воскресенье, 23 декабря 2012 г.

გაუმარჯოს ღირსებას!

ფიფქი ბრწყინავს ვერცხლისფრად
ამ უკუნეთ ღამეში,
აგერ  მგზავრი მიდის და
 ისიც კოცნის სახეში.
თოვლს უხდება ბუხარი
როცა ცეცხლი  გიზგიზებს,
გვერდით უდგას ქოთანი
და ლობიოც თუხთუხებს.
სუფრაზეა წითელი,
ლალისფერად ნაჟური,
დოქით ღვინო ქართული
 ფიალებში ჩასხმული.
ელოდება მოთმენით
სადღეგრძელოს, დალოცვას,
უფლის სადიდებელს და
საშობაო გალობას.
გაუმარჯოს მშობლებს და
გაუმარჯოს ქვეყანას,
გაუმარჯოს ამ ენას,
გაუმარჯოს მარჯვენას.
გაუმარჯოს სიყვარულს,
რომ ჩაგითრევს მორევში,
მეგობრებთან სიხარულს
დავიკვეხნით ტოლებში.
გავიხსენებთ წასულებს,
ვიტყვით მათზე კაცობას,
შევავედრებთ მათ სულებს,
და   ვთხოვთ უფალს შენდობას.
მერე ერთურთს დავლოცავთ,
მერე ვიტყვით საქებარს,
გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელს
გაუმარჯოს ღირსებას!








Комментариев нет:

Отправить комментарий