пятница, 10 мая 2013 г.

მე ქართველი


მე ქართველი იმიტომ ვარ,
რომ სიმღერით დავიბადე,
ლაღიძემ და გონაშვილმა,
მომიქარგეს სულის ბადე,

რამიშვილმა ჩვენმა ბარდმა
ამამღერა გიტარაზე,
მაგრძნობინა სიყვარული,
ქალის ფასი სილამაზე.


სუხიშვილმა თავის ცეკვით
სისხლი მომცა ცეცხლს ფერი
ჭავჭავაძემ შემაყვარა,
სიმართლე და ციცქნა ერი

რუსთაველმა დამანახა,
გმირობის და ძმობის ძალა,
ნიკალამ კი მომიხატა,
ჩემი თვალის ნარიყალა

წერეთელმა დამიბარა:
ქართველობა არის მადლი!
იაკობმა შემასწავლა
"აი ია" ქვეყნის თვალი

დავითმა კი სიბრძნე მომცა,
აზროვნება "გულის გონით",
მტერი უნდა მოვაქციოთ,
სიყვარულით , არა ღონით.

სალუქვაძემ გამიმხილა
ჩვენი ანბანთ საიდუმლო
იოანემ...სულხან საბამ...
"ესე ენა არს  საუფლო"

ექვთიმემ კი ღვთის კაცობით,
მე შემაცნო  ღირებული
ოქრო, ვერცხლი საცდურია,
ღირსებაა ჩვენებური.

ვერცხლი მხოლოდ მეტალია,
კაცი ფასობს ოქროპირით,
ფული მხოლოდ ქაღალდია,
სიმართლე ჭრის ხმლისა პირით.


გალაქტიონს ლექსის მამას
შეედრება ვინმე რაში?
ტატომ თვისი ხელით მომცა,
შეკაზმული თეთრი რაში.

მითხრა:  მიდი გააჭენე,
მე რაც მაშინ არ დამცალდა
ეს მერანი  ნიშანის მისცემს
შეიკვრება ერის ძალა


მიდი გასწი, ნუღა უცდი
გააქროლე ქვეყნის თავზე,
საქართველო გაიღვიძებს
გაიმარჯვებს ყოველ ავზე.


კავკასოინს აზანზარებს,
იწყვეტს ჯაჭვსა ამირანიც,
ნიკოფსია ჩვენ გვიყურებს
კლარჯეთი და დარუბანდიც.




ჯეკპოტი


   ეს ამბავი თვრამეტი წლის როცა შევსრულდი მაშინ შემემთხვა.
 უფრო სწორედ მის მეორე დღეს, როდესაც ნაბახუსევზე გაზეთით და  ალუმინის ლუდის ქილით ხელში ბაღის გახუნებულ მწვანე სკამზე, გუშინდელი ლატარიის გათამაშების შედეგებს ვამოწმებდი.
იმ სკამზე რომელზეც ღრმად ამოკაწრულია კოტე+მარი....
  გუშინ ჯეკპოტი გათამაშებულა ერთი მილიონი ლარი, მხოლოდ ორი ციფრი გამოვიცანი, არადა როგორი დარწმუნებული ვიყავი მოგებაში, როგორც არასდროს ისე. რამდენ რამეს გავაკეთებდი ამ მილიონით, სახლი, მანქანა, ბიზნესი....როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება..
 ჩემი მილიონი ვიღაცამ მოიგო - გავიფიქრე და კბილებშიც ხმადაბლა ჩემდა უნებურად გამომცრა.
- დარწმუნებული ხართ ყმაწვილო?
ოდნავი შიშით გამოვერკვიე, მაგრამ არ შევიმჩნიე,ჩემს გვერდით კოსტუმში გამოწყობილი, უცნაური ცილინდრით თავზე ხნიერი მამაკაცი იჯდა. ორივე ხელით  შავ ჯოხზე წინ დაყრდნობილი, მხოლოდ თავი ოდნავ- ირიბად მოეტრიალებინა ჩემსენ. ( როდის მოვიდა ეს მამაკაცი და  დაჯდა არ მახსოვს, ალბათ გართული ვიყავი ფიქრებში.....)

- რა ბრძანეთ?
მორიდებით ამოვილუღლუღე, თუმცა მშვენივრად გავიგე რაც მკითხა. უბრალოდ, ტვინმა მათქმევინა   რომ დრო მოეგო ინფორმაციის გადასამუშავებლად. ჰმ... საოცარია, ასე ჩაცმული ხალხი კიდევ დადის?

- დარწმუნებული ხართ ყმაწვილო, რომ თქვენი მილიონი სხვამ მოიგო?
ისე დამიმარცვლა  მასწავლებლებმა რომ იციან.
- არა, მაგრამ შანსი ხომ მქონდა, დიდი კუშის მოხსნის.
- ხო..., შანსი ოცდათექვსმეტიდან  ექვსივე ციფრის გამოცნობის...
მილიონიდან ერთი ციფრს გამოცნობის შანსზე რას იტყოდით?
- შანსი ნაკლებია, თუმცა არა შეუძლებელი...
კაი დიდი კუში კი იქნებოდა. ვთქვი და ლუდი მოვსვი.... (არ მესიამოვნა)
- აი მილიარდიდან ერთი ციფრს გამოცნობს შანსი როგორია?
ცოტა არ იყოს გამაღიზანა უცხოს სულელურმა კითხვებმა, მაგრამ  ლუდმა თავისი ქნა და "ბარხატნი" სიმშვიდე მომგვარა.
- შანსი არაა, ანუ  იმდენად მცირეა რომ სისულელე იქნებოდა თამაში.
- სამაგიეროდ თანხა იქნებოდა უზარმაზარი,
 "კუში" - დაამატა პაუზს მერე, თითქოს ვერ მივხვდი რაზეც ლაპააკობდა.
- რად მინდა ეგეთი კუში თუ მოგების შანსი ნულია.
- ხო...  შანსი ნულია, მაგრამ არა შეუძლებელი...
  (ჩემი ადრე თქმული შემომიტრიალა, მერე თავი ჩემსკენ  გადმოხარა ისე როგორც აგენტებმა იციან, თან წინ იყურებოდა და ჩამჩურჩულა):
შენ ხომ ხვდა მოგება ტრილიონი შესაძლებლობიდან  ერთი?
(სკამზე ცოტა უკან და გვერდზე გავიწიე, რომ კარგად შემეფასებია მისი ფსიქიკური მდგომარეობა)
სიცოცხლეზე გესაუბრებით ყმაწვილო, თქვენ ამ ქვეყანაზე მოვლენით ტრილიონი შესაძლებლობიდან ერთი შანსი გხვდათ, განა ეს არ არს ჯეკპოტი?
შეცვალეთ თქვენი ცხოვრება როგორც გინდათ.
- კი მაგრამ ამ ცხოვრების ფასი შაურიატრილიონი შესაძლებლობიდან დაგეთანხმებით ერთი მოვიგე, თუმცა ჯეკპოტში შაური შემხვდა.
(ჩემივე ერუდიციით გაკვრვებულის, სიამაყის გრძნობა დამეუფლა და სიამოვნებისგან წამომაწითლა)
- შაური?... მომყიდეთ ეგ შაური ყმაწვილო, აი ამ კეისში ზუსტად მილიონი ლარია. გარიგება თქვენთვის მომგებიანი უნდა იყოს შაურში მილიონი.
(კეისი მუხლებზე დაიდო და თითები აათამაშა)
 დაითვლით?
- ანუ თქვენ ჩემს სიცოცხლეში მილიონს მთავაზობთ?( ხახა გამიშრა და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე)
- დიახ, სწორად გამიგეთ ყმაწვილო.
რად მინდა ეგეთი მილიონი, თუ არ ვიქენი.
- მშობლებს ,ძმას ,ნათესავებს მიეცი...
- არა არ მინდა..
- კარგით რამდენი გნებავთ "შაურში", თქვენ დაასახელეთ თანხა...
- არ ვყიდი..
- ანუ აღიარებთ რომ "შაური" შეუფასებელია? აღიარებთ მილიარდზე ღირებული ჯეკპოტი რომ გხვდათ?..
- გიჟი ხართ, ვიღაცა ხართ....
(ავდექი და მოუხედავად გავეცალე იქაურობას)
 ამის შემდეგ ის კაცი აღარასდროს მინახავს.

    რამდენი წელი გავიდა იმ დღის მერე, სახლიც მაქვს მანქანაც, ბიზნესიც, მეუღლეც შვილებიცმარა როდესაც ოდნავ ჩავფიქრდები ცხოვრებაზე ისევ  ის კაცი მახსენდებარაც დრო გადის უფრო და უფრო  ვერ ვიჯერებ რომ ეს შემემთხვა რეალობა იყო, სულ უფრო მისტიური მგონია,   ხან სიზმარი,ხან ნაბახუსევზე მოლანდება, სადღაც გაგონილი თუ წაკითხული.

  მაგრამ ის მწვანე სკამი ისევ იქ დგას, გადაუღებიათ კიდეც, თუმცა ისევ ეტყობა ძველი ამოტვიფრული სახელები კოტე+მარი. ვიღაცისთვის სიყვარულის გასახსენებლად, ჩემთვის კი ჩემი ცხოვრების ფასის გასახსენებლად. ჩემს მიერ  ჯეკპოტის მოხსნის მახარებლის,მაცნეს გაგებს ნიშნად.

ეხლა კი იმაზე ვფიქრობ როგორ ავუხსნა ეს ყოველივე ჩემს შვილებს, შენს შვილებს, მათ შვილებს, მე ხომ "ბრენდმეიკერი" ვარ და არა მწერალი.

არადა როგორ ჭირდებათ მათაც რომ გაიგონ, თუ  რამხელა "კუში" მოიგეს დაბადებით.