გუშინ პირველად მოვხვდი ამ უცხო სამყაროში სადაც არც ბავშვები არც მოხუცები არიან , მხოლოდ ყველანი ერთი წლოვანებისაა. ყველა თბილად მხვდება,ყველას სახელი ა ასოდან იწყება, არია, არეს, ადონ, აენ.... რაღაცას აშენებენ, ლამაზს. არავითარი ტექნიკა არ ჩანს, უზარმაზარი ქვის თლილი ბლოკი მდორედ ჰაერში იწევა და თავის ადგილს ერგება. ამას სამი მშენებელი ასრულებს რომლებსაც შუბლზე მართკუთხედი ახატიათ უსიტყვოდ ამიხსნა არიამ. სამუშაო იარაღი არსად არ ჩანს და ვერც ვაგებინებ რა არის.. სიცილით კვდებიან, ისე მისმენენ თითქოს ზღაპარს ვუყვებოდე, თუმცა ვხვდები რაში დასჭირდებათ იარაღი თუ ყოველივეს ფიქრით აკეთებენ, ფრენაც შეუძლიათ, სადაც ამოდენა ქვას წევენ ჰაერში ას კაცსაც დასვამენ მასზე. თუმცა ქვაზე ჯდომით ფრენა ალბათ მოუხერხებელია უფრო რბილი მასალაა საჭირო...
ააა?? მივხვდი აქ ხალიჩაზე ჯდომით დაფრინავენ. აი საიდან მოუგონიათ ზღაპრები ჩვენებს. მზე? რა უცნაური მზეა, უყურებ და თვალს არ გჭრის არ გაბრმავებს, არც სხეულს წვავს, რაღაცნაირი სხეულის სიმსუბუქეს ვგრძნობ, მიწას ნაკლები მიზიდულობა აქვს. მთვარე მზის გვერდით რა ლამაზია. რამხელაა მთვარე, მზეზე გაცილებით დიდი, თითქმის 40-44 ჯერ. თანაც თეთრია, ჩრდილოეთ გაყინულ პოლუსს მაგონებს, ოდნავი ნაცრისფერი ზოლებით, თითქოს ქარის ზოლებია, იქნებ ღრუბლების.
ციდან უზარმაზარი წყალი ეშვება, ჩანჩქერს ვიტყოდი მაგრამ უკან კლდე არ ჩანს მარტო ღრუბელიდან დაშვებულ წყალს ვხედავ. უცნაური სითბოა, უცნაური სიმშვიდე.
გავშინაურდი,რატომღაც ჩემს პერანგს კვანძს ვუკეთებ და ჭიპი მიჩნდება. ყველანი მომშტერებიან, თვალებში შიში გაუჩნდათ, ერთმა თითი გამოიშვირა და რაღაცა იყვირა, თითქოს გველი დაენახა....
...არ ვიცი გამომეღვიძა, ჩემი საწოლის წინ ჩამოკიდებულ საათს ავხედე 12 საათი ხდებოდა.
არ ვიცი კონკია რამ გამახსენა, 12 საათზე ყველაფერი გაუქრა, 12 ზე დაინგრა რაღა ცა...
ისევ იქ ვარ იმ ქვეყანაში, რაღაც შეცვლილა.. მაგრამ რა?..მოხუც კაცს ხელში გრძელი ჯოხი უჭირავს თავზე მზით, წრეზე დადის და რაღაცას ბუტბუტებს...
ან,დონ,დონ,ჩინ- ან,დონ,დონ,ჩინ.
რაე,მან,დონ,ჩინ- რაე,მან, დონ,ჩინ.
წყალი ციდან აღარ მოდის.
ჩემი არც ესმით და არც ვაინტერესებ ვინმეს.დაბნეულები დადიან, დამწყვდეული თაგვი გასასვლელს რომ ეძებს ისე. ისევ მოხუცთან ვბრუნდები, მეუხერხულება მისი გაჩერება , ამიტომ ოდნავ ზურგით დავუდექი და ზოგადად ვთქვი "რა ხდება აქ" და ოდნავ ნელ-ნელა შევტრიალდი რომ დამენახა თუ იქნებოდა რამე რეაქცია მოხუცის მხრიდან. მოხუცი გაჩერებულიყო, ოდნავ თავი ჩემსკენ მოეტრიალებინა და "რა" "რა"თქვა, მერე მომიახლოვდა, ხელი მომკიდა, წრესთან მიმიყვანა, რომელიც წრეში ჩასმული წრე საათს გავდა და ორჯერ კიდე გაიმეორა "რა" "რა". თავისი ჯოხი მზით თავზე დაადო ვასკვლავს რომელიც 12ის ადგილას იყო. წრეებს შორის შავი და თეთრი ქვიშა ეყარა, 12ის შემდეგ 6მდე თეთრი ქვიშა იკლებდა და შავი იმატებდა. 6ზე უკვე შავი მაქსიმალური იყო და თეთრი მინიმალური, ხოლო 6 ის შემდეგ პირიქით იწყებდა შავი ქვიშა შემცირებას თეთრი მატებას და 12-ზე მიახლოებისას უკვე შავი თავდებოდა და თეთრით სრულდებოდა.
კიდევ რაღაცას მეუბნებოდა კავშირის გაწყვეტაზე, აღარაფერი აღარ შეგვიძლიაო...
..გამომეღვიძა, მთვარის შუქი შემოდიოდა სარკმლიდან, ცალი თვალი კედლის საათს გავაპარე 3 აკლდა ხუთი წუთი.... გადავტრიალდი.....
...რა არ ვნახე, უფროდა უფრო მეტი ნგრევა უფრო და უფრო მეტი სისხლი, უფროდა უფრო მეტი სიბნელე....
6ზე გამომეღვიძა, დაძინების სურვილი აღარ მქონდა ამდენი საშინელების ნახვის მერე, თანაც მზის სხივი კედელზე დაკიდებულ ჯვარს უახლოვდებოდა.
წყალი გადავივლე, ყავა მოვიდუღე , ტელევიზორი ჩავრთე და ის იყო
მივეცი ფიქრებს ღამის სიზმარზე და მხოლოდ ორი რამის გააზრება მოვასწარ. პირველად რაც მესიზმრა 12 საათამდე რა იყო ატლანტიდა თუ სამოთხე?
ინსტიქტურად ტელევიზორის პულტს შევეხე და ტელევიზორიც ჩაირთო...
.... გამოვიდა ახალი თაობის სამსუნგის ტელევიზორი, რომელიც ხელის აქნევით ფიქრით შეგიძლიათ ჩართოთ გადართოთ სასურველ არხზე......
ყავა გადამცდა კიაღამ დამახრჩო.....
უკვე გამოგონებულია მოწყობილობა რომელიც სახლს მართავს გონებით, აანთებ ჩააქრობ განათებას, მოუშვებ და დაკეტავ ონკანს....
ალბათ მალე მანქანაში რომ ჩაჯდები, მხოლოდ გაფოქრება დაგვჭირდება სად წაგვიყვანოს.
როგორ ქვეცნობიერად ვილტვით აღვადგინოთ ძველი შესაძლებლობები,
მატერიალურად განვახორციელოთ ის, რაც სულიერად შეგვეძლო, ყოველგვარი მიმღები მოწყობილობის გარეშე.
განა ვინმე დამიჯერებს რომ მოვყვე რა ქვეყანა ვნახე? ყველას სიზმარი და ზღაპარი ეგონება... ანდა მეოცე საუკუნის დასაწყისში რომ მეამბნა ვინმესთვის დღევანდელ მიღწევებზე, მეზღაპრედ, ფანტასტიკოსად ან ბოდვად ჩამითვლიდნენ... უღმერთოებმა მარტო დაცინვა იციან და მარტო არსებული წამის ჯერათ.
თქვენც ხომ გგონიათ რომ სიზმარი ვნახე?ბოდვა,ზღაპარი.
აბა, რომ სიმართლე გითხრათ, აზრით დროში ვიმოგზაურე მეთქი, გიჟად ჩამთვლით.
ხო, მოხუცი რაღა ცას მიხსნიდა რაღა ცას მეუბნებოდა... კავშირის აღდგენაზე, რაღაცის შესრულებაზე.რა კავშირი გაწყდა ,რასთან ,ვისთან , ღმერთთან? უცხო პლანეტელებთან? რატომ???......ვინმე ამიხსნით?მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ კაცებს შეუძლიათ ამას ჩაწვდნენ და ახსნან, დანარჩენებისთვის დარჩება ისევ "პროზად"
Комментариев нет:
Отправить комментарий