суббота, 22 августа 2015 г.

შარლ-ა-ტანი


გუშინ იყრიდით ყინულს,(***)
დღეს თავს იწონებთ შარლით,(^)
ამ ფარისევლურ ტიტულს,
ხალხს კამფეტივით აჩრით

მერე კითხულობთ რატომ,(?)
მერე იძახით ვუის,
დროში გაყინულ გოგრას,
აწონებთ ბნელს და უვიცს.

დამანჭავთ სახეს დარდით, :(
გადმოყრით ცრემლებს კურცხალს, :*(
ეს ვინ დაგვიდო კვანტი,
აზრს ამორალურს ზღუდავს.

დემოკრატიის ფლაგმანთ, (€$£)
არ გესმით ინჩი-ბინჩი
ღმერთი დაგმეთ და ახლა
ებმებით ლაბირინთში (#)

ჩარლი შეცვალეთ შარლით
სულს ამჯობინეთ ტანი,
წესი , ზნეობა გძულთ და
დღეს მოგწონთ "შარლატანი"

/კახაბერ ჭიჭინაძე/
12.01.2015

და ავად ებული

არც სიხარული...
არც სიყვარული...
არც  გახარება..
არც გაზაფხული.

ღიმილ ნარევი
ვნების მორევი
ფლიდი გორები,
წამის მონები

აზრი მალული,
"ფარა" ფარული
ფუფუნ ნატრული
ფუნა ნახული

სული ეული
ტვინი სნეული
ბედნიერება - არა რგებული
ურთიერთობა...?
ანგარებული!
და(ავად)ებული.

6.06.2014.

მიყვარხარ ფერია

ძალიან მიყვარხარ შენ ჩემო ფერია.
მაცდური გრძნობები თავზე დამერია,
მიდიან თვეები წლები და დღენია,
უშენოდ სიცოცხლე..
ძალიან ძნელია.

შხამი და წამალი როდი ამრევია,
თუმცა შენს გამო თავბრუ დამხვევია
კაცები ფუტკრებად თავზე გახვევია
ამურის ისარი გულზე მახევია


ფიქრი,  სიტყვები, აზრი ამერია,
სხეულში ეს სული სულ გადამერია,
ცხოვრების თავგზა ამერ-დამერია.
მიყვარხარ, 
მიყვარხარ,
მიყვარხარ 
ფერია.
/კ.ჭ/

ფ/ბ უცნობ მეგობარს

ხან ქალი ხარ სურათებში, 
ხანაც კიდე გოგონა,
თმა გიბზინავს, მაგ თეთს მხრებზე
მზის სხივები მეგონა,
სურნელი გაქვს საამური,
როგორც ყვავილთა კონა
ღმერთის მიერ დახატულო, 
ამ თაობის ჯოკონდა.

გამოვთვალე, გავარკვიე, 
სუნამო გაქვს "TRUSSARDI,"
არ გამოვა ჩემგან სატრფო
და არც კიდე "გუსარი",
არც ტარიელს ვემსგავსები
წყლისა პირას ვიტირო,
წერილსა გწერ არ მპასუხობ
გინდა დედა მიტირო?

დევებთან ხარ ჩავარდნილი,
შენ ამურის ასულო,
ისარი მაქვს მოხვედრილი
შენგან დემურიშვილო,
შემოდგომას გეახლები,
ვიცი ბზაც და ქერია,
შენი გლახო შემოგევლოს, 
შენი ნაცარქექია!


/კ.ჭ/

ღმერთი ზრუნავს შენზე


დილით ღმერთზე ილოცე,
ნაშუადღევს ერზე.
გულში სითბო იღვრება
ამომავალ მზეზე.

წინაპარზე იფიქრე,
მათ ადათ და წესზე.
აფრენილა მომინო,
შორით ცისა ფერზე.

კვლავ მშობელი დალოცე,
ფეხი ედგათ წელზე
მორიდებით აკოცე,
მათ დაკოჟრილ ხელზე.

საღამოთი გადაღლილს,
ცოლი გკოცნის ყელზე,
პატარები მორბიან,
გეხვევიან წელზე.

ძილში ვინც კი  ლოცულობს
ასულსა და ძეზე!
თავს  შენსას თუ ივიწყებ...
ღმერთი ზრუნავს შენზე!


/კახაბერ ჭიჭინაძე/
7.10.2014