რატომ არის რომ სიყვარული მარადიულიც
იფერფლება ამ დროჟამში როგორც სანთელი?
რატომ არის რომ მზე ნათელით თრგუნავს სიბნელეს,
მაგრამ სიბნელე მაინც რჩება აჩრდილის სახით!?
ანდა მუხის ხეს ათასწლოვანს მდუმარედ მდგომარს,
როგორ შეუჩნდა უსუსური დამღრნელი ჭია?
ანდა ჩვენს ძმობას ალმასივით ლაღს და კრიალას,
რატომ გაუჩნდა გულში ბზარი რატომ იარა?

რატომ არის რომ მამა შვილზე გადაყოლილი,
მერე დატოვებს შვილი მამას მარტო ტიალად?
რატომ არის რომ გული ტირის წითელი სითხით,
თეთრი სითხე კი თვალთა უპით მოედიება?
რატომ არის რომ ა-Share-ბენ კვლავ სისულელეს,
გალაქტიონის ლექსი არვინ გააზიარა.
რატომ არის რომ დრომ ნიღბები ყველას ჩამოხსნა,
თუმც ნიღბოსნები ისევე გდიან ჩვენდა ზიანად.
რატომ არის რომ კაცთა ცოდვის გამოსასყიდად,
მამამ შეწირა თავისი ძე ჩვენთ სულთ ზიარად.
რატომ არის რომ თორმეტშიაც გამოჩნდა ერთი,
რომელმაც ვერცხლად გაიმეტა თავისი ღმერთი.
/კახაბერ ჭიჭინაძე/

Комментариев нет:
Отправить комментарий