გოგონა არა
მინდოდა რაღაც უცნაური დამეწერა. ჩემთვის უჩვეულო
და გამახსენდა ერთი ახალგაზრდას მოყოლილი ამბავი.
როგორც შევძლებ ისე მოგახსენებთ.
არ ვიცი რა ქვია წერის ამ სტილს...
გოგონა
- არა
უცნაურია,
ბარში შევედი, თანაც მარტო
რბილად მოვჯექი.
სიგარეტს ვიღებ და ვუკიდებ..
რეკლამას ვამჩნევ
ჯექ დანიელი
რა მოგართვათ? (მოვარდა)
ყავა..
მგონი მარტო ვარ... მიმოვიხდე
ო.. მგონი არა.
წინ მაგდასთან, შავ დივანზე, შავად ჩაცმული
შავი გოგო სიგარეტს აკმევს.
მომჩერებია,
თვალი წყლიანი, რატომღაც ცივი
და ყინულიანი.
ვიბნევი.. მზერა გადამაქვს ვითომ საათზე
წიკწიკებს წამი ... გულიც წიწიკებს
დიდი ისარი პატარას ფარავს და ორივენი
თორმეტზე დგანან.
ჩემი ისარი რადგან ერთია ვიტყვი რომ ის დგას.
კიდე შევხედე...
ისევ მიყურებს ... ეხლა ღიმილით
თითქოს მკითხულობს
იცის ისარის... იცის წიკწიკის...
ადგა., მოდის... მომიახლოვდა..
-წამო - თქვა და არც კი გაჩერდა.
წამი დამჭირდა , ზუსტად წამები,
წამოვიწიე და
მეც გავყევი.
საკუჭნაოა ეს თუ ოთახი...
ბნელა და არა
ვიბნევი წამით უნდა ვთქვა რაღაც....
რაც მომაფიქრდა:
რა გქვია?
არა... ტუჩზე თითს მადებს
მიმახვდრა აქ ზედმეტია საუბარი
" მიცან-გიცანის"
საქმე არ იცდის.
ეს იყო არა, რომელიც კი-ს ნიშნავდა
და არა არას.
ეხება თასმას, ზონარს გადაცდა
შავი ატლასის პერანგიდან მზემ გაანათა
თვალთ დამიბნელდა,
მხოლოდ სუნამოს სუნს ვგრნობ,
მძაფრი ყვავილის
მეცნობა სადღაც...
არ მომწონს.. მაგრამ უფრო აღმაგზნებს...
.....
-კიდევ შევხვდებით?
ისევე არა.... სიცოცხლესავით ერთი
იყოს.
მოვა და წავა.... იყო
და არა...
მარტო ეს მითხრა და წავიდა.
თვე გავიდა და კიდე ათი
ვერ ვივიწყებ....
ნუთუ მესიზმრა...
გაზეთს ვკითხულობ:
გუშინ...
მოტოციკლეტი...
მოდელი....
გარდაიცვალა
სურათიც არის....
ო... არა,არა....
ის გოგო
არის...
სახელით
"არა"
და გამაჟრჟოლა, გამეყინა სისხლი და შევკრთი
გამახსენდა
მისი სუნამო და მისი ფერი..
მისი სურნელი მძაფრი რომელიც მხოლოდ
პანაშვიდის
ყვავილებს ასდით.
ეხლა კი ვფიქრობ
მე ვიგრძენი სიკვდილის სუნი თუ
"არა" გრძნობდა და წინაწარ იპკურა თვისით?
სიცოცხლესავით
წამში გაჩნდა, წამში წავიდა
დღეს აღარ ვიცი, იყო "არა" თუ არა იყო რა....
კახაბერ ჭიჭინაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий