вторник, 25 июня 2013 г.

შეშლილი ოთახი

აბა მზეს რა უნდა იმ ოთახში,
სადაც მარტოობა გაბატონდა,
არის სიყვარული ტყვეობაში
და სული გათოშილი გადაღონდა.

აბა წყალს რა უნდა იმ ოთახში,
სადაც კაცის რწმენა გაილია,
თუ ოფლი არ დაღვრილა ვენახებში,
და წლებიც ღვინოსავით დაილია...

აბა ბედს რა უნდა იმ ოთახში,
სადაც არტახები ახსნილია,
ისევ უიმედოს მოლოდინში,
სული საკინძემდე გახსნილია.

ოთახს დარევია ავი სული,
ისევ "ლოგინ"-ები აშლილია,
ვნება, ცეცხლოვანი არა ბმული
და დროც  ჩემსავით წაშლილია.

Комментариев нет:

Отправить комментарий