ანბანის ახლად აღმდგენელო! ჰპოვე ორმოცი.
კარებს გაააღებს დახურულსა ასო ორმო ცის,
რა სამჯერ ჯამში აღმატებით არის ასოცი,
და სიტყვა ცისაც იწერება ისიც ასო ცით.
სამებაშია ენა ერთი აბა თუ იცით,
თნო ველად არსში მამა ზეცის სრულად თავის ძით.
დაე აღსრულდეს! ამ ენით ამბობს უცხო ტომელი,
ამ ენით იყოს ჭეშმარიტება განსჯაც ყოველი
არც კი არ იცის ქართული ენით აღავლენს ლოცვას,
ბოლოს იძახის "ამენით"- ამინ ასრულებს ლოცვას.
ქართულს ავედრებს ზეცას ისევ გარინდებული
უცხო ტომელი "ამ ენის" აზრში ჩაუწვდომელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий