суббота, 30 ноября 2013 г.

ნათელა ნათლია

                       ეძღვნება ნათელა ნათლიის ხსოვნას
(გარდაცვალების მეორმოცე დღე. 21.ნოემბერი.2013წ. მთავარანგელოზობა)

                                 ნათელა ნათლია

ჩემი ნათლია, სახელით ნათელა,
ნათელი ნათლობით
სული დამითელა.
ხელში ეჭირა მოზრდილი სანთელი
ჩუმად იძახოდა...
მიეცი ნათელი.


ასე მომნათლა, ასე დამანათლა
სული ცოდვილი, ბნელში, გამინათა.
კეთილი ნათელი სიცოცხლის ანთია,
ჩემი ნათელა, ჩემი ნათლია.

დღეს ვდგავართ საფლავთან,
ცრემლი გვდის თვალთაგან,
წვიმა ცრის ნაძვნართან,
შორსა ვართ ავთაგან.


ორმოცი შესრულდა წახვედი აქედან
მი((სულ)ხარ) იმ ქვეყნად
სულების კარებთან.
მე კი მიწიდან დაგინთე სანთელი,
უფალო მიეცი მას სასუფეველი.

მთავარანგელოზნო გახსენით კარები
მე მისთვის შემოვკარ დიადი ზარები.
დიდება ყოველთა, დღეობა თქვენია...
სული ნათელა ნათლიის გწვევიათ.











пятница, 29 ноября 2013 г.

ქართველობაა ძალიან რთული...

ქართველობაა ძალიან რთული...
ვენახის მოვლა მუხლზე დგომაა.
ვაზმა თუ იცის ვაზი რომ არის?!
ქარმა თუ იცის ქარი რომაა?!

აჰა მიიღეთ შეტყობინება,
ქართველო ჰპოვე შენი მეობა.
სამი ანბანით ერო მო(რთულო)
უკვდავებაა მხოლოდ ძეობა.

ციურ ანბანით ნაზიარენო,
მარცხნიდან მარჯვნივ ან, ბან, გან-ია
ვინც კი რომ შეძლებს და იქართველებს
უკანვე მადლით განი,ბანი,ან.

>>
მეტი რა გითხრათ რით გაგახაროთ,
თქვენც რომ არ გჯერათ ისე დიდი ხართ,
ყოველ დღე ხდება სასწაულები...
მაინც ვერ ხედავთ, 
მაინც მიდიხართ...

ქ არი ქრის ტე ( "ქარი ქრის" ჩემს მიერ დანახული ვერსია)

 ქ-არი ქრის-, ქ-არი ქრის-, ქ-არი ქრის-, 
მლოცველნი მიდიან გზადაგზა...        
კაცთა რიგს, ხალხთა ჯარს რკალად ხრის, 
სადა* Ⴤარ, სადა Ⴤარ, სადა Ⴤარ!..        
გულში წვიმს, სული კრთის, სული კრთის, 
ვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს! 
შენი მე სახება დამდევს თან....    
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!.. 
შენი მე სახება ცრემლებს მგვრის....  **
ქ არი ქრის  , ქ არი ქრის, ქ არი ქრის!..  

გაზაფხული მომინდა უცებ

ნოემბერია!
გაზაფხული მომინდა უცებ.
სურნელი კვირტის 
თავბრუს რომ ახვევს
ფუტკარს და კაცსაც.

მარწყვი მომინდა.
დაბერილი 
წითელი ფერის,
რომელსაც შენი
ბაგის სიტკბო 
სურნელი ახლავს.

არ მინდა ხვალე - გაზაფხული
არც ზეგ...  არც მაზეგ...
მე ვერ მოვიცდი...
მე ვერ დავითვლი კვირეებს თვეებს.

მე მინდა ამ წამს გაზაფხულდეს!
დღესვე და აქვე.
...და თუ ნატვრაა შენც ჩემთან იყო
ღიმილით სავსე.

/კახაბერ ჭიჭინაძე/
17.ნოემბერი. 2013წელი 22:43

воскресенье, 20 октября 2013 г.

აკრო(ბატები)

დაბადებიდან სიკვდილამდე
ცხოვრების გზაზე
თოკი გაუბამთ ვიწრო სუსტი
 უფსკრულის თავზე,
აკრობატები ვითომ ვცდილობთ
ბოლოში გასვლას
მაგრამ მცირედი თუ გადურჩება
უფსკრულის ხახას

წონასწორობა.
ზომიერი - არც მეტ ნაკლები.
არც მარჯვნივ მისცე
და ნურც მარცხნივ მიეტანები.
მაღლა ნუ ახვალ იქ მზე დაგწვავს
ვერ დაბრუნდები.
არ ჩაიხედო ქვევით ხევში
გადავარდები.

არ გაგეხარდეს ზედმეტად და
ნურც დაღონდები,
არც წინ იჩქარო და ადგილზეც
ნუ გაჩერდები
არ დაიძაბო და ასევე
ნუ მოდუნდები
არც სხვას ემონო,
არც ხელზე სხვისა დადო
ხუნდები.

წონა სწორობა, საშუალო, ზომიერება
რწმენა, იმედი, ღირსება და გონიერება,
უფალში არის სათნოების ოქროს ერთება
ბაწარზე გავლის ჭეშმარიტი ბედნიერება.





суббота, 21 сентября 2013 г.

უფლისწულს გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონს




უფლისწულს გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონს
      ვულოცავთ ორი წლის გახდომას

რა პატარა ხარ....
და როგორ დიდი....
როგორ მაგონებ შენ საქართველოს.
შენ შემოგყურებს ქვეყანა რიდით,
შენგან მოელის მომავალ ლელოს.

კურთხეულ ფესვზე ნაზარდო ყლორტო.
დიდი დავითის სისხლი ჩქეფს შენში.
შენ უნდა ზიდო ჯვარი მე()ობის
და აღადგინო ერთობა ჩვენში

ერი მზადაა! ბერიც მზად არის,
მხოლოდ ძეს შესწევს ჯვრისა ტარება...
ყველაფერს შევძლებთ... გოლგოთის გზაზე
თუ კი უფალი ამოგვიდგება.*

ხალხს კი ნუ განსჯი,
ხალხს ნუ განკითხავ...
წითლებმა თელეს მათი სულები
ბევრმა დაკარგა თავის ღირსება
ერთ დროს რომ ქონდათ თითქოს ულევი.

ზოგმაც გაცვალა ჯვარი მძლეველი
ჩინ-მედლებზე და ტყუილ გროშებზე,
და  სული მათი ვერ ჰპოვებს ადგილს
უსახლკაროა - ქუჩის ბოშებზე.

ზევიდან- ქვევით, მარცხნიდან-მარჯვნივ.**
მცირედის-დიდით ხდება კურთხევა
ორი ბუნების, ორი ტიტულის
სამ ერთებაში ამოვლინება.


კახა(ბერი(18)) ჭიჭინაძე
27.09.2013


* არავის შესწევს ძალა ჯვრის ზიდვისა, გარდა ძე ღვთისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.   ამიტომ მხოლოდ უფალს ან ერში ამოვლინებულ უფლის ძალა შესწევს  ჯვრის სიმძიმის ზიდვ.

** ჯვრის გადასახვის მიმართულება. (არა პირჯვრის წერა)
მარცხნიდან-მარჯვნივ.
მარცხენა-(მარცხი) მარჯვენა-(გამარჯვება)
რაც ნიშნავს: ზევიდან ქვევით, მარცხის  გამარჯვებით შეცვლას.

среда, 18 сентября 2013 г.

ყოველივე დასაწერი დაიწერა

ყოველივე დასაწერი დაიწერა.
ყველა სიტყვა ნათქვამია უკვე.
ყველა დროშა სიხლისფერად შეიღება,
 ყველაფერი დავივიწყე წუხელ.

მთვარემ ბოლო იერიშიც მიიტანა,
ჭირანოა სახელი აქვს ძველი.
მთვლემარებით გაციება გადიტანა 
იდუმალი მხარეცა აქვს ბნელი.

ხვალ! ახალი დილა ღამეს გაანათებს,
კვლავაც ახალ იმედებად მაქცევს,
მწამს სიბნელე უკუნეთში გადინაცვლებს 
და  სითბოთი მზე გაათბობს ფერდებს

კავკასიონს თავს გვირგვინი დაიდგმება,
მის ჭაღარას ნაკადულად აქცევს.
ამღერდება, გაიზრდება, გაბრწყინდება,
დაწუნებულს ქვაკუთხედად დადებს.
11.06.2013

воскресенье, 15 сентября 2013 г.

მიყვარხარ....

გუშინ სიყვარული გაგიმხილე...
მთის თოვლს დაემატა ფიფქი
ასე ერთ სიტყვაში ჩავაქსოვე....
შენზე დაგროვილი ფიქრი...

ფიქრი მიჰყვება ნიავს
ფიფქი მიჰყვება ქარს
ცხოვრება აზრსა კარგავს
როცა ვიხურავ კარს

შენით ვცოცხლობ და ვმღერი,
მიზანს ვისახავ ერთს:
ვილოცო მხოლოდ შენთვის
და შეგავედრო ღმერთს


ფიქრი მიჰყვება ნიავს
ფიფქი მიჰყვება ქარს
ამ წუთში ჩემთან არ ხარ
და მაინც მიყვარხარ


იმედი ბადეს გიქსოვს
ტოროლა მაღლა ქრის
რაც რომ იტანჯე გეყო
მზე შენთვის ამოდის

ფიქრი მიჰყვება ნიავს
ფიფქი მიჰყვება ქარს
ყველა დუმილით გელის
ვინც რომ ატარებს ჯვარს

მეც მოწიწებით გეტრფი
სიყვარულს ვმალავ რიდით
შენს გაბრწყინებას ველი
შუადღეს, ღამით დილით.

ვიცი ყვალასგან გამორჩეული ხარ....
ვიცი მრავალჯერ დაიტანჯე...
იცი?... მე ერთი ვარ მილიონში...
იცი..., მე შენთვის დავიბადე.

(ვუძღვნი ერთადერთ სიყვარულს
ს*******ს.
შეყვარებული ბერი18 (კ.ჭ.)
14.09.2013)

ყველა რაღაცას ეძებს

ყველა რაღაცას ეძებს

ყველას რაღაცა სურს,

და ირგვლივ

ვერვინ ამჩნევს

ამ მარტოხელა სულს




ყველა რაღაცას ითხოვს

ყველა მიზნებით ხურს,

ირგვლივ ვერავინ ხედავს

ამ პაწაწინა სულს.




ყველას დაუვლის კოცნის

ყველას ნუგეში სურს

მაგრამ სხეული არ აქვს

ამ მოუსვენარ სულს!

четверг, 22 августа 2013 г.

ნუთუ


ნუთუ ქართული გულიც გაცივდა?!
ნუთუ ალავერდს მოწყდა ზარები
ნუთუ დიდგორიც სულ დაგავიწყდათ
ნუთუ ძმა-ძმობის გაწყდა ძაფები.

ნუთუ ირმები წყაროს ანკარას
არჩევენ მდორე ზუზუნა ჭაობს?!
დაუძლეველი ლომიც  შეშინდა
ისე რომ  თაგვთან ვაღარც კი კატობს.

ნუთუ მოჩლუნგდა გიორგის ხმალი?!
ხმალი სიმართლის, სინათლის სწორი
ნუთუ დადუმდა ჯურღაის ფარი
ფარი ერთგული და ფარი შორი.

ნუთუ დაბერდა  ძუ მგელის გული
ვეღარ დაზარდა ალგეთს ლეკვები.
ნუთუ შეირყა რწმენა ქართველთა
და მიტომ დუმან არაგველები?!

ნუთუ სანთელი სრულად ჩაიწვა.
ნუთუ ფრესკებზე გაჩნდა ბზარები?
ნუთუ იმედმაც კი მიგატოვათ...
ნუთუ გვესიზმრა ქართა ველები.

понедельник, 29 июля 2013 г.

ოქროს საწმისი - მედეა შეწირული - უფლის კვართი (არამეცნიერული ვერსია)



აქ წარმოდგენილი ოქროს საწმისის ვერსია, რამოდენიმე ძირითად დებულებაზეა აგებული. ესენია: უტყუარი ლოგიკა, ბიბლია, მითოლოგია, სულხან საბას განმარტებითი ლექსიკონი და ქართულ ენაში სიმბოლოებით ჩაკოდირებული მნიშვნელობის ახსნა-განმარტებანი, რომლითაც მრავალი საიდუმლო სკივრის გახსნაა შესაძლებელი (გასაღების სწორად მორგების შემთხვევაში).
გასაგებად რომ ვთქვათ, ყოველ ქართულ სიტყვაში ღვთიური ნების იმფორმაციაა დამარხული, დაფარული, მიძინებული. ამიტომაც ჰქვია მას ლაზარეს ენა.
წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია “დამარხულ არს ენაჲ ქართული...."- იოანე ზოსიმე. რას ნიშნავს "დამარხულ არს" ან "ესე ენაჲ მძინარე არს" როდესაც ჩვენ ქართულად ვკითხულობთ, ვსაუბრობთ, ვწერთ.
დამეთანხმებით,საწმისის შესახებ ყოველივეს პირდაპირი მნიშვნელობით გაგება ბუნდოვანი და არაფრის მომცემია. ყოველივეს სიმბოლური დატვირთვა აქვს.
ჯერ არსებული კითხვებით დავიწყოთ:
რა არის ოქროს საწმისი? სულიერი თუ მატერიალური სიმდიდრე.
ვერძის, ოქროს ცხვრის ტყავი თუ ოქროში ამოვლებული?
ნუთუ იმ დროინდელ კოლხეთის ოქროს ხანაში მასზე მეტი სიმდიდრე არ მოიპოვებოდა?
(მატერიალური სიმდიდრის თვალსაზრისით)
ანდა ოცდაათმა კაცმა როგორ შეძლო ოქროს ხანის ძლიერი კოლხეთის სამეფოს უძვირფასესი საუნჯის მისაკუთრება? და თუ ასეთი ძვირფასი იყო სად არის გაგრძელება თუ რა ბედი ეწია მას შემდგომ.
უამრავი რამაა ცნობილი მედეას კოლხეთიდან წასვლის თაობაზე, იქ ჩასულს კი საწმისთან ერთად თუ რა ბედი ეწია ბურუსითაა მოცული. ჩამოკიდეს, გამოფინეს, გაყიდეს, გაიყვეს, გახიეს, წარმატება მოუტანა ახალ მეპატრონეს თუ უბედურება?....

განვმარტოთ სიტყვები:

ვერძი, ოქრო, ტყავი.

ვერძი - მამალი ცხვარი
ცხოვარსა მამალსა ეწოდების ვერძი ( ქართული ლექსიკონი)


ოქრო - მოოქროვილი, პიროქრო. (ს.-ს.ორბელანი ლექსიკონი ქართული ტომი პირველი გვ. 609

ტყავი - კაცისა და ცხო(ვ)ელთ ჴორცთ გარეგანი საფარველი (ქართული ლექსიკონი)

ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს "ცხო(ვ)ელთ საფარველზე" ანუ პირუტყვის ტყავზე.

თუ ს.ს. ორბელიანის განმარტებით ოქრო ნიშნავს ოქროს პირით მეტყველს პიროქროს ( ოქროპირი)
ე.ი. თუ არის გაგება ოქრო პირმეტყველი და ნიშნავს კეთილად მეტყველს, ამასთანავე უნდა არსებობდეს ოქრო პირ უტყვი. ლოგიკურად პირუტყვი ოქრო უნდა ნიშნავდეს ანბანს ანუ ცხო-ვ-არს, რადგანაც თავისთავად ანბანი პირ უტყვია სანამ პირმეტყველი არ გაახმოვანებს მას.
ანბანის გარკვეული წყობა (საკრებულო) ქმნის სიტყვას, ხოლო თვით სიტყვაც უტყვია შობამდე სანამ ენა არ გახმოვანებს მას.
ოქრო პირუტყვი ამასთანავე საწმისია.

ნახეთ მსგავსება:






! პირ(უტყვი)ს ოქრო სამოსი გავიდა და სანაცვლოდ მობრძანდა პირმეტყველის
სამოსი უფლის კვართი ოქროპირით მეტყველი.!

! გავიდა მამალი ცხოვარის სამოსი ( ცხოველის) და მობრძანდა მაცხოვარის კვართი (ცხოველმყოფელის)!

პირუტყვი - პირმეტყველი.
ტყავი - შესამოსი.
მამალი ცხოვარი - მაცხოვარი
საწმისი - კვართი.
ყოველივე ეს ისე გავს ერთმანეთს სიტყვით, აზრით, ნიშნებით, რომ უბრალო თანკვეთაზე, მსგავსებაზე თუ დამთხვევითობაზე საუბარი ალოგიკურია.

საიდან შეიძლება მოხვედრილიყო ოქროს საწმისი კოლხეთში?

ძველი მითებიდან ცნობილია, რომ ოქროს საწმისი კოლხეთში არესის ჭალაში ინახებოდა.
უამრავ ენაზე ვერძი გამოითქმის როგორც Ari'es (არიეს),ამასთანავე ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია(ანუ დასაწყისი და ბოლოც, რადგან ზოდიაქო წრეზეა განთავსებული. ანი და ჵ ჰოი)
ქართულში "არიეს" არევას ნიშნავს. ამ სიტყვის ძიებამ, თუ სად მოხდა კაცობრიობის ისტორიულ ცნობიერებაში ყველაზე დიდი არევა ძველ ებრაულ მითამდე მიმიყვანა სახელად "ბაბილონის გოდოლი" ,
რომლებიც ( ბაბილინელები) შეეცადნენ მიწის და ცის არა სულიერ, არამედ მატერიალურად შეერთებას ( ორმო ცის ერთება) გაერთსხეულებას
".....ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა ბაბილონი (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას ბალალ — არევას). - (წყარო ვიკიპედია "ბაბილონის გოდოლი")
კავშირი:
ვერძი - "არიეს" (ქმერული)
არიეს(არეული) - ბალალ ( ბაბილონი) - ძველ ებრაულად
ანუ ოქროს ვერძი "არიეს" და "არიეს" ბაბილონი ერთმენეთს უკავშირდება.
სავარაუდოდ (პირადი მოსაზრებით) ბაბილონში შეიქმნა "ოქროს ვერძი"
და გაიგზავნა კოლხეთში; ანუ კოლხეთს ხვდა ხვედრად მისი მიღება ( მსგავსება; მაცხოვრის კვართი) ოქროს ვერძთან დაკავშირებით წილი ყარეს თუ სხვა რაიმე მოსაზრებით გადასცეს კოლხეთს ჩემთვის უცნობია.

ჩემი პირადი მოსაზრებით ლოგიკურად ბაბილონელები ენის არევის შემთხვევაში, შეეცდებოდნენ მის შენარჩუნებას და ის ერთადერთი საშუალება შეინახო ენა არის წერითი ფორმა ანუ ასოები.
როდესაც საუბრობ მყისიერად ხდება ნათქვამის დროში და მატერიაში შთანთქმა, გაფანტვა, გაქრობა. მეხსიერებას შეუძლია შეინახოს გარკვეული დროით, თუმცა მეხსიერებაც და ადამიანიც დროს ექვემდებარება.
რადგანაც პირმეტყველად ყოველივეს შენახვა შეუძლებელი იყო, ყოველივე მიანდეს პირ უტყვს
ანუ პირუტყვს ოქროს - ვერძს "არი'ეს", რაც შებრუნებით ქართულად ნიშნავს "ეს არი"

ეს არი - არი ეს
ანუ რაც არიეს - ეს არი.

რა არის ეს დამთხვევითობის კასკადი?

ამ პერიოდში რომც ჰქონოდათ თუნდაც პაპირუსი, ქვაზე კვეთა ლურსმლური და ტყავი, არჩევანი აუცილებლად ტყავზე შეჩერდებოდა, რადგანაც ქვაზე კვეთა ტრანსპორტირებისთვის რთული იქნებოდა. პაპირუსი არამედეგი დროში, ხოლო ტყავი იქნებოდა ყველაზე მოსახერხებელი, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ხელთუქმნელი, მორთულ მოკაზმული, მატერიალური თვალსაზრისითაც ძვირფასი და ხელოვნების ნიმუში და არა უბრალოდ ნაწერი ტყავზე.
ქართულში მსგავსი სიტყვებია: მე(ტყვე)ლი, ტყვე, უტყვი, ტყავი.
ასევე ჩემი პირადი მოსაზრებით "არიეს" არის ბაბილონელთა ენის პირველი და ბოლო ასო. პირველი ასო "არი" ბოლო "ეს"
სავარაუდოდ "არი" გამოიყურებოდა ასე ∢ , (სამყაროს დანახვას, ხედვას უნდა ნიშნავდეს) ჰგავს ალფას. შემოტრიალებული 90გრადუსით ერთი მხრიდან მიიღება A ,საწინააღმდეგო მხრიდან მიიღება ვერძის ზოდიაქოს ნიშანი∀.

ყოველივე აქედან გამომდინარე, სავარაუდოა არგონავტებმა საბერძნეთში წაიღეს (ორმოცი სრული ანბანის) მხოლოდ 24 არასრული ნიშანი, ხოლო მედეა იქმნა შეწირული ამ მისიას.

ასევე ლოგიკურია ის რომ, როდესაც ხედავ ასოს "ა"-ს თუ ვინმემ არ გვასწავლა რომ ანია ან "ბ" ბანია,და როგორ გამოითქმის ისე როგორ მივხვდებით? სავარაუდოდ ოქროს ვერძის შემქმნელი ასოს ხედვით გამოსახულებს გარდა ხმოვანი (ინსტრუქციას) ახსნის საშვალებაზეც იფიქრებდა. ამიტომ თითოეულ ასოზე სწორი მიმართულებით შეხებით დაკვრით მიიღებოდა ასოს ხმოვანება (ჟღერადობა) ასეთი იარაღი უნდა მოყოლოდა საწმისს, ხოლო მედეას მისი სწორად გამოყენება შეძლებოდა.
ფიქრის შედეგად ისევ ქართულმა ენამ გამაღვიძა და მიმახვედრა თუ რა ფორმის უნდა ყოფილიყო ეს საკრავი- საკრალური დეტალი. ის უნდა ყოფილიყო კრავის პირ-სახის.
სიყტყვა "საკრავი" ქართულში დაკვრასაც (დარტყმას) ნიშნავს და ინსტრუმენტსაც რომელიც ხმას გამოსცემს.
ასე რომ მედეა გაყვა ერთგვარი ინსტრუქტორის მისიით, ის კრავის ფორმის საკრავის დეტალის სწორი მიმართულებით შეხებით ასოს აცოცხლებდა.
24 ასო საკმარისი აღმოჩნდა ბერძენთათვის, ჭრიალი და ჟღრიალი ასოები არ მოეწონათ სავარაუდოდ ფაქიზი სმენადობის ბერძნებს და არც სასაუბრო მეტყველებაში ჰქონიათ მათი გამოყენების საჭიროება.

მითოლოგიური წყაროების თანახმად, სადაც ოქროს საწმისი იქნებოდა იქ უნდა ყოფილიყო უფლის ჯვარცმა ამიტომ სავარაუდოდ ბერძნებმა ასოები გამოიყენეს, ხოლო ოქროს საწმისის ბერძენი მფლობელი თავისი მატერიალურ ღირებულებაზე 33ჯერ ძვირად გაყიდიდნენ, თუ ვის შეეძლო მისი ყიდვა და ვინ არიან ყველა დროის ვაჭრები ძნელი მისახვედრი არაა და სადაც წაიღეს არც ეს. ეს ნიშნავს ერთგვარ დასასრულს ძველი აღთქმისას და მოლოდინს ახალი აღთქმისას.

წრე იკვრება ოქროს საწმისის გატანით და ცხოველმყოფელი კვართის მობრძანებით.

რადგანაც ზემოთ სიტყვა მაცხოვარზე ჩამოვარდა,
ორი სიტყვით მინდა ავღნიშნო რომ ქართულმა ასოთა წყობამ
იცოდა წინასწარ თუ რა საკრალური მნიშვნელობის დამტევია სიტყვა "ისრაელი"
ანუ მასში კოდირებულია იმფორმაცია რომ ისრაელი არის უფლის ჯვარცმის ადგილი,ხოლო ისრაელი ხალხი ამ ყოველივეს შემსრულებელი.
მოგეხსენებათ „ისრაელი“ ძველებრაულად „ღმერთთან შეჭიდებულს“ ნიშნავს.
ძველი აღთქმა დაბადება, თავი ოცდამეთორმეტე
28. "უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე"

ხოლო ქართულად "ისრა" (მოისრა, მოსრა) მატერიალურ სიკვდილს აღსასრულს, დასასრულს ნიშნავს, ხოლო "ელი" თუ ებრაულად ღმერთს ნიშნავს, ქართულად "ელი" მოლოდინს , ვისაც ელი და ყველაზე დიდი ვისაც შეიძლება ელოდოს ადამის მოდგმა უფალი ღმერთია.
ანუ ქართულად გეოგრაფიული ტერიტორია ისრაელი ნიშნავს ღმერთის აღსასრულის "უფლის ჯვარცმის"ადგილს.
ახსნად იმისი რომ ამ შემთხვევაში ღმერთში უფალი მოიაზრება და არაა ჩემი პირადი ინტერპრეტაცია ან სასურველ მნიშვნელობის სიტყვად შემოტრიალება,ბიბლიის ახალი აღთქმის ორ ტექსტს მოვიყვან სადაც ჩანს დასტური ძე მამის და მამა ძის ზომიერ ერთებაზე.

იოანეს სახარება თავი მეთოთხმეტე
11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში;

მათეს სახარება თავი მეჩვიდმეტე
5"......და აჰა ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ."

"რომელი მე სათნო-ვიყავ"

სათნო - ნების მყოფი
სათნოება- არს საშუალი ნამეტნობისა დანაკლებობისა. (ს.-ს.ორბელანი ლექსიკონი ქართული ტომი მეორე გვ. 30)

ანუ დღევანდელი გაგებით არც მეტს არც ნაკლებს ზომიერს ნიშნავს (საშუალოს )


რომელი მე ზომიერ -ვიყავ;

ანუ ღმერთი მატერიალური თვალსაზრისით ზომიერებით გამოჩნდა უფალში და არა მისი განუზომელი ბრწყინვალე სიდიადით.

სამწუხაროდ ახალი ქართულით გამოშვებულ ახალ აღთქმაში იგივე ადგილი
5".... ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.

"რომელიც შევიტკბე მე." - უკვე სრულად არღვევს ჩადებულ პირველყოფილ აზრს.



17.07.2013წ
/კახაბერ ჭიჭინაძე/


суббота, 20 июля 2013 г.

ვეძებთ...




ვეძებთ გიორგის, ილიას, შოთას

ვეძებთ ქართულ-იბერულ მოდგმას

ვეძებთ ექვთიმეს, ნინოს და ნონას,

ვეძებთ ქვეყნისთვის ერთგულს და მონას

ვეძებთ ქეთევანს, თამარის, ლაშას,

ვეძებთ დავითს და ერთგულ ლაშქარს.

ვეძებთ თინათინს, ავთანდილს, ფრიდონს,

ვეძებთ პურსა და ვეძებთ ღვინოს

ვეძებთ ტარიელს, აკაკის, ვაჟას,

ვეძებთ წესიერ ქალსა და ვაჟკაცს.

ვეძებთ მაიას, დემეტრეს, ცოტნეს,

ვეძებთ გამგებს და ვეძებთ მცოდნეს.

ვეძებთ ერეკლეს, იაკობს, ზვიადს

ვეძებთ სულით და ხორცით დიადს.

ვეძებთ ღირსეულს ერში და ბერში

ვეძებთ ობოლს და ვეძებთ გერში,

ვეძებთ ბარში და ვეძებთ მთაში,

ვეძებთ ქუჩაში და ვეძებთ სახლში




გეძებთ.......


понедельник, 1 июля 2013 г.

დავჩიავდით

დავჩიავით,

დავჭიავდით,

დავნაჭუჭდით,

გავნიავდით.

გავზარმაცდით,

გადავგვარდით,

უნიფხვობით უტვინობით.

გავშტერდით და

გავსულელდით,

გავირყვენით უღმერთობით.

გული მტკივა,

სული მტკივა,

უგულობით, უსულობით.

სისხლი კივის,

ხორცი ტირის,

უდარდელთა უტიფრობით.




/კ.ჭიჭინაძე/

26.06.2013. 22:18

вторник, 25 июня 2013 г.

"პლანეტა მულტიკის" წესი



"მოკლე" შესავლით თუ არ დავიწყე გაუგებარი იქნება მკითხველთათვის ყველაფერი.

ცოტა ხნის წინ უცნაური "დეფექტური" აღმოჩენა გავაკეთე საკუთარ თავზე,

ჩემი ტვინი ჩემგან დამოუკიდებლად იმახსოვრებს რაღაც დეტალებს, ხოლო რაღაც დეტალებს იგნორს უკეთებს, თანაც ამ ყოველივეს ავტომატიურ რეჟიმით თვითონ წყვიტავს რომელია საჭირო დამახსოვრებისთვის რომელი არა.


ყოველთვის ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც რაიმეს უცხო ავტორისას ვკითხულობდი ძალზე მიჭირდა არა მარტო ავტორის სახელის და გვარის დამახსოვრება, არამედ თვეების შემდეგ მოქმედი პერსონაჟების სახელების გახსენებაც, თუმცა ნაშრომის დედა აზრი, კვანძის გახსნა მისაღები თუ მიუღებელი მყარად ილექებოდა ჩემს ცნობიერებაში.

რომ არა ჩემს ხელთ მოხვედრილი უამრავი ტომებისა: მარკ ტვენის ,მაინ რიდის, ჟიულ ვერნისა ალბათ მათ სახელებსაც ვერ გავიხსენებდი, როგორც ვერ ვიხსენებ " ნიმფიანი ბეჭდის", "დორან გრეის პორტრეტი"-ს და სხვათა ავტრებს თუ მოქმედ პირებს დახმარების გარეშე.

ამ ჩემს უტვინობას სამაგიერო კომპესაცია რომ ექნებოდა მივხვდი, მეც ვეძიე და ვიპოვე. ერთია წაკითხული გქონდეს და ზეპიად იცოდე ნაწარმოები და ავტორი, ხოლო მეორეა იმავე ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მაგალითად იციან ზეპირად "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა" ხოლო მოქმედებენ პირიქით, იხვეჭავენ ოქროს - სახელის ხარჯზე. იციან "რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!" თუმცა წართმევით არიან დაავებულნი. უწყიან "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი." და ამავე დროს სოროში ჯოხით უჩხიკინებენ გარეთ გამოძვერიო. მერე კი ტირიან დამგესლა, მიკბინაო.

აბა რათ გინდა ასეთი ცოდნა თუ მარტო თეორიულად იცი ხოლო პრაქტიკაში ვერ იყენებ ანდა შენ გადგება მარტო და არა ხალხს.






ადრე კომუნისტების დროს (1981-83წ) ერთერთი მულტფილმის სიუჟეტი ჩამებეჭდა მყარად მეხსიერებაში; გუშინდლამდე არც ვიცოდი რატომ ან რისთვის .(ვერც მის სახელს ვერ ვიხსენებ) უცხოპლანეტაზე მოხვედრილი კოსმონავტები საოცარი ფაქტის მომსწრეები ხდებიან მკვლელი თვითონ ხდება მოკლულად; ფრინველი რომელიც ჭიაყელას გადაყლაპავს უმალ პატარავდება და იქცევა ჭიაყელად. ყვავილის მომწყვეტი ყვავილად და ა.შ.

რატომ დამამახსოვდა მხოლოდ ეს, ან ამდენი გასული წლების მერე რამ გამახსენა არ ვიცი, ალბათ დავიხსომე,მიტომ რომ მეგრძნო ურთიერთ კავშირი რეალობასთან და ეს დამეწერა.

რასაც ქვევით წაიკითხავთ მიხვდებით რომ პირდაპირ კავშირშია ამ მულტფილმის სიუჟეტთან.



"პლანეტა მულტიკის" წესი




პირველ ყოვლისა ადამიანით და ვიწყოთ და ადამიანითვე დავამთავროთ.

როდესაც ადამიანი კლავს ადამიანს დარწმუნებული ვართ რომ თავის თავს არ კლავს? ანდა როდესაც იმპერია იბყრობს ქვეყანას დარწმუნებული ვართ რომ თავის თავს არ იბყრობს, თავის თავზე არ იდებს ბორკილებს და თავის განადგურების მექანიზმს არ რთავს? ყველა იმპერია გაქრა და აწიც გაქრება მხოლოდ დაპყრობილები დარჩებიან; როგორც მონათმფლობელები , პლანტატორები გაქრენ, ხოლო მონები გადარჩნენ, გამრავლდნენ. თუნდაც დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი ბატ. ობამა, ყოფილი კოლლნიზატორული ამერიკის მიერ ზანგთა, ფერადკანიანთა მიმართ რასისტული ჩაგვრის უკუ შედეგი არ არის?

ჩემი აზრით დაპყრობით, დაპყრობილის გადარჩენის იმუნიტეტი ძლიერდება, ხოლო დამპყრობელი სნეულდება.

რუსეთიც ასეა, ნახეთ როგორ შეესიენ დაპყრობილები მოსკოვს ჩრდილო კავკასიის და აზიის ქვეყნებიდან, კრიტიკულ ზღვარს როგორც მიაღწევს ყველაფერი დაინგრევა. ანუ რუსეთის იმპერიას ქართული ასო ნიშნის (ს.ს,ორბელიანის) მეხუთმეტე გასაღების იოტის ყულფში აქვს თავი გაყოფილი. ვერც უარყოფს მათ მოდინებას, რადგანაც ერთი ქვეყნის ვალდებულება ბოჭავს, ვერც აღიარებს საწინააღმდეგოს, რადგანაც იმპერია დაენგრევა. ასე დასნეულებული მომაკვდავი სადამდე გაატანს დროზეა დამოკიდებული მხოლოდ. არადა გასაღები (იოტა) ქართველთა ხელშია.

(ამას რაც ბოლოს ვთქვი ვერ გაიგებთ და ნუ მიაქცევთ ყურადღებას).




რომ არ თქვათ "პლანეტა მულტიკის" წესი მხოლოდ იმპერიებს ეხებათო, დღევანდელ და ხვალინდელ ადამიანს გადავხედოთ.

ადამიანმა მონად აქცია ტექნიკა, ეწევა მის უმოწყალო ექსპლუატაციას, იყენებს და მერე უმოწყალოდ ყრის. ( სასაცილოა) "პლანეტა მულტიკის " კანონის თანახმად ტექნიკამ უნდა დაამონოს განდევნოს ადამიანი და თვითონ ჩაენაცვლოს ანუ თვითონ იქცეს მფლობელად ადამიანი კი მონად.ასეცაა დაწყებული დღეს კომპიუტერის მონები არ ვართ უკვე?

დღეს უკვე კამერები აკონტროლებენ ადამიანის საგზაო წესებს, სჯიან დამრღვევებს, ხვალ მის პირად გადაადგილებას გააკონტროლენენ და თუ საჭირო იქნა შეზღუდავენ კიდეც, გააკონტროლებენ მყიდველობის უნარს მის რესურს და ვარგისიანობას შეამოწმებენ. მედიცინის მხრივაც წარმატებებია, ხელოვნური ხელი , ფეხი, გული, თვალი ყური.... ყოველი ნაწილი და სრულიად შეიძლება შეიცვალოს სათადარიგო ნაწილებით ადამიანი, მაგრამ ეს უკვე ადამიანი იქნება თუ რობოტი? საკამათო თემაა...

მერე აზრს და ფიქრსაც თუ გააკონტროლებენ დასრულდება ყველაფერი..

ერთ "მშვენიერ" დღეს თუ საჭირო გახდა სანაგვეზეც მოგვისვრიან და

ვერცერთი უფლება დამცველი ორგანიზაცია ვეღარ გვიშველის.




18.06.2013წ

შეშლილი ოთახი

აბა მზეს რა უნდა იმ ოთახში,
სადაც მარტოობა გაბატონდა,
არის სიყვარული ტყვეობაში
და სული გათოშილი გადაღონდა.

აბა წყალს რა უნდა იმ ოთახში,
სადაც კაცის რწმენა გაილია,
თუ ოფლი არ დაღვრილა ვენახებში,
და წლებიც ღვინოსავით დაილია...

აბა ბედს რა უნდა იმ ოთახში,
სადაც არტახები ახსნილია,
ისევ უიმედოს მოლოდინში,
სული საკინძემდე გახსნილია.

ოთახს დარევია ავი სული,
ისევ "ლოგინ"-ები აშლილია,
ვნება, ცეცხლოვანი არა ბმული
და დროც  ჩემსავით წაშლილია.

пятница, 10 мая 2013 г.

მე ქართველი


მე ქართველი იმიტომ ვარ,
რომ სიმღერით დავიბადე,
ლაღიძემ და გონაშვილმა,
მომიქარგეს სულის ბადე,

რამიშვილმა ჩვენმა ბარდმა
ამამღერა გიტარაზე,
მაგრძნობინა სიყვარული,
ქალის ფასი სილამაზე.


სუხიშვილმა თავის ცეკვით
სისხლი მომცა ცეცხლს ფერი
ჭავჭავაძემ შემაყვარა,
სიმართლე და ციცქნა ერი

რუსთაველმა დამანახა,
გმირობის და ძმობის ძალა,
ნიკალამ კი მომიხატა,
ჩემი თვალის ნარიყალა

წერეთელმა დამიბარა:
ქართველობა არის მადლი!
იაკობმა შემასწავლა
"აი ია" ქვეყნის თვალი

დავითმა კი სიბრძნე მომცა,
აზროვნება "გულის გონით",
მტერი უნდა მოვაქციოთ,
სიყვარულით , არა ღონით.

სალუქვაძემ გამიმხილა
ჩვენი ანბანთ საიდუმლო
იოანემ...სულხან საბამ...
"ესე ენა არს  საუფლო"

ექვთიმემ კი ღვთის კაცობით,
მე შემაცნო  ღირებული
ოქრო, ვერცხლი საცდურია,
ღირსებაა ჩვენებური.

ვერცხლი მხოლოდ მეტალია,
კაცი ფასობს ოქროპირით,
ფული მხოლოდ ქაღალდია,
სიმართლე ჭრის ხმლისა პირით.


გალაქტიონს ლექსის მამას
შეედრება ვინმე რაში?
ტატომ თვისი ხელით მომცა,
შეკაზმული თეთრი რაში.

მითხრა:  მიდი გააჭენე,
მე რაც მაშინ არ დამცალდა
ეს მერანი  ნიშანის მისცემს
შეიკვრება ერის ძალა


მიდი გასწი, ნუღა უცდი
გააქროლე ქვეყნის თავზე,
საქართველო გაიღვიძებს
გაიმარჯვებს ყოველ ავზე.


კავკასოინს აზანზარებს,
იწყვეტს ჯაჭვსა ამირანიც,
ნიკოფსია ჩვენ გვიყურებს
კლარჯეთი და დარუბანდიც.




ჯეკპოტი


   ეს ამბავი თვრამეტი წლის როცა შევსრულდი მაშინ შემემთხვა.
 უფრო სწორედ მის მეორე დღეს, როდესაც ნაბახუსევზე გაზეთით და  ალუმინის ლუდის ქილით ხელში ბაღის გახუნებულ მწვანე სკამზე, გუშინდელი ლატარიის გათამაშების შედეგებს ვამოწმებდი.
იმ სკამზე რომელზეც ღრმად ამოკაწრულია კოტე+მარი....
  გუშინ ჯეკპოტი გათამაშებულა ერთი მილიონი ლარი, მხოლოდ ორი ციფრი გამოვიცანი, არადა როგორი დარწმუნებული ვიყავი მოგებაში, როგორც არასდროს ისე. რამდენ რამეს გავაკეთებდი ამ მილიონით, სახლი, მანქანა, ბიზნესი....როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება..
 ჩემი მილიონი ვიღაცამ მოიგო - გავიფიქრე და კბილებშიც ხმადაბლა ჩემდა უნებურად გამომცრა.
- დარწმუნებული ხართ ყმაწვილო?
ოდნავი შიშით გამოვერკვიე, მაგრამ არ შევიმჩნიე,ჩემს გვერდით კოსტუმში გამოწყობილი, უცნაური ცილინდრით თავზე ხნიერი მამაკაცი იჯდა. ორივე ხელით  შავ ჯოხზე წინ დაყრდნობილი, მხოლოდ თავი ოდნავ- ირიბად მოეტრიალებინა ჩემსენ. ( როდის მოვიდა ეს მამაკაცი და  დაჯდა არ მახსოვს, ალბათ გართული ვიყავი ფიქრებში.....)

- რა ბრძანეთ?
მორიდებით ამოვილუღლუღე, თუმცა მშვენივრად გავიგე რაც მკითხა. უბრალოდ, ტვინმა მათქმევინა   რომ დრო მოეგო ინფორმაციის გადასამუშავებლად. ჰმ... საოცარია, ასე ჩაცმული ხალხი კიდევ დადის?

- დარწმუნებული ხართ ყმაწვილო, რომ თქვენი მილიონი სხვამ მოიგო?
ისე დამიმარცვლა  მასწავლებლებმა რომ იციან.
- არა, მაგრამ შანსი ხომ მქონდა, დიდი კუშის მოხსნის.
- ხო..., შანსი ოცდათექვსმეტიდან  ექვსივე ციფრის გამოცნობის...
მილიონიდან ერთი ციფრს გამოცნობის შანსზე რას იტყოდით?
- შანსი ნაკლებია, თუმცა არა შეუძლებელი...
კაი დიდი კუში კი იქნებოდა. ვთქვი და ლუდი მოვსვი.... (არ მესიამოვნა)
- აი მილიარდიდან ერთი ციფრს გამოცნობს შანსი როგორია?
ცოტა არ იყოს გამაღიზანა უცხოს სულელურმა კითხვებმა, მაგრამ  ლუდმა თავისი ქნა და "ბარხატნი" სიმშვიდე მომგვარა.
- შანსი არაა, ანუ  იმდენად მცირეა რომ სისულელე იქნებოდა თამაში.
- სამაგიეროდ თანხა იქნებოდა უზარმაზარი,
 "კუში" - დაამატა პაუზს მერე, თითქოს ვერ მივხვდი რაზეც ლაპააკობდა.
- რად მინდა ეგეთი კუში თუ მოგების შანსი ნულია.
- ხო...  შანსი ნულია, მაგრამ არა შეუძლებელი...
  (ჩემი ადრე თქმული შემომიტრიალა, მერე თავი ჩემსკენ  გადმოხარა ისე როგორც აგენტებმა იციან, თან წინ იყურებოდა და ჩამჩურჩულა):
შენ ხომ ხვდა მოგება ტრილიონი შესაძლებლობიდან  ერთი?
(სკამზე ცოტა უკან და გვერდზე გავიწიე, რომ კარგად შემეფასებია მისი ფსიქიკური მდგომარეობა)
სიცოცხლეზე გესაუბრებით ყმაწვილო, თქვენ ამ ქვეყანაზე მოვლენით ტრილიონი შესაძლებლობიდან ერთი შანსი გხვდათ, განა ეს არ არს ჯეკპოტი?
შეცვალეთ თქვენი ცხოვრება როგორც გინდათ.
- კი მაგრამ ამ ცხოვრების ფასი შაურიატრილიონი შესაძლებლობიდან დაგეთანხმებით ერთი მოვიგე, თუმცა ჯეკპოტში შაური შემხვდა.
(ჩემივე ერუდიციით გაკვრვებულის, სიამაყის გრძნობა დამეუფლა და სიამოვნებისგან წამომაწითლა)
- შაური?... მომყიდეთ ეგ შაური ყმაწვილო, აი ამ კეისში ზუსტად მილიონი ლარია. გარიგება თქვენთვის მომგებიანი უნდა იყოს შაურში მილიონი.
(კეისი მუხლებზე დაიდო და თითები აათამაშა)
 დაითვლით?
- ანუ თქვენ ჩემს სიცოცხლეში მილიონს მთავაზობთ?( ხახა გამიშრა და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე)
- დიახ, სწორად გამიგეთ ყმაწვილო.
რად მინდა ეგეთი მილიონი, თუ არ ვიქენი.
- მშობლებს ,ძმას ,ნათესავებს მიეცი...
- არა არ მინდა..
- კარგით რამდენი გნებავთ "შაურში", თქვენ დაასახელეთ თანხა...
- არ ვყიდი..
- ანუ აღიარებთ რომ "შაური" შეუფასებელია? აღიარებთ მილიარდზე ღირებული ჯეკპოტი რომ გხვდათ?..
- გიჟი ხართ, ვიღაცა ხართ....
(ავდექი და მოუხედავად გავეცალე იქაურობას)
 ამის შემდეგ ის კაცი აღარასდროს მინახავს.

    რამდენი წელი გავიდა იმ დღის მერე, სახლიც მაქვს მანქანაც, ბიზნესიც, მეუღლეც შვილებიცმარა როდესაც ოდნავ ჩავფიქრდები ცხოვრებაზე ისევ  ის კაცი მახსენდებარაც დრო გადის უფრო და უფრო  ვერ ვიჯერებ რომ ეს შემემთხვა რეალობა იყო, სულ უფრო მისტიური მგონია,   ხან სიზმარი,ხან ნაბახუსევზე მოლანდება, სადღაც გაგონილი თუ წაკითხული.

  მაგრამ ის მწვანე სკამი ისევ იქ დგას, გადაუღებიათ კიდეც, თუმცა ისევ ეტყობა ძველი ამოტვიფრული სახელები კოტე+მარი. ვიღაცისთვის სიყვარულის გასახსენებლად, ჩემთვის კი ჩემი ცხოვრების ფასის გასახსენებლად. ჩემს მიერ  ჯეკპოტის მოხსნის მახარებლის,მაცნეს გაგებს ნიშნად.

ეხლა კი იმაზე ვფიქრობ როგორ ავუხსნა ეს ყოველივე ჩემს შვილებს, შენს შვილებს, მათ შვილებს, მე ხომ "ბრენდმეიკერი" ვარ და არა მწერალი.

არადა როგორ ჭირდებათ მათაც რომ გაიგონ, თუ  რამხელა "კუში" მოიგეს დაბადებით.