დღეს ნოემბერის ცამეტია
მეტეხის ხიდზე.
დედაბერები ჩამომჯდარან
კიდით კიდეზე.
ყიდიან ყვავილს ათას ფერადს
ასი ათას ცალს.
რატომღაც თეთრი შევარჩიე,
სულსა ესა წადს....
ქალწულააო მომაძახა
უკნიდან მერე...
როგორ მენიშნა.....
მინდა მათვის ვინც,
წულად წერე.....
ფიქრებს გავყევი....
გადავედი ისევ წარსულში.
რამდენი გვთხარეს,
მოგვაყენეს სულზე იარა
ხელი ბინძურიც აფათურეს
ისევ ჩვენს სულში
მაგრამ ისევე უფლის მადლით
ვაზმა იხარა.
მონასტრის( თურმე ლაჩრულ ყიჟინით) - ეზო აიკლეს
შიგნით მლოცველი ბერი, ხატზე მუხთლად დააკლეს.
სადმე გინახავთ ? გაგიგიათ, ქართველ მეომარს,
მოლა... მეჩეთსა შიგნით... გარეთ... სადმე მოეკლას?
ყველა ადგილი წაბილწული გვექცა - წმინდანად,
კაცი - ქალწული, ხოლო ქალი იქცა - ქალწულა-დ
თბილის ქალაქის გლოვის დღიდან -დღე სასწაულად
ასი ათასი ცოდვილი კი წმინდად წმინდანად.
წირვა დაიწყო...
ერი ამბობს "მამაო ჩვენოს...."
ალილუია,ალილუია,ალილუია...
შავი ყორანნი დასტრიალებს მლოცველთა თავზე
წირვა დასრულდა...
თეთრი მტრედნი გამოჩნდნენ ცაზე
როგორც სიზმარი
გაქრენ ყორანნი ავნი თავზევე
ისევ მენიშნა.......
ბედი ქართლისაც იყო ასევე.
ჩემი ქალწულა გავატანე
მტკვარსა მდინარეს
მათდა სახსოვრად
მირონის ზეცით გადმომდინარეს.
13 ნოემბერი,2012წლისა.
Комментариев нет:
Отправить комментарий