ სულებს,
და   ვთხოვთ უფალს შენდობას.
მერე ერთურთს დავლოცავთ,
მერე ვიტყვით საქებარს,
გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელს
გაუმარჯოს ღირსებას!








суббота, 22 декабря 2012 г.

ეს ვინ გვყოლია! ( მამა გაბრიელი 20/12/2012წ)

ვერხვები რიგში დგანან მდუმარედ ,
 აუწევიათ ზევით ტოტები,
მხატვარი ერთი ცრემლმორეული
მიჰყვება აღმართს ჩუმი გოდებით. 
ირგვლივ არავინ, არ არის შემწე,
არც დარდი მისი ვინმეს ჰქონია,
გარგასახულზე
იტყვიან მხოლოდ:
"ეს რა გვყოლია - ეს ვინ გვყოლია!"

ერთი პოეტიც და ანგელოზიც,
თურმე ისიც აქ, აქვე გვყოლია,
მუხთალი ტყვია, მისთვის ნასროლი,
შემართებული
ჩვენ ხელთ გვქონია.
მერე მივალთ და დავუნთებთ სანთელს... 
ნამუსი,
თავი ქუდში გვგონია,
მერე კი ვიტყვით: ჰა, ქართველებო!
"ეს რა გვყოლია, ეს ვინ გვყოლია!"

მიტომ გაფრთხილდით, ეძიეთ კარგად,
ის თქვენთან არის! და იარება,
გამოარჩიეთ ალმასი ქვებში
რომ არ  გამოგრჩეთ ეს ზიარება.
უბრალო, ჩუმი, - გახდება გმირი,
კაცი დარდი კი ალმას ბროლია,
ღმერთო აცხონე, ყოფილა ღირსი!
"ეს რა გვყოლია, ეს ვინ გვყოლია!"

ექვთიმე არის ის, თუ ილია?!
ნიკალაა თუ, ის სათნო ბერი?!
აქვე დგანან და აქვე არიან,
არ უნდა ძებნა წვალება ბევრი.

სწორი ბილიკით, ჭეშმარიტებით
მიუყვებიან ასე ცხოვრებას,
შენც დაინახე და შეუერთდი,
შენც შეუდექი სულის ცხონებას

ასე ხელიხელ, ასე გულიგულ,
ასე ლოცვით და ასე მარჯვენით,
ვერ დაგვამარცხებს ვერცერთი ურდო
და სულ ვიქნებით მუდამ ქართველნი.



среда, 5 декабря 2012 г.

ჭიანჭველა მოძღვარს.

სხვის ცოდვებით
ისეც დამძიმებულს,
მე არ მინდა ჩემი ცოდვაც აგკიდო.
ჭინჭველა ვარ!
 ალვის ხესთან ბრძოლით,
ჩემი ტვირთი მევე უნდა ვეზიდო.

ვხედავ!
ბევრი მოსულია ცოდვებით.
დგანან ჩუმად,
მორიდებით აქ კიდო.

შეეშველე!
 შენი მძავრი მხრებით,
რომ მთის წვერზე
 უვნებელად აზიდონ.

მე თითების კვნეტით,
მაჯებს ვიკვნეტ,
ჯიუტი ვარ!
ჯიშიც მომდგამს ამიტომ,
მე ჩემს ძმამდე მიმავალი გზები,
მარტოობით,
ლოცვით  უნდა გავლიო.
რომც ვერ ნახოს ჩემმა სულმა
 სიმშვიდე,
რომც არ ვიყო მიტევების
 ღირსი,
შენ ისეთი მადლი გამოასხივე,
მოვერევი ალვის ხესაც
 ვიცი.

понедельник, 3 декабря 2012 г.

ადამიანის ხასიათის ტიპები. (აღებ მიცემობის მსგავსებით)


ჩემი დაკვირვებით გამოვყავი ადამიანის ხასიათის ოთხი ტიპი:

1.ვაჭარი.
2.ბიზნესმენი.
3. მეცენატი.
4.შემოქმედი.

ყოველივე მათგანს აქვ რაღაც საერთო და ამავდროულად  სრულიად განსხვავებულები არიან.
ვაჭარი:
ეს ისეთი ხასიათის ტიპია, რომელის ყიდის და ყიდულობს ყველაფერს რაშიც შეიძლება სარგებლის ნახვა, არ უყვარს სავაჭრო ფართის კეთილ მოწყობა, არ ყუვარს გაფართოება, არ სურს არავითარი სიახლის დანერგვა,  მისთვის უცხოა მყიდველის ინტერესი, პროდუქციის ხარისხი, თვით მორალიც კი, რადგანაც ასეთი ტიპებს განეკუთნება ნარკო მოვეჭრეებიც და იარაღით მოვაჭრენიც.
ცხოვრების წესი:
უმეტესობა ასეთი ტიპისა მომხვეჭელობის მანიითაა შეპყრობილნი, შესაძლებლობისდა მიუხედავად, რაღაც ეტაპამდე მომჭირნედ ცხოვრობენ, ხოლო შემდეგ ერთიანად იცვლებიან. იცვლიან საცხოვრებელს , მეგობრების წრეს და ყველაფერს რაც ძველ ცხოვრებას ახსენებთ.
თუმცა უმეტესი მათგანი ვერ ახერხებს მსგავს ცვლილებას და მთელ სიცოცხლეს ხელმოკლედ ასრულებს, ხოლო მათი ქონება ან მიწაში რჩება, ან სხვენში, ან კიდევ სხვა სამალავში.

ბიზნესმენი:
ეს ისთი ტიპია რომელიც ირჩევს მომსახურების გარკვეულ სეგმენტს. ვაჭრობს იმით რაც მოწონს, სისტემატიურად ცდილობს გაზარდოს პროდუქციის რაოდებობაც და ხარისხიც, ეტაპობრივად ზრუნავს ობიექტის კეთილ მოწყობაზე, რეკლამირებაზე,იზიარებს კლიენტის აზრს.საქველმოქმედო ფონდებისთვისაც  გასცემს მოწყალებას ოღონდ თავისი ფირმის სახელის წარმოსაჩენად.

ცხოვრების წესი:
შესაძლებლობის მიხედვით ეტაპობრივად იუმჯობესებს საცხოვრებელ გარემოს, თუმცა ხადახან უჩნდება სურვილი შეიძინოს თავისი შესაძლებლობაზე მეტი ღირებულების რაიმე ნივთი, თუცა უმეტესად ოქროს შუალედს იცავს.

მეცენატი:
აინტერესებს ფინანსების ყველა სფერო,ორონდ ყოველიველივე ეს მაღალ ხარისხ უნდა აკმაყოფილებდეს: ქათმის ფერმა იქნება თუ მოწინავე ტექნოლოგიების ქარხანა, თუ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს შეუძლია გული აიცრუოს და ნახევარ ფასად გაყიდოს. ფართოდ გაცემს დახმერებებს, უმეტესად მსხველ პროექტებს აფინანსებს.
ცხოვრების წესი:
ყველაფერი საუკეთესო!  ყველაფერი სასარგებლო! უყვარს იშვიათი ნივთები, შეუძლია იყიდოს ყოვლად გამოუსადეგარი ნივთი,(რომელიც არც ხელოვნების ნიმუშია), მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ერთადერთია მსოფლიოში. ზრუნავს საზოგადოებაში თავისი კეთილი სახელის დამკვიდრებას და მათგან პატივისცემის მოპოვებას.

შემოქმედი:
შემოქმედებითად უდგება თავის საქმიანობას, აკეთებს რაც მოწონს და როგორც მოწონს, შემოსავალზე მეტად თავისი  შექმნილი აინტერესებს,თუმცა ესმის რომ შემოსავალიც საჭიროა ახალი იდეების გასახორციელებლად. ნათლავს სახელებით თავის პროდუქციას, სურს საუკეთესო ხარისხი მიაწოდოს მომხმარებელს,  ხშირად საბაზრო წესი არ აძლევს  საშუალებას უფრო თამამად, შემოქმედებითად  მიუდგეს თავის საქმეს, ასეთი ტიპები იყვნენ მსხვილი კომპანიების დამაარსებლებიც: სამსუნგის, ეპპლის, ფორდის....
ცხოვრების წესი:
პირველ რიგში უნდა ითქვას ასეთი ტიპის ადამიანები თავიდანვე იბადებიან  ასეთებად.  ისინი ნულიდან იწყებენ და მწვერვალებსაც აღწევენ - გააჩნია მოქმედების არეალს. საბოლოოდ დიდი ქარხნის დამაარსებელად იქცევიან  თუ პატარა სახელოსნოსი ერთნაირი მიდგომა აქვთ საქმისადმი. სახლში შეიძლება უძვირესი მანქანა ყავდეს მაგრამ სამუშაო ადგილამდე ველოსიპედით ან საზოგადო ტრანსპორტით მივიდეს, უბრალო კაფეში ყავა მიირთვას და  არაფრით გამორჩეული იყოს.

/კ.ჭიჭინაძე/

воскресенье, 18 ноября 2012 г.

ქართველობის ფიცი.



ქართველობის ფიცი.

გაშლილი ხელებით, ვეხვევი მიწას,
მიყვარხარ ძლიერ, დედასა ვფიცავ!
ვფიცავარ! ვიყო ალალი, გამრჯე,
მინდა დღეიდან ქართველი გავხდე.

დავიცავ ქვეყანას, დავიცავ  ზეცას,
დავიცავ საწნახელს, დავიცავ მიწას,
დავიცავ აწმყოს და დავიცავ ფესვებს,
დავიცავ ყოველი კეთილის მთესველს.


თუკი მამაა ჩვენი ზეციერი
თუკი დედაა ყოვლად კურთხეული,
შენ კი უფალო, ძე მათი ღირსი,
მუხლს ვიდრეკნთ ძმანი შენნი უღირსნი.

მიგვიღე, გულს გიხსნით, შემოდი ჩვენში,
მოგვეცი დალოცვა არ შევრცხვეთ ფიცში,
ერისთვის, ქვეყნისთვის,რწმენისთვის, გულში,
დაგვინთე სანთელი ცოდვილთა სულში.

ჰო, კურთხეულო დედაო ღვთისა,
მამაო ჩვენნო ყოვლისა ცისა,
უფალო ძეო ნათელო მზისა,
სულო წმინდაო, სულიწმინდისა.

დიდება სამებას - მამაო ჩვენო
დიდება სამებას- უფალო ძეო,
დიდება სამებას- სულოწმინდაო
დიდება სამებას!
ერთებას მისას
დედაო წმინდა.

четверг, 15 ноября 2012 г.

დღეს ნოემბერის ცამეტია.


დღეს ნოემბერის ცამეტია
მეტეხის ხიდზე.
დედაბერები ჩამომჯდარან
კიდით კიდეზე.
ყიდიან ყვავილს ათას ფერადს
ასი ათას ცალს.
რატომღაც თეთრი შევარჩიე,
სულსა ესა წადს....
ქალწულააო მომაძახა
უკნიდან მერე...
როგორ მენიშნა.....
მინდა მათვის ვინც,
წულად წერე.....

ფიქრებს გავყევი....
გადავედი ისევ წარსულში.
რამდენი გვთხარეს,
მოგვაყენეს სულზე იარა
ხელი ბინძურიც აფათურეს
 ისევ ჩვენს სულში
მაგრამ ისევე უფლის მადლით
 ვაზმა  იხარა.

მონასტრის( თურმე ლაჩრულ ყიჟინით) - ეზო აიკლეს
შიგნით მლოცველი ბერი, ხატზე მუხთლად დააკლეს.
სადმე გინახავთ ? გაგიგიათ, ქართველ მეომარს,
მოლა... მეჩეთსა შიგნით... გარეთ... სადმე მოეკლას?

ყველა ადგილი წაბილწული გვექცა - წმინდანად,
კაცი - ქალწული, ხოლო ქალი იქცა  - ქალწულა-დ
თბილის ქალაქის გლოვის დღიდან -დღე სასწაულად
ასი ათასი ცოდვილი კი  წმინდად წმინდანად.

წირვა დაიწყო...
ერი ამბობს "მამაო ჩვენოს...."
ალილუია,ალილუია,ალილუია...

შავი ყორანნი დასტრიალებს მლოცველთა თავზე
წირვა დასრულდა...
 თეთრი მტრედნი გამოჩნდნენ ცაზე
როგორც სიზმარი
 გაქრენ  ყორანნი ავნი თავზევე
ისევ მენიშნა.......
ბედი ქართლისაც  იყო ასევე.


ჩემი ქალწულა გავატანე
მტკვარსა მდინარეს
მათდა სახსოვრად
მირონის ზეცით გადმომდინარეს.


13 ნოემბერი,2012წლისა.







пятница, 2 ноября 2012 г.

მოგზაურობა დროში.




გუშინ პირველად მოვხვდი ამ უცხო სამყაროში სადაც  არც ბავშვები არც მოხუცები არიან , მხოლოდ ყველანი ერთი წლოვანებისაა. ყველა თბილად მხვდება,ყველას სახელი ასოდან იწყება, არია, არეს, ადონ, აენ....  რაღაცას აშენებენ, ლამაზს. არავითარი ტექნიკა არ ჩანსუზარმაზარი ქვის თლილი ბლოკი მდორედ ჰაერში იწევა და თავის ადგილს ერგება. ამას სამი მშენებელი ასრულებს რომლებსაც შუბლზე მართკუთხედი ახატიათ უსიტყვოდ ამიხსნა არიამ. სამუშაო იარაღი არსად არ ჩანს და ვერც ვაგებინებ რა არის.. სიცილით კვდებიან, ისე მისმენენ თითქოს ზღაპარს ვუყვებოდე, თუმცა ვხვდები რაში დასჭირდებათ იარაღი თუ ყოველივეს ფიქრით აკეთებენ, ფრენაც შეუძლიათ, სადაც ამოდენა ქვას წევენ  ჰაერში ას კაცსაც დასვამენ მასზე. თუმცა ქვაზე ჯდომით ფრენა ალბათ მოუხერხებელია უფრო რბილი მასალაა საჭირო...
ააა?? მივხვდი აქ ხალიჩაზე ჯდომით დაფრინავენ. აი საიდან მოუგონიათ ზღაპრები ჩვენებს. მზე? რა უცნაური მზეა, უყურებ და თვალს არ გჭრის არ გაბრმავებს, არც სხეულს წვავს, რაღაცნაირი სხეულის სიმსუბუქეს ვგრძნობ, მიწას ნაკლები მიზიდულობა აქვს. მთვარე მზის გვერდით რა ლამაზია. რამხელაა მთვარე, მზეზე გაცილებით დიდი, თითქმის 40-44 ჯერ. თანაც თეთრია, ჩრდილოეთ გაყინულ პოლუსს მაგონებს, ოდნავი ნაცრისფერი ზოლებით, თითქოს ქარის ზოლებია, იქნებ ღრუბლების.
ციდან უზარმაზარი წყალი ეშვება, ჩანჩქერს ვიტყოდი მაგრამ უკან კლდე არ ჩანს მარტო ღრუბელიდან დაშვებულ წყალს ვხედავ. უცნაური სითბოა, უცნაური სიმშვიდე.
გავშინაურდი,რატომღაც ჩემს პერანგს კვანძს ვუკეთებ და ჭიპი მიჩნდება. ყველანი მომშტერებიან, თვალებში შიში გაუჩნდათ, ერთმა თითი გამოიშვირა და რაღაცა იყვირა, თითქოს გველი დაენახა....

...არ ვიცი გამომეღვიძა, ჩემი საწოლის წინ ჩამოკიდებულ საათს ავხედე 12 საათი ხდებოდა.

არ ვიცი კონკია რამ გამახსენა, 12 საათზე ყველაფერი გაუქრა, 12 ზე დაინგრა რაღა ცა...

ისევ იქ ვარ იმ ქვეყანაში, რაღაც შეცვლილა.. მაგრამ რა?..მოხუც კაცს ხელში გრძელი ჯოხი უჭირავს თავზე მზით, წრეზე დადის და რაღაცას ბუტბუტებს...
ან,დონ,დონ,ჩინ- ან,დონ,დონ,ჩინ.
რაე,მან,დონ,ჩინ- რაე,მან, დონ,ჩინ.

წყალი ციდან აღარ მოდის.
ჩემი არც ესმით და არც ვაინტერესებ ვინმეს.დაბნეულები დადიან, დამწყვდეული თაგვი გასასვლელს რომ ეძებს ისე. ისევ მოხუცთან ვბრუნდები, მეუხერხულება მისი გაჩერება , ამიტომ ოდნავ ზურგით დავუდექი და ზოგადად ვთქვი "რა ხდება აქ" და ოდნავ ნელ-ნელა შევტრიალდი რომ დამენახა თუ იქნებოდა რამე რეაქცია მოხუცის მხრიდან. მოხუცი გაჩერებულიყო, ოდნავ თავი ჩემსკენ მოეტრიალებინა და "რა" "რა"თქვა, მერე მომიახლოვდა, ხელი მომკიდა, წრესთან მიმიყვანა, რომელიც წრეში ჩასმული წრე საათს გავდა და ორჯერ კიდე გაიმეორა "რა" "რა". თავისი ჯოხი მზით თავზე დაადო ვასკვლავს რომელიც 12ის ადგილას იყო. წრეებს შორის შავი და თეთრი ქვიშა ეყარა, 12ის შემდეგ 6მდე თეთრი ქვიშა იკლებდა და შავი იმატებდა. 6ზე უკვე შავი მაქსიმალური იყო და თეთრი მინიმალური, ხოლო 6 ის შემდეგ პირიქით იწყებდა შავი ქვიშა შემცირებას თეთრი მატებას და 12-ზე მიახლოებისას უკვე შავი  თავდებოდა და  თეთრით სრულდებოდა.
კიდევ რაღაცას მეუბნებოდა კავშირის გაწყვეტაზე, აღარაფერი აღარ შეგვიძლიაო...

..გამომეღვიძა, მთვარის შუქი შემოდიოდა სარკმლიდან, ცალი თვალი კედლის საათს გავაპარე 3 აკლდა ხუთი წუთი.... გადავტრიალდი.....

...რა არ ვნახე, უფროდა უფრო მეტი ნგრევა უფრო და უფრო მეტი სისხლი, უფროდა უფრო მეტი სიბნელე....

6ზე გამომეღვიძა, დაძინების სურვილი აღარ მქონდა ამდენი საშინელების ნახვის მერე, თანაც მზის სხივი კედელზე დაკიდებულ ჯვარს უახლოვდებოდა.

წყალი გადავივლე, ყავა მოვიდუღე , ტელევიზორი ჩავრთე და ის იყო
 მივეცი ფიქრებს ღამის სიზმარზე და  მხოლოდ ორი რამის გააზრება მოვასწარ. პირველად რაც მესიზმრა 12 საათამდე  რა იყო ატლანტიდა თუ სამოთხე?
ინსტიქტურად ტელევიზორის პულტს შევეხე და ტელევიზორიც ჩაირთო...

.... გამოვიდა ახალი თაობის სამსუნგის ტელევიზორი, რომელიც ხელის აქნევით ფიქრით შეგიძლიათ ჩართოთ გადართოთ სასურველ არხზე......


ყავა გადამცდა კიაღამ დამახრჩო.....

უკვე გამოგონებულია მოწყობილობა რომელიც სახლს მართავს გონებით, აანთებ ჩააქრობ განათებას, მოუშვებ და დაკეტავ ონკანს....
ალბათ მალე მანქანაში რომ ჩაჯდები, მხოლოდ გაფოქრება დაგვჭირდება სად წაგვიყვანოს.
როგორ ქვეცნობიერად ვილტვით აღვადგინოთ ძველი შესაძლებლობები,
მატერიალურად განვახორციელოთ ის, რაც სულიერად შეგვეძლო, ყოველგვარი მიმღები მოწყობილობის გარეშე.

განა ვინმე დამიჯერებს რომ მოვყვე რა ქვეყანა ვნახე? ყველას სიზმარი და ზღაპარი ეგონება... ანდა მეოცე საუკუნის დასაწყისში რომ მეამბნა ვინმესთვის დღევანდელ მიღწევებზე, მეზღაპრედ, ფანტასტიკოსად ან ბოდვად ჩამითვლიდნენ... უღმერთოებმა მარტო დაცინვა იციან და მარტო არსებული წამის ჯერათ.

თქვენც ხომ გგონიათ რომ სიზმარი ვნახე?ბოდვა,ზღაპარი.
აბა, რომ სიმართლე გითხრათ, აზრით დროში ვიმოგზაურე მეთქი, გიჟად ჩამთვლით.
ხო, მოხუცი რაღა ცას მიხსნიდა რაღა ცას მეუბნებოდა... კავშირის აღდგენაზე, რაღაცის შესრულებაზე.რა კავშირი გაწყდა ,რასთან ,ვისთან , ღმერთთან? უცხო პლანეტელებთან? რატომ???......ვინმე ამიხსნით?მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ კაცებს შეუძლიათ ამას ჩაწვდნენ და ახსნან, დანარჩენებისთვის დარჩება ისევ "პროზად"