понедельник, 21 января 2013 г.

წარწერა ტაძრის კარზე.





წმინდა სამების  ტაძარი,
თბილისს ამშვენებს,ბადებს,
მასში შესული მლოცველნი,
ანთებენ ირგვლივ სანთლებს,
ორ მხრივ დახლები ჩაუდგამთ,
ყიდიან ლოცვანს, ხატებს,
მიდის აღება მიცემა,
ფულის ჩხრიალი ჩარჩებს,
უკვე დისკებიც გამოჩნდა,
ჩართეთ უსმინეთ მოძღვრებს,
მალე მობილურს გავყიდით,
შიგ ჩაგიტვირთავთ ლოცვებს,
ელექტრონული წიგნების,
პლანშეტში ჩავწერთ ტომებს,
წმინდა წერილს და სიახლეს,
მოგაწვით ყველა დოგმებს,
მხოლოდ ზამთარი გვაწუხებს,
 სიცივე მოაქვს ქარებს,
"გთხოვთ რომ დახუროთ კარები"
    მიუწერიათ ვაჭრებს!

пятница, 11 января 2013 г.

გილოცავ ილია!




ოთხმოცი ზამთარი,
ოთხმოცი ზაფხული,
დიადი ოთხმოცი,
ოთხმოცი წელია!
სამრევლო დიდია - რჩეული ერთია.
მრავალი ქვეყნები:
ელიან,
ელიან.

უფალს ვყვარებივართ!
-ჩვენ მოგვცა ილია.
მეორე ილია 
ისევე მხსნელია.
გვიმყოფე უფალო
მრავალ ჟამს ილია!
ჩვენთვის რომ ლოცულობს,
ღამეც ნათელია.

ჟამი მოსულია,
მომავლის ნათლია.
კეთილი სულია,
გულით სანთელია.
ჩვენთვის დანთებული
ბნელში სარკმელია!
ერისთვის ანთებული
ობოლთ იმედია!

დაგვლოცე უფალო!
დაგვლოცე ილია!
ცა შენთვის ღიაა
ის მუდამ ხსნილია,
შენ რომ ჩვენთანა ხარ
დარდიც დაილია.
წარსულის ვაება,
თურმე გაილია.
ცოცხალი წმინდანი!
ნეტარი ილია.
წმინდანი ილია!
უ-ბრალო* ილია.

უბრალო*- ბრალი რომ არა აქვს.