კარლო, სანდრო და ლიზი,
სამი პატარა გიჟი,
განსხვავებული არსით
თუმცა ერთნია მაინც
სამი პატარა გიჟი,
განსხვავებული არსით
თუმცა ერთნია მაინც
კარლო, ვაჟკაცი ,გამრჯე,
არის ბაბუის სახე
დაშლის ააწყობს, გატეხს,
ყველაფერს უცვლის სახეს
მერე გაიყვანს სანდროს,
შეტენის თავის ნაშრომს,
კვლავაც დასტყუებს ახალს,
მოაწყობს ისევ “პაკაზს”.
შემდეგ დაითრევს ლიზის
თმას წიწკნის - ისიც კიიივიიისსსსს.
სანდრო ბუნჩულა წყნარი
კვლავ ჩასაყლაპი არი
ხასიათი აქვს სანდო
თუ გენდო სულსაც განდობს
მას უხარია ცოტაც,
ირგვლივ სუყველას ლოცავს
თუმც გაიზარდა მაინც, გულით კვლავ არის “კინდი”,
რომ გაიზრდება ვიცი იქნება “ვუნდერკინდი”.
ლიზი, ლამაზი არი,
მამიკოს ონავარი,
ამასთანავე არი
ბიჭებთან მეომარი,
გაეჯგიმება ბიჭებს
თუ გაჭრა დოინჯს იჭერს
თუ არა გაყრის ტლინკებს
და მერე გააჭიჭებს.
კუდრაჭა ცელქი სიო,
არაფერ არ თმობს “ვსიო”.
03.აგვისტო.2012. თბილისი.